10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მარიკა მიხვდა, შეშინებულ ბავშვს მიუახლოვდა, ნაზად ხელი მოჰხვია დაგულში ჩაიკრა.- ნანა, შვილო, ნანა, შვილო, ბედდამწვარი შენი მშობელი დედა, ბედდამწვარიშენი მშობელი დედა... ოი, ნანა, შვილო! რა მწარეა შვილის დაკარგვა... უღმერთოებმა რაიციან, რა მწარეა დედის გულ-მკერდი! ნანა, შვილო, უბედურ მთვარეზე დაბადებულიშენი მშობელი დედა... იმას ვინ ანუგეშებს? იმას ვინ გაუმრთელებს დაჭრილ გულს? იმასშენ მაგიერობას ვინ გაუწევს?... საფლავში უნდა ჩაიტანოს უბედურმა შენი სიმწარე, -მოთქმით ამბობდა მარიკა, ბავშვს თავზე ხელს უსვამდა, ჰკოცნიდა და თან ქვითინებდა.ალერსით და დედის გახსენებით გულაჩვილებული ბავშვი მწარედ ატირდა.ატირდა ლერწამისაც. მღვდელი მარკოზი შორიახლო იდგა და ცოლის ქცევითკმაყოფილი და აღტაცებული, ისიც აცრემლებული, გრძელ წვერზე ხელს ისვამდა.- კარგი, გეყოფა დედაკაცო! - უთხრა ბოლოს ხუცესმა. უიმისოდაცგულჩათუთქულ ბავშვს დედის გახსენებით კიდევ უფრო გულს ნუ უკლავ. აჭამე რამედა დააძინე. შეხედე, რავა ცოცხლად დაუხრჩვიათ მაგ უღმერთოებს.მარიკა გამოერკვა, ბავშვი კერის პირას დაბალ სკამზე დასვა და ვახშმისთადარიგს შეუდგა.- აკი ამბობდი, ხუცესო, მაგისთანა სამარცხვინო საქმეები მოისპოო, ამდენსამადლობელ პარაკლისებს ტყუილად იხდიდი? - ამბობდა მარიკა.- განა ასე ადვილია, ქალო, ძაღლის კუდის გასწორება? ჯერ კიდევ დროა საჭირო,სანამ ასეთი საძაგელი ჩვეულება სრულებით აღმოიფხვრებოდეს. ყველა ბოროტებაშიგასვრილი ხელი ჯერ უნდა სამარეში დაიმარხოს, რომ კაცის შვილთა მოტაცება დაგაყიდვა საზღაპრო ამბად გადაიქცეს, მაგრამ ასეთი სამწუხარო მოვლენა იშვიათი რომგახდა, ესეც დიდი ნუგეშია, ესეც ღირს იმად, რომ სამადლობელი პარაკლისიგადავიხადო და გადვიხდი კიდეც, - მხიარულად მიუგო ხუცესმა.ნავახშმევს ლერწამისამ სპილენძის ქვაბით წყალი გაათბო. ქალებმა ბავშვიდაბანეს, მარკოზის ერთ-ერთი პერანგი ჩააცვეს და ლოგინში ჩააწვინეს. მერე მღვდლისძველი კაბა მოსძებნეს და მისგან ბავშვის ჩასაცვამ ახალუხის გამოკერვას შეუდგნენ.- უღმერთოები, უსულგულოები, დედას შვილს სტაცებენ და უსჯულოებზეყიდიან! არ აჭმევენ, არ აცმევენ... ღმერთო, მიაგე მაგიერი, - ბუტბუტებდა მარიკა დაგაჩქარებით ჰკერავდა.მღვდელმა წმიდა სანთელს მოუკიდა, კუთხეში მიყუდებულ პატარა ხატის წინწარსდგა და ლოცვას შეუდგა.- ნანა, შვილო, ნანა, შვილო, ბედდამწვარი შენი მშობელი დედა, - სლოკინითწამოიძახებდა ხოლმე დროგამოშვებით მუშაობაში გართული მარიკა.- ვითარ განდიდენ სახელი შენი უფალო და ყოველივე სიბრძნით ჰქმენო, -ღაღადებდა ხუცესი.ლერწამისა საჩოხე მატყლს ართავდა, ხოლო პატარა ხვიჩას ლოგინში ტკბილადეძინა, ოთხი დღე და ღამე გავიდა, რაც მას ასე ტკბილად მოსვენება არ ღირსებია.***- არა, ღმერთს გეფიცები, თავადო ალექსანდრე, თუ მართლა ვინმე კუდიანია

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!