10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მოახლემ სკამი შემოიტანა. ხუცესი ჩამოჯდა. ოთახს თვალი მოავლო, ერთიცდაუჯდომელს გადახედა და ავადმყოფს თანაგრძნობით დაეკითხა:- რა დაგმართნია, ქალბატონო? ძლიერ ვწუხვარ, სასო ღვთისმშობელს შევთხოვშენს ჩქარა განკურნებას.- გმადლობ, მოძღვარო! ძლიერ ცუდად ვიგრძენი თავი და შეგაწუხე. ვინ იცის,სიკვდილ-სიცოცხლე ხომ ერთი წუთის საქმეა, - ნელ-ნელა წარმოსთქვა როდამმა.მღვდელმა თავისი გამომცდელი თვალებით ახედ-დახედა ავადმყოფს დატკბილად მიუგო:- კეთილი, ქალბატონო! მოხარული ვარ, რომ გაჭირვების დროს ღმერთსმიმართავ ხოლმე. და ხმა ჰყოს ჩემდამი და მე ვისმინო მისიო, ბრძანებს უფალი.უეჭველია, შენც გისმენს იგი, თუ კი გულწრფელად მიმართავ მას.- მოძღვარო, ძლიერ სუსტადა ვარ.- უფალი განამტკიცებს უძლურთა და დაამხობს ძლიერთა. აუარებდით უფალსა,რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი, - თვალების ზეაპყრობითამბობდა მღვდელი მარკოზი.- ეხ! მოძღვარო, უფალსაც მოსწყინდა, ალბათ, ჩვენი ცოდვები... ჩვენი...- ჩვენი ცოდვები, ქალბატონო, რაღა საკითხია... დასამალი არაა, აშკარაა, -გააწყვეტინა ხუცესმა, - მთანი და ბორცვნი, მდინარენი და ველნი, ზღვა და ხმელეთი,უსჯულოთა ბანაკი და ქვრივ-ოხერთა თავშესაფარი ქოხი სულ ჩვენ ცოდვებზე არღაღადებენ?- მოძღვარო, მე ხომ მიცნობ? მრავალჯერ მითქვამს ხომ გულწრფელი აღსარებაშენთვის... ჩემი სულიერი ტანჯვა, ჩემი წუხილი... უფალმა ხომ... უწყის... - ქალბატონსტირილი მოერია და სიტყვა ვეღარ დაათავა.- მგონი, მეც მიცნობ, ქალბატონო! ორმოცი წელიწადი გავიდა, რაც ჯვარიდაგწერე. კარგად იცი, რამდენი უსიამოვნება შემხვედრია ამ ხნის განმავლობაში, თვითშენ ოჯახშიაც რამდენჯერ ყოფილა ჩემ დასაღუპად შეთქმულება, მაგრამ პირადად შენიყოველთვის მადლობელი ვიყავი, რადგან დარწმუნებული ვარ, თუ არ შენ, ბევრი ხნითადრე ცოცხალთა რიცხვში არ ვიქნებოდი. უფალმან მოგაგოს მაგიერი. მრწამს ისიც, რომგულწრფელად იტანჯებოდი, როცა ჰხედავდი აშკარა უღმრთოებას შენ ოჯახშივე შენსდაახლოებულთა მიერ. მართლაც და დიდი უნდა იყოს ის მწუხარება, რაც უნდაგანეცადა პატიოსან ცოლსა და დედას, როცა ხედავდა, რომ მისი ქმარი და შვილი ძმათამტაცებელს და ურჯულოში გამყიდველს თავშესაფარს აძლევდნენ. მაგრამ დაგვიდგასხვა დრო. ღმერთმან ზეცით გარდმოიხედა, მოგვივლინა მხსნელი, ხომ შეიტყე, რასასტიკი ბრძანება გაუცია მეფეს ტყვეთა გაყიდვის წინააღმდეგ. იმედი მაქვს, ესბრძანება არ დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. კიდევაც ახლავე დაეტყო ამხმის ძლიერი გავლენა ჩვენ ქვეყანას. ახლა მთესველი უკვე მხიარუალად გამოდისთესვად, ხოლო მტაცებელი თავზარდაცემული იმალება. მე იმედი მქონდა, ასესანატრელად დროების შეცვლა შენ გაგახარებდა და, აი, საუბედუროდ, ვხედავ, რომ,პირიქით, დაუძლურებულხარ, ტირი და გოდებ. გატყობ, რომ შენი ავადმყოფობა რაღაცსხვანაირია, ასოთა ტკივილისაგან არ არის გამოწვეული. მითხარ, რაშია საქმე, ნუდამიმალავ!

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!