10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ორთავენი ცოტა უხერხულად გრძნობდნენ თავს. მღვდელი ატყობდა, რომთავადიშვილს მასთან დარჩენა არ უნდოდა, მაგრამ ზრდილობის გულისათვის არმიდიოდა და თვითონ ხუცესს კი - წადი, მომშორდი, ვერ ეთქვა...ბოლოს სიჩუმე ისევ თავადმა ალექსანდრემ დაარღვია.- რას ამბობს, მამაო, შენი ეფუთი? როგორი წელიწადი იქნებაო, როგორიმოსავალი, როგორი სიმრთელე?- ჰო! - ჩაახველა ხუცესმა. - ეფუთი რაღათ გვინდა, შვილო, - აუჩქარებლად,მაგრამ ჩვეულებრივ მტკიცედ მიუგო მღვდელმა მარკოზმა, - როცა უეფუთ-უკარაბადინოდაც ჩვენი ცხოვრება და მისი ბედ-იღბალი დღესავით ნათელია! თვალითვხედავთ, ყურით გვესმის, რაც ხდება ირგვლივ. გული კი სწუხს და შფოთავს. მოსავალიკარგი საიდან იქნება, თავადიშვილო, როცა მხვნელ-მთესველი შიშით თავისუფლადვერ გამოსულა სამუშაოდ. სიმრთელეს ვინ მიანიჭებს შიმშილით კუჭ გამხმარ ხალხს. ანეს მიბრძანეთ თვით ხალხი სად არის? სად არის ხალხი? ან სად იქნება, როცა ჩვენიქვეყნის საუკეთესო ძენი და ასულნი ასობით და ათასობით, შავ ზღვას გაღმაბატკნებივით და თიკნებივით იყიდებიან. ჭეშმარიტად დიდია სულგრძელობა უფლისა,თორემ, საკვირველია, რატომ ამდენხანს არ მოგვივლინა როგორც საღმრთო წერილშიწერია: “ცეცხლი და წუმწუმა და სული ნიავ-ქარისა” და სრულებით არ აღგავა პირისაგანქვეყნისა ჩვენი ცოდვილი კუთხე. მე მიკვირს, რატომ ზღვად და პალეასტომად არგადიქცევა მთლად ჩვენი ქვეყანა, საცა ამდენი შესაზარი უსამართლობა მომხდარა დაკიდეც ხდება, საცა... მაგრამ, ჰოი, უფალო შეგცოდე! მაშინათვე ადამიანურისულმოკლეობა მომიტაცებს ხოლმე და სრულებით მავიწყდება, რომ სულგრძელი ხარდა მრავალმოწყალე. არა ცოდვათა ჩვენთაებრ მოგვაგებ ჩვენ და არცა საქმეთაჩვენთაებრ გვასწავლი ჩვენ. შენ უკეთ უწყი უმჯობესი... ახლა მგონია არ გაგვწირავსრულიად, რადგან მოავლინენ ჩვენდა შემწე წმიდით შენით და სიონით გამო ხელიაღგვიპყარ ჩვენ... რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნო და თვალნი ამპარტავანთანიდაამდაბლო. არა, თავადიშვილო, - ხმას დაუშვა ხუცესმა, - ჩემი ეფუთ-კარაბადინიხელისგულივით ჩვენს წინ გადაშლილი ჩვენი ცხოვრებაა, თუმცა სახარბიელო არაა,მაგრამ არც სულ უნუგეშოა. აწ გულის ხმა ვყავ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებულითვისი... უფალო, აცხოვნე მეფე და ისმინე ჩვენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდეთ შენ...ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისა ღვთისა ჩვენისათავხადოდეთ. იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩვენ აღვსდეგით დააღვემართენით.თავად ალექსანდრეს პირისახეზე ალმური აედინა. ის ძლიერ კარგად მიუხვდა,თუ რა ქარაგმებით უბნობდა მარკოზ ხუცესი. საქმე იმაში იყო, რომ თავადი გიორგიტყვეთა ყიდვა-გაყიდვაში მხურვალე მონაწილეობას იღებდა. ყველა წვრილმანმტაცებელს, - გურულს, იმერელს თუ მეგრელს, თავადის სახლში მყუდრო ბინა ჰქონდა,რადგან თავადი დიდი გავლენიანი კაცი იყო და მის სახლში შეჭრას, ან რაიმე პასუხისმოთხოვნას უბრალო ვინმე კი არა, თვით გურიელიც ადვილად ვერ გაბედავდა. თავადიგაცნობილი იყო ფოთის ციხეში მჯდომ ოსმალთ ფაშასთან, ოსმალეთის მდიდარსოვდაგრებთან. ისინი თავად გიორგის დიდად აფასებდნენ და პატივსა სცემდნენ. ერთისიტყვით, ტყვეთა ყიდვა-გაყიდვის საქმე თავადმა ძლიერ კარგად იცოდა და ამითკაიძალ ქონებასაც იძენდა.ვინ იცის, რამდენჯერ მოსვლია უსიამოვნება მარკოზ ხუცესს თავად გიორგისთანტყვეთა გაყიდვისა გამო. ბევრი უქადაგნია ხუცესს თავადისთვის, ბევრი უხვეწნია,

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!