10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

- ეხ, ყარამან! შენ ხუცესს ნუ ეხუმრები. მთელ ქვეყანას შესძრავს. პირდაპირმეფესთან წავა. შეიძლება ხალხიც ააჯანყოს. ერთი რომ დაუძახოს და წინ წაუძღვეს, შენრავა გგონია, პირველად თვით ჩვენი ყმები ცეცხლს მისცემენ ჩვენ სახლ-კარს.- შენი მოღალატე ვიყო-მეთქი, ვაჟო თუ შენ ოჯახზე ვისმე ეჭვი კი შევატანინო...ისე მოვაწყობ საქმეს, თავი და ბოლო ვერავინ გაუგოს. ჯერ დამაცალე, მიჩქმალდეს ესსაქმე, გავიდეს დრო და ხანი.- თუ შენ მაგას იზამ, ყარამან, და თუ იმ ხუცესის ჯავრს ამომაყრევინებ, - მიუგოთენგიზმა, - ლეჩაქი დამეხუროს, თუ ერთი კაი ყირიმის თოფი არ მოგიტანო ფეშქაშად.- იცოცხლე! კარგად იყავი, უფეშქაშოდაც ვიზამ მაგას. შენზე ნაკლებ ჩვენ არგვიმწარებს სიცოცხლეს მაგ გასატყავებელი. რაც ზარალი მაგას ჩვენთვის მოუცია, ა,თავადიშვილო?- ოი! სახსენებელ ამოსაგდები! - ჩაილაპარაკა ალექსანდრემ.- შენ, თენგიზ, მხოლოდ ის იცოდე, რომ - გააგრძელა ყარამანმა, - აქ, სასახლეშიმეტი არავინ მოიყვანო. აქ ისეა საქმე, რომ ვერ დაიმალება. დიდი იყოს თუ პატარა, თუღმერთმა ხელში ჩაგიგდო, ჩემ სახლში მოიყვანე. მე ახლა შავ ღელეს სათავეშიდავსახლდი. ირგვლივ უდაბური ტყე მარტყია, კაცის ჭაჭანება იქ არ არის.- კაი დაგემართოს, ვეცდები, - მიუგო თენგიზმა და ულვაშები გადიგრიხა. - მემიკვირს, ამდენხანს ცოცხალი როგორ ატარეთ მაგ ფეხმოსატეხი. ისეთი ოხერი დახელისშემშლელი უნდა მოსპო, თორემ, რასაკვირველია, საშველს არ მოგცემს, საქმესყოველთვის დაგიხლართავს.- კარგი, მაგაზე მერე ვიფიქროთ. ახლა ერთი გემრიელათ ვისაუზმოთ, აგერყაზახს მოაქვს კიდეც შემწვარი ბატკანი, - მადიანად წარმოსთქვა თავადმაალექსანდრემ.სამთავენი გემრიელ საუზმეს მოუსხდნენ.ხვიჩა ჩქარა გაეჩვია მარკოზ ხუცესთან. გულკეთილმა მოპყრობამ და საჭმელ-სასმელმა თავისი ქმნა. ბავშვი გამხიარულდა, მოღონიერდა, შვლის ნუკრივითდახტოდა. ხუცესს ძლიერ შეეჩვია. საყდარში დაჰყავდა, საცეცხლურს უბერავდა,სანთლებს უკიდებდა. შინ შეშა-წყალი მოჰქონდა და სხვა წვრილმან რამეებს აკეთებდა.ორ-სამ თვეში ბავშვს სულ სხვა სახე დაედო. ტირილისაგან ჩაცვივნულ-ჩალურჯებულიდა საშინლად გამომყურე თვალები დაუმრგვალდა, აუმხიარულდა, ლოყა ამოებორცვადა ვარდისფერი დაედო.- ხვიჩა! - დაუძახებდა ხოლმე მღვდელი მარკოზი.- პატონი! - ცქვიტად ეტყოდა ბავშვი.- ჰა, კიდევ ვერ გამოტეხე! ბატონო-თქვა, ბა...ტონო!- ბა...ტო...ნო!- ჰო ასე. აბა გაიქე, ერთი დაათვალიერე, ხბორები ხომ არ გაიქცნენშემოღობილიდან.ბავშვი ელვის სისწრაფით გარბოდა.***

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!