10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ოსმალები და თუმცა სრულებით მათი გაძევება ყველა ციხე-სიმაგრეებიდან ვერმოახერხა, მაგრამ მათი პარპაში და ბატონობა ძლიერ შეამცირა. საერთოდ მთელიიმერეთის მხარე გამოაფხიზლა, გამოაცოცხლა და განახლების გზაზე დააყენა.საქმის ასე მოგვარება ვის უნდა გახარებოდა, თუ არ მღვდელ მარკოზ დაბაძეს.ჯერ როცა ერეკლეს მეფის გმირობის სახელი გავარდა, მღვდელი მარკოზი სიხარულითცას ეწია, უსურვა მტრებზე გამარჯვება და დღედაღამ მის საკეთილდღეოდლოცულობდა. მაგრამ, როცა იმერეთის მხარესაც მოევლინა ღირსეული მეფესოლომონი, მღვდელ დაბაძეს გულმა ვერ მოუთმინა და სიხარულით აღსავსემ თვითმეფეს გუმანი მიართვა; მიულოცა მეფობა, აუწერა იმერეთის საშინელი მდგომარეობადა იმედი გამოსთქვა, რომ აღმოსავლეთით ერეკლე და დასავლეთით სოლომონიერთმანეთს მხარიმხარს მისცემენ და ამჟამად დაუძლურებულ საქართველოს ისევ ძველღირსებას და სახელს აღუდგენენო.მეფე სოლომონს წინეთაც გაგონილი ჰქონდა მღვდელი დაბაძის ამბავი და ახლამის მიერ გამოგზავნილმა გუმანმა ძლიერ ასიამოვნა, მით უფრო, რომ, საუბედუროდ,მაშინდელი სამღვდელოება გონებრივადაც და ზნეობრივადაც სახარბიელო არ იყო.თვით მღვდელმთავრებიც ერივნენ სტამბოლში ტყვეთა გაყიდვის საქმეში და ადვილიწარმოსადგენია დაბალი სამღვდელოება რაღა იქნებოდა.მეფემ სახლთხუცესს უბრძანა, მადლობის ბარათი მიეწერა მღვდელ მარკოზდაბაძისათვის, გაემხნევებინა, აღეთქვა მფარველობა და საჩუქრად გაეგზავნა ერთი კაიმაუდის კაბა და ქალაქიდან მოტანილი თბილი ყელიანი ჩუსტები.ამ ამბავმა მღვდელი მარკოზი და მისი მომხრე საწყალი, გაჭირვებული ხალხიძლიერ გაამხნევა და გაახარა, მაგრამ მისი მტრები, ტყვეთა ყიდვა-გაყიდვისმოტრფიალე თავადები და მათი დამქაშები ძლიერ შეაშფოთა და მარკოზ ხუცესისწინააღმდეგ შურითა და მტრობით აღავსო. პირადად შეხვედრის დროს ძალაუნებურადანგარიშს უწევდნენ მაღალი მფარველობის ქვეშ მყოფ ხუცესს, პატივით ეპყრობოდნენ,ეფერებოდნენ და თითქოს თანაუგრძნობდნენ. მღვდელი მარკოზი კარგად იცნობდაყველას და თავის არჩეულ გზას მტკიცედ ადგა. არც არავის ქება-დიდება ასხამდათავბრუს და არც არავის მტრობა-მუქარის ეშინოდა.- მარიკა! - დაუძახა მღვდელმა მარკოზმა ცოლს.- რა გინდა, - მოისმა სახლიდან ხმა.- ე მანდ რას აკეთებ?- ბეჩა, როდის მნახე უსაქმოდ მჯდარი. საჩოხე მატყლს ვწეწავ. განა ვერ დაინახე,რომ პაჭიჭები სულ მთლად გაგცვეთია?მღვდელმა პაჭიჭებზე დაიხედა. მართლაც, ერთიც და მეორეც რამდენიმე ალაგასამოგლეჯილიყო. მარკოზს სრულებით არ შეუმჩნევია პაჭიჭების გაცვეთა და თუშეამჩნია, ყურადღება არ მიუქცევია. მუდამ სხვადასხვა ფიქრებში და მუშაობაშიგართულ მღვდელს სად ეცალა პაჭიჭებისათვის.- კაი დაგემართოს, კაი ფიქრი შენ მოგსვლია, - კმაყოფილებით მიუგო მღვდელმა.- მაშ სამარიობოდ ახალი პაჭიჭები მექნება! ლერწამისა სად არის?- წყალზე წავიდა.- ჰო, კარგი! მაშ იცი, რა გითხრა, ერთი გაისარჯე და ეფუთი მომიძებნე, მინდა

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!