10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

უარეს მდგომარეობაში იყო იმერეთის მხარეც. იმერეთის მეფე და მთავრები:გურიისა, ოდიშისა და აფხაზეთისა და მათი მიმყოლი დიდებულები ერთმანეთისმტრობაში, მიხტომ-მოხტომაში და სისხლის ღვრაში ლევდნენ სულს. ეს ვაჟბატონებითითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ სისაძაგლეს ჩაიდენდა ერთმანეთისდარბევა-აწიოკების საქმეში. მაგრამ ყველაზე უფრო საზიზღარი ამ ხანაში იყო ტყვეებისმოტაცება და ოსმალეთში გაყიდვა. გაქვთ ღვთის წყალობა, მშიერი მგელივით მღრინავიოსმალეთი ჩინებულად სარგებლობდა ჩვენ მაშინდელ მესვეურთა გრძნობა-გონებისდაბნელებით. თითქმის ყველა, ასე თუ ისე გამოსადეგი ციხეები, როგორც ქუთაისი,ფოთი, შორაპანი, ოსმალებს ეჭირათ. ათასობით გზავნიდნენ სტამბოლში ტყვე ქალსოსმალთა დიდკაცების ჰარამხანების დასამშვენებლად და ტყვე კაცებს მათი სხვადასხვაჯარების გასაძლიერებლად.ასეთ შემთხვევაში ყოველთვის თავს იჩენს ხოლმე შიში, უნდობლობა,ორპირობა... ამდენი უბედურება ყველაზე მეტად თავს ატყდებოდა საწყალ დაბალხალხს, გლეხკაცობას, ამიტომ იგი უკიდურეს გაჭირვებას განიცდიდა. ყველა მასწიწკნიდა, ყველა მას სთლიდა, ხოლო შემწე და შემბრალე არავინ იყო.ასეთ საშინელ პირობებში მღვდელი მარკოზი გამოვიდა უსამართლობისმამხილებლად, ჩაგრულის მფარველად, შურისა და მტრობის ნაცვლად ძმობისა დაერთობის მქადაგებლად. ის არავის ერიდებოდა, არც თავადიშვილებს, არც თვითგურიელს... სასტიკად გმობდა და წყევლა-კრულვას უთვლიდა ტყვეთა გამყიდველებს.ვინ იცის, რამდენი ტყვე დაუხსნია სტამბოლში გასაგზავნად განმზადებული! დაბალიხალხი “მარკოზ ხუცესს” აღმერთებდა. დიდებულებს, თუმცა არ უყვარდათ, მაგრამ მისუანგარობას, კაცთმოყვარეობას და სიმტკიცეს ძალაუნებურად პატივსა სცემდნენ.ამასთანვე მარკოზ ხუცესი იშვიათი მუშაკაცი იყო და ქონებითაც შეძლებულ კაცადითვლებოდა. მარკოზ ხუცესს არა თუ გურიაში, იმერეთ-სამეგრელოშიაც ქება-დიდებითიხსენიებდნენ.მაგრამ აი, თითქოს ბედმა გაუღიმა ბედკრულ საქართველოს. როგორც საშინელიჭექა-ქუხილის და წამლეკ ნიაღვრის შემდეგ გამოიდარებს ხოლმე, ბრწყინვალე მზემოღიმარ სხივებს ისვრის და მილეკილ-მოლეკილ მიდამოს ხელახლა აღორძინებისიმედს ჩაუსახავს, ისე გაოხრებულ-დაუძლურებულ აღმოსავლეთ საქართველოს ამდროს მოევლინა იმედი, სახელოვანი გმირი, პატარა კახი, მეფე ერეკლე. ერეკლეს“ელვარე ხმალი” ისე საგრძნობლად გაუმასპინძლდა სულ მტრად გარს მომდგარ თურქ-სპარს-ლეკ-ყიზილბაშებს, რომ ისინი არა თუ გარეკა საქართველოდან, თავიანთსახლშიაც შიშისაგან ააძაგძაგა. 1752 წ. მეფე ერეკლემ ათას-ხუთასი კაცით საშინლადდაამარცხა ერევნის ახლო მის წინააღმდეგ ათჯერ უფრო მეტი ჯარით და ზარბაზნებითგამოსული სპარსეთის ტახტის მაძიებელი აზატ-ხანი. ამ გამარჯვებით თავისი ხმალიდა ჯარი ახალი შარავანდედით შემოსა და მთელ აზიას დაანახვა, რომ შაჰ-აბაზისაგანაოხრებული და სასიკვდილოდ განმზადებული საქართველო უკვე მოღონიერებული დაწელში გამაგრებული, კვლავ აპირებს სიცოცხლის განგრძობასაო.ამავე დროს ბედმა თითქოს დასავლეთ საქართველოსაც გაუღიმა. სწორედ იმავეწელს, რა წელსაც მეფე ერეკლემ აზატ-ხანზე ასე ბრწყინვალედ გაიმარჯვა, იმერეთშიგამეფდა სოლომონ პირველი, მრავალგვარი სიკეთით და სათნოებით აღჭურვილი. ისდაემოყვრა სამეგრელოს მთავარს ოტია დადიანს, დაიმორჩილა ურჩი და თავგასულითავადები. ზოგი მათგანი დასაჯა, ზოგი გააძევა, ზოგს მოეფერა, სასტიკი ბრძანება გასცატყვეთა გაყიდვის წინააღმდეგ. ბრძოლაში რამდენჯერმე საგრძნობლად დაამარცხა

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!