10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

შევიტყო რა ხნისაა დღეს მთვარე, ამ დღეებში ხეხილის დამყნობას ვაპირობ.რამდენიმე ხნის შემდეგ კარებში გამოჩნდა სანდომიანი სახის ტანდაბალიმოხუცი დედაკაცი. ერთ ხელში მატყლის ფანტელი ეჭირა, ხოლო მეორეში კარგამოზრდილი, შავ ყდაში ჩასმული წიგნი. წიგნი მღვდელს მიაწოდა და ისევ თავის საქმესმიუბრუნდა.მღვდელმა წიგნი გადაშალ-გადმოშალა:- იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი... - წარმოსთქვა მან, - ნიადაგი და თვისთავი, ზედნადები ოცდასამი... ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი...- შენდობა მოძღვარს, - გაისმა ამ დროს ხმა და მის წინ მხარზე მოკლეთოფგადაკიდებული გლეხი გამოჩნდა.- თედორიკა, რა ამბავია, შვილო, ხომ არა გიჭირს რა? - ჩვეულებრივ ტკბილადმიეგება მღვდელი.ახალ მოსულმა მღვდლისაგან ლოცვა-კურთხევა აიღო.- არა, მამაო! - ცოტა არეულად მიუგო თედორიკამ. - სასახლიდან გამომგზავნეს.ქალბატონი როდამი უქეიფოდ გახლავთ და გთხოვეს... საზიარებლად მობრძანდითო.- ჰა, ბიჭო, ქალბატონს რა დამართნია? იქით კვირას წირვაზე ბრძანდებოდა დაისე ყოჩაღად იყო, რომ...- იქით კვირას კი არა, დღეს დილითაც კარგად გახლდათ და მერე უცბად ცუდიგული შეექმნა.- ბატონი გიორგი შინ ბრძანდება?- არ გახლავთ, მამაო, ჯუმათში წაბრძანდა.- ოო... - გაჭიანურებით წარმოსთქვა ხუცესმა და თოვლივით თეთრ და გრძელწვერზე ხელი მოისვა.- კარგი, კარგი, შვილო! წავიდეთ, წავიდეთ! - მიუგო მღვდელმა, წიგნი დაკეცა დაწასასვლელად მზადებას შეუდგა.- ჯორი მოგიძებნო, მამაო? - დაეკითხა თედორიკა.- არა, შვილო, არა ფეხითაც ავირბენ, მაგის მოძებნა-შეკაზმვაში ბევრი დრო წავა,ხვალ კვირაა, წირვა-ლოცვა მიჭირს, - აუჩქარებლად მიუგო მღვდელმა მარკოზმა,სიწმინდის კოლოფი გულზე გადიკიდა და თედორიკას გაჰყვა.ნიგოითის ერთ-ერთ, ზამთარ-ზაფხულ ამწვანებულ სერზე, თავადი გიორგიჭორიშვილის სამოსახლო იყო გამოჭიმული. თავადის ეზოს ორასამდე ქცევა ადგილიეჭირა. ეზოს ერთ მხრივ, საუკეთესო, სწორე და ამაღლებულ ალაგას იდგა ყავრითდახურული დიდი ოდა - ბატონების საცხოვრებელი და მახლობელი სტუმრებისმისაღები. იქვე მახლობლად იდგა მეორე პატარა ოდა, საზოგადო სასტუმრო. იქვე ცოტამოშორებით სხვადასხვა ზომის, - ზოგი ფიცრული და ზოგიც დაფაცხული: ისლითდახურული შენობა სამზარეულო, საჯინიბო, საბაზიერო და სხვა. ეზოს მეორე მხრივდაბლობზე, წყაროს პირას, ოციოდ პატარა სახლები და ფაცხები იყო გაფანტული. იქმოჯალაბეთა მოსახლეობა იდგა.V

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!