მამელუკი

მამელუკი მამელუკი

geobestbooks.files.wordpress.com
from geobestbooks.files.wordpress.com More from this publisher
10.07.2015 Views

ქალბატონო, შენმა ქმარ-შვილმა აღმოკვეთონ ეს საზარელი საქმე. ნუთუ არ კმარა, რაცმდუღარე ცრემლი დაიღვარა უბედურ ჩვენი ქვეყნის დედათაგან მთელი საუკუნისგანმავლობაში! დაე, ჩვენი ქვეყნის ტურფა ძენი და ასულნი ჩვენ ქვეყანაშივე დარჩნენ,აქვე დაიზარდნენ, აქვე იშრომონ, აქვე განვლონ დღენი ცხოვრებისა, მოიხადონმოვალეობა სამშობლოს წინაშე და აქვე მიწას მიებარონ. გარდაეცი ბატონს ჩემმაგივრად, რომ ფიცი მტკიცედ შეინახოს. ნუ ჰკადრებს თავის ჭაღარას არასაკადრისს,თორემ მოახლოებულია დღე განკითხვისა. ხომ იცის, ისმინა უფალმან ტირილი დაგოდება ხალხისა და მოუვლინა მას მფარველი. ეკრძალოს, მე გამიფრთხილებია.- ახლა როგორ მოვიქცე, მოძღვარო, ბავშვს რა ვუყოთ? - დაეკითხა როდამი.- ბავშვი ჯერ-ჯერობით მე მომეცი. გავზრდი, შევასწავლი რასმე და მერე პატრონიმოვძებნოთ და ჩავაბაროთ. რა თქმა უნდა, უკეთესია ამ საქმეში ხმა არავინ ამოიღოს. არცშენ და არც ჩემ წინააღმდეგ, თორემ ბოლოს სასინანულოდ დაურჩება. მარკოზ ხუცესითავმდაბალია, მაგრამ, თუ გაჭირდა, ქუდმაღალზე უარესს იზამს. შენ კი, ღირსოადამიანო, უფალმა მოგანიჭოს დღეთა სიგრძე. დამშვიდდი, ზიარება არ გეჭირვება.დაღამდა. მოღრუბლულ-მოღუშული და საწვიმრად განმზადებული ცა ქვეყანასმრისხანედ დაჰყურებდა. მთვარე ჯერ არ ამოსულიყო და ირგვლივ სიბნელე სუფევდა.მღვდელი მარკოზი ორი შეიარაღებული კაცის თანხლებით თავად გიორგისსასახლიდან გამოვიდა და თავის სახლისაკენ გაემართა. გვერდით ანაფორის კალთაშიგამოხვეული ბავშვი მისდევდა. თუმცა ზაფხული იყო და ცხელოდა კიდეც, მაგრამბავშვი მაინც ძაგძაგებდა.- ნუ გეშინია, ჩემო ბიჭიკო, - ალერსიანად უთხრა მღვდელმა, - შინ ჩქარა მივალთ,საჭმელს გაჭმევ, დაგაძინებ... შენი სახელი?- ხვიჩა, - ტირილით მიუგო ბავშვმა.VIIმღვდელმა ხელი მაგრა მოხვია და ტანზე მიიკრა.- უღმერთოები, უსვინდისოები, - ბუტბუტებდა იგი, - ბავშვისთვის პერანგიმაინც ჩაეცვათ ხეირიანი. ან ღმერთს რას ეტყვიან, ან კაცს ეს ურჯულოები!- ეხ, ეხ, ჩვენი ცოდვა, - ოხვრავდნენ მღვდლის მხლებლები.მარკოზ ხუცესის სახლის კერაზე ხმელი ფიჩხის ცეცხლი კაშკაშებდა და მთელსახლს საკმაოდ ანათებდა. მარიკა და ლერწამისა კერას აქეთ-იქით შემოსხდომოდნენ დამღვდლის მოლოდინში საჩოხე მატყლს ართავდნენ.- მარიკა, მარიკა, აბა, გამოიცანი ვინ მოგიყვანე, - სახლს მიუახლოვდა თუ არა,დაიძახა ხუცესმა. მისი ხმის გაგონებაზე ქალებმა თითისტარები განზე გადადეს დაზეზე წამოიჭრნენ. ამასობაში მღვდელი სახლში შევიდა, ანაფორის კალთა გადასწია დათმახუჭუჭა, შავგვრემანი ბავშვი წინ წამოაყენა. ბავშვი თითქმის ტიტველი იყო,დაჭერილ მხეცივით შეშინებულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.- ეს ვინ არის? - გაოცდა მარიკა.- ვინ უნდა იყოს, დედაკაცო, - მშვიდად მიუგო ხუცესმა, - თუ არ ნაყოფი ჩვენიკეთილი გზიდან ცთომისა, ჩვენი გათახსირებისა, გულგაქვავებისა და გონებისდაბნელებისა.

