10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

- აბა, სთქვი, ბიჭო: “დიდება შენდა”, - ასწავლიდა მღვდელი ლოცვას.- დიდობა შენდა, - ამბობდა ბავშვი.- ჰა? მეგრულ კილოზე ნუ უბნობ, ბიჭო, წმინდა ქართული ილაპარაკე. “დიდებაშენდა”.- დი... დე...ბა შენდა.- ჰო, ემაგრე.- წმიდაო ღმერთო.- წიმიდაო ღმერთო.- კიდევ თავისებურად გადაუხვია! ბიჭო, კარგად გამოხატე!- წმი...და...ო ღმერ...თო.- ჰო, ემაგრე, - გულშეუწუხებლად უსწორებდა მღვდელი და ბავშვს ლოცვებსასწავლიდა.ლოცვებიდან მღვდელი ანბანზე გადავიდა. ბავშვი საოცარ გულისწყურვილსიჩენდა. ჩქარა დაისწავლა წერა-კითხვა, გალობა; დავითნს, სამოციქულოსკითხულობდა. მღვდლის აღტაცებას საზღვარი არა ჰქონდა, ბავშვს თვალიდან არიშორებდა და როცა სამრევლოში წავიდოდა, მუდამ თან დაჰყავდა.გავიდა წელიწადნახევარი. ხვიჩა სრულებით შეეჩვია მარკოზ ხუცესის ოჯახს.მოხუცნი მას საკუთარ შვილებისაგან არ არჩევდნენ. ბავშვი ძლიერ გაიწაფა როგორცხუცურში, ისე მხედრულ კითხვაში. ერთი წელიწადი კიდევ და დიაკვნობასაცშესძლებსო, ხუმრობდა მღვდელი.ერთხელ მღვდელი მარკოზი სამრევლოდან შინ ბრუნდებოდა, ხვიჩაც თანმოსდევდა. მაღალ სერზე მოექცნენ. ამ სერიდან მშვენიერი გადასახედავი იყო. ირგვლივდიდ მანძილზე ბევრი ადგილები სჩანდა. დაბლა გაშლილი იყო უშველებელი,ხელისგულივით სწორი, ტყით დაბურული ადგილი, სადაც შუაგულ მისდევდა ფართე,დაკლაკნილი მდინარე. ჩრდილოეთ მხარეს - შორს, შორს, თვალუწვდენელ ტყისბოლოს, მტრედისფერ ბურუსში გახვეული ბორცვები მოსჩანდა და მათ თავზეთოვლით შელესილი ბუმბერაზი მთები დაჰყურებდა.- აი, ის, ფართე ზოლივით რომ მისდევს, შვილო, დაბლა გაშლილ ხშირ ტყეს,მდინარე რიონია, - აუხსნა ხუცესმა. - იმ მდინარეს რომ ქვევით ჩავყვეთთვალუწვდენელ ზღვას მივადგებით, ეს მდინარეც იქ შეწყდება, რადგან ზღვასუერთდება, რიონის ზღვასთან შესართავთან არის ციხე ფოთი. იქ ახლა ურჯულო ფაშაზის. მაგრამ ღმერთი გაუმარჯვებს ჩვენს მეფეს და იმ საზიზღარს იქიდან განდევნის.მაშინ ქვეყანაზე ნამდვილი მშვიდობა დამყარდება, ავაზაკ-მტაცებლებს საბუდარიმოეშლება.აი, აქეთ კი, ჩრდილო მხარეს, მტრედისფრად სერები რომ მოსჩანან, იმ სერებშორის შენი სოფელია. შენი დედ-მამა და ძმები იქ ცხოვრობენ. ნუ გეშინია, ცოტახანსკიდევ, მივაწყ-მოვაწყობ საქმეებს, შენც მანამდის წიგნში გაიწაფები და მერე უსათუოდწაგიყვან, - ალერსიანად დასძინა მღვდელმა.VIIIმარკოზ ხუცესის ნათქვამმა ბავშვს ნორჩი გული აუტოკა, შიგ დამალული და

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!