10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ნაჭერი ცალკეც იდო.- ჩალამკალამი არ მოიტანე? - დაეკითხა ცოლს მოხუცი. - ბეჩა, რად დაგაგვიანდა!ამ შენმა ვაჟებმა კინაღამ ყელში ბაწარი მომიჭირეს, ყმაწვილები არიან, დროზე ჭამაუნდათ, - ხუმრობით ამბობდა მოხუცი... - ჰაი, ჰაი, დედაკაცო, რაც სიბერე შემეპარა, მასაქეთ აღარაფრად მაგდებ... მაგრამ მომიფრთხილდი! ხშირ გვალვას, ხომ იცი, ჭექა-ქუხილი და ჟუჟუნა წვიმა მოსდევს!- უი, თვალიც დაგიდგეს! რაებს ბოდავს ეს ქვესკნელში ჩასაძრომი, - ხუმრობითვეშეუტია ცოლმა და თანაც ტუჩზე მხიარულმა ღიმმა გადაურბინა, - ჩალამკალამს რავა არმოვიტანდი, - ამბობდა ქალი და კალათაში რაღაცას ეძებდა - აი ჩალამკალამი! რადდაიგვიანეო? ასეთ ყოფაში ისიც კარგია, ამ დროს მოვაწიეთ. ერთს ავადმყოფი უწევს,მეორეს ბატონის სასახლეში ღომი აქვს საცეხვავი, მესამეს იქვე შალი აქვს საქსოვი. სანამყველა თავს მოიყრის, დრო და ხანი გადის. ახლა შეიარაღებულ გამცილებლებისმოსვლას უნდა უცადო. ღმერთო, ჩვენი ცხოვრება რა ცხოვრებაა! ვითომ მოვესწრებითისეთ დროს, სადილი ყანაში უთოფ-უიარაღოდ მიგვქონდეს? ამ ზღვა-მდინარისგამოსვლაც ერთი ჭირია სწორედ! ვარცლის ტოლა ნავში ყველანი ერთბაშად ვერჩავეტიეთ, ხელმეორედ უკან დასაბრუნებელი შეიქმნა ნავი და ერთხანს დავბანდდით...- კარგი, კარგი, თოლიგე! ნუ მიაყოლე საბაია დიაკონივით, - კვლავ გაეხუმრაცოლს მოხუცი. - მე და შენ, ბეჩა მოვრიგდებით! ხვიჩა, ბაბაია, ერთი ამ ჩალამკალამშიდამისხი ის ძირკურთხეულის მონასხამი. თუ ყელი არ ჩავისველე, ისე ტყუილია,ლუკმას ვერ გადავყლაპავ.სახით ცქვიტმა, თვალებბრიალა და ნიკაპმოგრძო ბიჭმა დოქს მწვანეფოთლებისაგან გაკეთებული თავსაცობი მოხადა და ბროწეულის ფერი ღვინოჩალამკალამში დაასხა.მოხუცმა სავსე ჩალამი ხელში დაიჭირა, სასოებით ზევით აიხედა და წარმოსთქვა:ღმერთო, დიდობა მოგეხსენა, ღმერთო. შენ იყავ ჩვენი მფარველი, ჩვენს ქვეყანაშიმშვიდობა დაამყარე, მებატონეთ შორის დაუსრულებელ მტრობა-ქიშპობას ბოლომოუღე, ურჯულო დაამარცხე, ქრისტიანობა აღამაღლე. გაუმარჯვე და კეთილადწარუმართე ყოველ საქმეში მაფა1 სოლომონს. მაგას კი ვენაცვალე. ბრძანება გაუცია,ვაჟებო, თურმე, ვინც ოსმალეთში ტყვის გაყიდვას გაბედავს, ერი, ბერი, სულერთია,თუნდ ჭყოინდარიც2 რომ იყოს, არ დავინდობ, თვალებს დავთხრიო... ო... ოხ! შენ რომმოგისხა, იმ ბრუნდე ვაზს ვენაცვალე! - აუჩქარებლად წარმოსთქვა მოხუცმა, როცაჩალამკალამი გამოსცალა, წვერ-ულვაშზე ხელი მოისვა და აქა-იქ დავარდნილი ღვინისწინწკლები მოიწმინდა.დასხდნენ სადილად მაშვრალნი და მადიანად ჭამას შეუდგნენ. პატარა ხვიჩაცგვერდში მოუჯდა მამა-ძმათ და თუმცა შინ უკვე ესადილნა, მაგრამ სხვების წაბაძვით,ისე გემრიელად ილუკმებოდა, თითქოს სამი დღე ლუკმა არ გაუღეჭიაო.- ის ვინ უნდა იყოს, ბაბაია? აბა, შვილო, გიგო, ერთი გაიხედე, იმ შარაგზაზეცხენოსანი ვინ მიდის? ნეტავ, ვინ უნდა იყოს? ჰეპე გუშა, სადა ხარ დროებავ! როგორმირბის დრო, თვალსაც დამაკლდა, ეგ სანგარო! ხეზე ჩამოკიდებულ კვერცხს სამოცინაბიჯის მანძილზე ტყვიით შუა ვხვრეტდი, - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა მოხუცმა, -ახლა კი ცხენოსან კაცსაც ვერ ვარჩევ ხეირიანად.გიგომ და მალხაზიამ ცხენით მიმავალს თვალები დააშტერეს.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!