მარიკა მიხვდა, შეშინებულ ბავშვს მიუახლოვდა, ნაზად ხელი მოჰხვია დაგულში ჩაიკრა.- ნანა, შვილო, ნანა, შვილო, ბედდამწვარი შენი მშობელი დედა, ბედდამწვარიშენი მშობელი დედა... ოი, ნანა, შვილო! რა მწარეა შვილის დაკარგვა... უღმერთოებმა რაიციან, რა მწარეა დედის გულ-მკერდი! ნანა, შვილო, უბედურ მთვარეზე დაბადებულიშენი მშობელი დედა... იმას ვინ ანუგეშებს? იმას ვინ გაუმრთელებს დაჭრილ გულს? იმასშენ მაგიერობას ვინ გაუწევს?... საფლავში უნდა ჩაიტანოს უბედურმა შენი სიმწარე, -მოთქმით ამბობდა მარიკა, ბავშვს თავზე ხელს უსვამდა, ჰკოცნიდა და თან ქვითინებდა.ალერსით და დედის გახსენებით გულაჩვილებული ბავშვი მწარედ ატირდა.ატირდა ლერწამისაც. მღვდელი მარკოზი შორიახლო იდგა და ცოლის ქცევითკმაყოფილი და აღტაცებული, ისიც აცრემლებული, გრძელ წვერზე ხელს ისვამდა.- კარგი, გეყოფა დედაკაცო! - უთხრა ბოლოს ხუცესმა. უიმისოდაცგულჩათუთქულ ბავშვს დედის გახსენებით კიდევ უფრო გულს ნუ უკლავ. აჭამე რამედა დააძინე. შეხედე, რავა ცოცხლად დაუხრჩვიათ მაგ უღმერთოებს.მარიკა გამოერკვა, ბავშვი კერის პირას დაბალ სკამზე დასვა და ვახშმისთადარიგს შეუდგა.- აკი ამბობდი, ხუცესო, მაგისთანა სამარცხვინო საქმეები მოისპოო, ამდენსამადლობელ პარაკლისებს ტყუილად იხდიდი? - ამბობდა მარიკა.- განა ასე ადვილია, ქალო, ძაღლის კუდის გასწორება? ჯერ კიდევ დროა საჭირო,სანამ ასეთი საძაგელი ჩვეულება სრულებით აღმოიფხვრებოდეს. ყველა ბოროტებაშიგასვრილი ხელი ჯერ უნდა სამარეში დაიმარხოს, რომ კაცის შვილთა მოტაცება დაგაყიდვა საზღაპრო ამბად გადაიქცეს, მაგრამ ასეთი სამწუხარო მოვლენა იშვიათი რომგახდა, ესეც დიდი ნუგეშია, ესეც ღირს იმად, რომ სამადლობელი პარაკლისიგადავიხადო და გადვიხდი კიდეც, - მხიარულად მიუგო ხუცესმა.ნავახშმევს ლერწამისამ სპილენძის ქვაბით წყალი გაათბო. ქალებმა ბავშვიდაბანეს, მარკოზის ერთ-ერთი პერანგი ჩააცვეს და ლოგინში ჩააწვინეს. მერე მღვდლისძველი კაბა მოსძებნეს და მისგან ბავშვის ჩასაცვამ ახალუხის გამოკერვას შეუდგნენ.- უღმერთოები, უსულგულოები, დედას შვილს სტაცებენ და უსჯულოებზეყიდიან! არ აჭმევენ, არ აცმევენ... ღმერთო, მიაგე მაგიერი, - ბუტბუტებდა მარიკა დაგაჩქარებით ჰკერავდა.მღვდელმა წმიდა სანთელს მოუკიდა, კუთხეში მიყუდებულ პატარა ხატის წინწარსდგა და ლოცვას შეუდგა.- ნანა, შვილო, ნანა, შვილო, ბედდამწვარი შენი მშობელი დედა, - სლოკინითწამოიძახებდა ხოლმე დროგამოშვებით მუშაობაში გართული მარიკა.- ვითარ განდიდენ სახელი შენი უფალო და ყოველივე სიბრძნით ჰქმენო, -ღაღადებდა ხუცესი.ლერწამისა საჩოხე მატყლს ართავდა, ხოლო პატარა ხვიჩას ლოგინში ტკბილადეძინა, ოთხი დღე და ღამე გავიდა, რაც მას ასე ტკბილად მოსვენება არ ღირსებია.***- არა, ღმერთს გეფიცები, თავადო ალექსანდრე, თუ მართლა ვინმე კუდიანია

