10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

წამსვლელთა უნაგირების შემკეთებელს ვეხმარებოდი. - ცოტა არ იყოს დარცხვენითსთქვა გიგომ. - ოჰ! რამდენი ვზილე მაშინ აყროლებული ღვედი! დასწყევლის მაგათყული და ქიაჩი! ყანა კი გაუმარგლავი მიგვირჩა და ახლა ორკეცი შრომა სჭირია.სამთავემ მარჯვედ დაჰკრეს თოხი. სილანარევ, მსუქან ნიადაგში ბასრ რკინამჩახა-ჩუხი გაადინა.- საცა წონა-სამართალია, სადილობის დროც კია, - სთქვა მალხაზიამ.მოხუცმა შუბლზედ ხელი მიიდო და მზეს შეხედა.- მართლაც და შუადღეს ბევრი არ უკლია, - აუჩქარებლად წარმოსთქვა მან,მუშაობა შეწყვიტა და თოხის ტარზე დაეყრდნო, - ბიჭო, ივაკია და ფილუია ხომწავიდნენ სოფლისკენ მესადილე დედაკაცების თანამგზავრად. ალბათ, საცააგამოჩნდებიან. ვერ მოასწრებდნენ საწყლები, ვერ მოასწრებდნენ, ბაბაია. ვაი, ახავაი!როცა ბევრთან გვაქვს საქმე, მუდამ ასეა, დროით თავს ვერ მოუყრი. ზოგს რა უჭირს დაზოგს რა. ავადმყოფობაც რომ არ გვასვენებს. ქუჩუს დედა ხომ ლოგინში მწოლიარეავადმყოფია და წვრილფეხობით ხელფეხშეკრული მისი რძალი მაია დროით ვერმოიცლიდა. ბიტას ცოლიც ავად გამხდარა... თორემ საბრალო დედათქვენი? სადილი რახანია დამზადებული ექნება, მაგრამ მარტო ხომ ვერ წამოვიდოდა. იძულებული იქნებასხვებს მოუცადოს.- მოგშივდა, ბიჭო, ბაღანა! - გაეხუმრა გიგო მალხაზიას, - აი, გაიხარე, მოდიან.მართლაც, მდინარე ტეხურის გაყოლება მიმავალ სასოფლო გზაზე ორი თოფითშეიარაღებული კაცი გამოჩნდა, მათ უკან თხუთმეტიოდე მხარზე კალათგადებულიდედაკაცი მოსდევდა.ქალები ველზე თავიანთ მომუშავეებისაკენ გაიფანტნენ. ჩვენ ნაცნობმომუშავეთკენაც გამოეშურა ერთი შუახნის, გამხდარ-გამხდარი, მაგრამ მხნე და თამამიგამომეტყველების დედაკაცი. გვერდით შვიდი-რვა წლის ვაჟი მოსდევდა. ბავშვსმხარზე, თუმცა კარგა მოზრდილი დოქი ედგა, მაგრამ მაინც თამამად მოაბიჯებდა,დედას წინ თუ არ უსწრებდა, უკან არა რჩებოდა.- ეს ვინ მოდის! ეს ვინ მოდის! ჩემი ხვიჩა, ჩემი ბაბაია, ჩემი გულის გამხარებელი?- მიეალერსა შორიდანვე ბავშვს მოხუცი. - ბაბაია, თხები ხომ არ დააბნიე, შენშემოგევლოს ჩემი თავი?!- არ დაიჯერა, თოლიგე, საშველი არ მომცა, ყანაში წამიყვანე და წამიყვანეო. რაცთხები მორეკა, სულ ბუზღუნით თავი მომაბეზრა. მართალი უნდა ვსთქვა, ეს დოქისახლიდან მარტოდ-მარტო წამოიღო, - სიცილით სთქვა ქალმა, ქუჩურა ბჟოლის ძირასკალათი მოიხსნა და ჩითის ჭრელი მანდილით გაოფლიანებული პირისახის წმენდასშეუდგა.- კარგი, ბაბაია, კარგი, ჩემო გულის გავლავ, თხები კი არ დააბნიო შენ შემოგევლე,თორემ ყველი და მაწონი, შენ რომ გიყვარს, არ გვექნება, - კვლავ მიეალერსა ბავშვსმოხუცი, მუშაობას თავი დაანება და ქუჩურა ბჟოლისაკენ გაემართა.ყველანი ბჟოლის ჩრდილქვეშ ჩამოსხდნენ.დედაკაცმა კალათიდან წაბლისა და წიფლის მწვანე ჟვერი ამოალაგა და ფხვიერმიწაზე სუფრის მაგივრად დააფინა. მაზედ, ახლად ამოღებული, ჯერ კიდევ თბილიღომი დააწყო; ღომს შიგადაშიგ ყველის ნაჭრები ჰქონდა ჩარჭობილი, ერთი მოზრდილი

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!