10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

- ესა? ჰო, ჩვენი მოკეთე კაცია.- აქაური არ უნდა იყოს.- ... არა, ოდიშელია, - მიუგო თავადმა ალექსანდრემ ცოტა სიჩუმის შემდეგ.- ოო!.. - მრავალმნიშვნელოვნად წარმოსთქვა ხუცესმა და სასტიკი თვალითთავადს შეჰხედა.- მამაო, დედას უკვე გაეღვიძა, - მოიბოდიშა თავადიშვილმა, საჩქაროდ წამოდგადა სახლში შევიდა. სხვა გზა არ იყო, ხუცესის მრისხანე თვალს თვალი ვერ გაუსწორა.- ოო... ახლა კი მივხვდი! აქ რაღაც საქმეა, - გაიფიქრა მღვდელმა და თეთრ წვერზეხელი მაგრად მოისვა. - სახეზე ვატყობ იმ შავ-შავ ყაზახს, კეთილი სული არ უნდა იყოს.ვითომ ახლაც გაბედეს და ვინმე უბედური მოიყვანეს? მოიცა, ვნახო ქალბატონი,ყოველისფერს გამოვააშკარავებ. მაშინ გაუხმეს ხელი მარკოზ ხუცესს, თუ მან ვისმეზიარება მიაწოდოს, სანამ დაწვრილებით არ შეიტყობს, თუ რაშია საქმე. თავადიშვილსმე არასოდეს გულზე არ ვეხატე. მამის შვილი არაა! მაგრამ დღეს კი რაღაცგანსაკუთრებული არეულობა შევატყვე. ღმერთო, მწეო ჩემო და მფარველო ჩემო,განმისწავლენ გზანი ჩემნი! - ლოცულობდა გულში ხუცესი. მის ყურამდე სამზარეულოსახლიდანაც კანტიკუნტად საგულისხმიერო სიტყვებმა მოაღწია. მღვდელს ესეც არგამოეპარა.- ვაი, ვაი, დედაი სულო! უღმერთოები, უღმერთოები, - ამბობდა მოხუცი გადია...- მისი ცოდო... კაცის გული... და...რამდენიმე ქალი ერთად ლაპარაკობდა. სამზარეულო სახლიც კარგა მოშორებითიყო და მღვდელმა მარკოზმა დალაგებით ვერ გაიგონა მოხუცი გადიას ნათქვამი, მაგრამრაც გაიგონა, ისიც საკმარისი იყო, ეჭვი აიღო, რომ ამ სახლში რაღაც საიდუმლო საქმეიმალებოდა, რომელიც დაკავშირებული უნდა ყოფილიყო იმ შავწვერა მეგრელისმოსვლასთან.- ვითომ, რაც თავადმა შემომფიცა, მაგისთანები აღმოვკვეთეო, კიდევ გაბედეს? -თავისთვის წარმოსთქვა ხუცესმა. - დამაცადეთ, განკითხვის დღე მოახლოვებულია, -იმუქრებოდა მღვდელი მარკოზი.ქალბატონს გამოეღვიძა. ალექსანდრე არსად სჩანდა. გამოვიდა მოახლე ქალი დამღვდელი სახლში შეიპატიჟა. მღვდელი მარკოზი შევიდა.ოთახი, სადაც იწვა ქალბატონი, დიდი არ იყო. კედელში გამოჭრილი პატარაფანჯარა სახლს საკმაოდ ვერ ანათებდა. ერთ-ერთ კედელთან, ტახტზე, ძვირფასაბრეშუმეულობა გადაკრულ ქვეშაგებში იწვა ქალბატონი როდამი. ტახტის წინძვირფასი, სტამბოლიდან მოტანილი ხალიჩა ეგო. ავადმყოფის სარეცელთან მაღალისამფეხა სკამი იდგა, რომელზედაც მხედრულად დაწერილი პატარა დაუჯდომელი დავერცხლის პატარა შანდალი იდგა. შანდალში შინ ჩამოქნილი ყვითელი თაფლისსანთელი ერჭო. ოთახში, ავადმყოფს გარდა, არავინ იყო.მღვდელმა მარკოზმა ოთახში ფეხი შესდგა თუ არა, მცირე ლოცვა წარმოსთქვა დამერე ავადმყოფს აუჩქარებლად მიესალმა.VI- იაგუნდისა, - მილეული ხმით დაიძახა ქალბატონმა, - მოძღვარს სკამი მიართვი.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!