ქალბატონო, შენმა ქმარ-შვილმა აღმოკვეთონ ეს საზარელი საქმე. ნუთუ არ კმარა, რაცმდუღარე ცრემლი დაიღვარა უბედურ ჩვენი ქვეყნის დედათაგან მთელი საუკუნისგანმავლობაში! დაე, ჩვენი ქვეყნის ტურფა ძენი და ასულნი ჩვენ ქვეყანაშივე დარჩნენ,აქვე დაიზარდნენ, აქვე იშრომონ, აქვე განვლონ დღენი ცხოვრებისა, მოიხადონმოვალეობა სამშობლოს წინაშე და აქვე მიწას მიებარონ. გარდაეცი ბატონს ჩემმაგივრად, რომ ფიცი მტკიცედ შეინახოს. ნუ ჰკადრებს თავის ჭაღარას არასაკადრისს,თორემ მოახლოებულია დღე განკითხვისა. ხომ იცის, ისმინა უფალმან ტირილი დაგოდება ხალხისა და მოუვლინა მას მფარველი. ეკრძალოს, მე გამიფრთხილებია.- ახლა როგორ მოვიქცე, მოძღვარო, ბავშვს რა ვუყოთ? - დაეკითხა როდამი.- ბავშვი ჯერ-ჯერობით მე მომეცი. გავზრდი, შევასწავლი რასმე და მერე პატრონიმოვძებნოთ და ჩავაბაროთ. რა თქმა უნდა, უკეთესია ამ საქმეში ხმა არავინ ამოიღოს. არცშენ და არც ჩემ წინააღმდეგ, თორემ ბოლოს სასინანულოდ დაურჩება. მარკოზ ხუცესითავმდაბალია, მაგრამ, თუ გაჭირდა, ქუდმაღალზე უარესს იზამს. შენ კი, ღირსოადამიანო, უფალმა მოგანიჭოს დღეთა სიგრძე. დამშვიდდი, ზიარება არ გეჭირვება.დაღამდა. მოღრუბლულ-მოღუშული და საწვიმრად განმზადებული ცა ქვეყანასმრისხანედ დაჰყურებდა. მთვარე ჯერ არ ამოსულიყო და ირგვლივ სიბნელე სუფევდა.მღვდელი მარკოზი ორი შეიარაღებული კაცის თანხლებით თავად გიორგისსასახლიდან გამოვიდა და თავის სახლისაკენ გაემართა. გვერდით ანაფორის კალთაშიგამოხვეული ბავშვი მისდევდა. თუმცა ზაფხული იყო და ცხელოდა კიდეც, მაგრამბავშვი მაინც ძაგძაგებდა.- ნუ გეშინია, ჩემო ბიჭიკო, - ალერსიანად უთხრა მღვდელმა, - შინ ჩქარა მივალთ,საჭმელს გაჭმევ, დაგაძინებ... შენი სახელი?- ხვიჩა, - ტირილით მიუგო ბავშვმა.VIIმღვდელმა ხელი მაგრა მოხვია და ტანზე მიიკრა.- უღმერთოები, უსვინდისოები, - ბუტბუტებდა იგი, - ბავშვისთვის პერანგიმაინც ჩაეცვათ ხეირიანი. ან ღმერთს რას ეტყვიან, ან კაცს ეს ურჯულოები!- ეხ, ეხ, ჩვენი ცოდვა, - ოხვრავდნენ მღვდლის მხლებლები.მარკოზ ხუცესის სახლის კერაზე ხმელი ფიჩხის ცეცხლი კაშკაშებდა და მთელსახლს საკმაოდ ანათებდა. მარიკა და ლერწამისა კერას აქეთ-იქით შემოსხდომოდნენ დამღვდლის მოლოდინში საჩოხე მატყლს ართავდნენ.- მარიკა, მარიკა, აბა, გამოიცანი ვინ მოგიყვანე, - სახლს მიუახლოვდა თუ არა,დაიძახა ხუცესმა. მისი ხმის გაგონებაზე ქალებმა თითისტარები განზე გადადეს დაზეზე წამოიჭრნენ. ამასობაში მღვდელი სახლში შევიდა, ანაფორის კალთა გადასწია დათმახუჭუჭა, შავგვრემანი ბავშვი წინ წამოაყენა. ბავშვი თითქმის ტიტველი იყო,დაჭერილ მხეცივით შეშინებულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.- ეს ვინ არის? - გაოცდა მარიკა.- ვინ უნდა იყოს, დედაკაცო, - მშვიდად მიუგო ხუცესმა, - თუ არ ნაყოფი ჩვენიკეთილი გზიდან ცთომისა, ჩვენი გათახსირებისა, გულგაქვავებისა და გონებისდაბნელებისა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!