10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მზე უკვე ჩადიოდა, როცა მღვდელი მარკოზი თედორიკას თანხლებით თავადისეზოში შევიდა. მას მოეგება თავადის ვაჟიშვილი ალექსანდრე და თავაზიანად სახლშიშეიპატიჟა, მაგრამ მღვდელმა მარკოზმა ერთი შეხედვითვე შეატყო, რომ მისი მოსვლაბატონიშვილს არ ესიამოვნა, ძლიერაც ეწყინა.მღვდელმა მარკოზმა თავადიშვილს პირდაპირ თვალებში შეხედა და თითქოსანიშნა: რა ვქნათ, შვილო, ეტყობა, არა გსურდა ჩემი აქ მოსვლა, მაგრამ მე მაინც, ეს არისგეახელიო.- რა დაემართა, ნეტავი ქალბატონს? ძლიერ საწყენად დამირჩა, - მიებოდიშამღვდელი მარკოზი თავად ალექსანდრეს, - ქრისტე მეუფეს ვთხოვ მის ჩქარაგანკურნებას.- გმადლობთ, მამაო, - ზრდილობიანად მიუგო თავადიშვილმა, - რაღაც უქეიფოდგახდა დღეს, არ ვიცი, აწყინა რამემ, თუ გაცივდა.გაუბედავი კილო თავადიშვილისა ძალაუნებურად ეჭვს უბადებდა მღვდელს,რომ არც ერთი მიზეზი სწორი არ იყო.- რა აწყენდა, ბატონიშვილო, ან სად გაცივდებოდა? - სიცილით მიუგო ხუცესმა, -მე შენ გეტყვი და ცივი ღომით საუზმობს, ან კოკით წყალს ეზიდება.თავად ალექსანდრეს ბრაზით ფერი ეცვალა, მაგრამ თავი შეიკავა, იცოდამღვდელი მარკოზის მოურიდებლობა ლაპარაკის დროს და ღიმილითვე მიუგო:- ეხ, მამაო, ცივი ღომის მჭამელი და კოკით წყლის მზიდავი ხშირად უფროჯანსაღია, ვიდრე ფუფუნებაში გაზრდილი...- ეს სწორედ ჭეშმარიტი ბრძანებაა, - კმაყოფილებით მოუსწრო ხუცესმა, -ღმერთი წონა-სამართალია! ღარიბი და დაჩაგრული კაცის ერთადერთი ნუგეში მისიჯანმრთელობაა, შრომა-გარჯით და ზომიერი ცხოვრებით მოპოებული. გამჩენს ასეგანუწესებია.- სიმართლე რომ ვსთქვათ, მამაო, დედაჩემი, თუმცა ფუფუნებით გაზრდილიადამიანია, მაგრამ ძლიერ გამრჯელია. დილიდან საღამომდე არ ისვენებს და ხშირადისეთ საქმეებში ერევა, რაც მას სრულებით არ შეეხება...- ვიცი, ვიცი, შვილო! განა არ ვიცი! ვიხუმრე, თორემ ქალბატონ როდამს მარტოდღეს ვიცნობ? შენ ქვეყანაზე არც კი არსებობდი, როცა მე მას ვიცნობდი. ჯვარი მე არდავწერე?.. როგორ მიბრძანებთ, პირდაპირ შეიძლება შევიდეთ?- უკაცრავად, მამაო, მაგრამ ცოტა უნდა დავიცადოთ, მგონი. ახლახან ჩაეძინა...- რა საბოდიშოა, შვილო! - გააწყვეტინა ხუცესმა, - იყოსმცა მისთვის ძილიგანმკურნებელი. მე მანამდე აქ დერეფანში ჩამოვჯდები. ჯდომას და აქედან ყურებას რაჯობია. იფ, რა მშვენიერებაა! მთელი რაიონის დავაკება, გაღმა-გამოღმა და თითქმისმთელი ოდიში ხელისგულივით მოსჩანს. ახ, ცხონებულ ბაბუაშენმა ქაიხოსრომ აირჩიაეს ადგილი სამოსახლოდ... რა წყალი, რა ჰავა! გურიაში ამის ბადალი ალაგი მეორე არმოიძებნება.მღვდელი დერეფანში გრძელ სკამზე ჩამოჯდა, თავადი ალექსანდრეც შორიახლომოუჯდა.ცოტა ხანს სიჩუმე სუფევდა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!