10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

- აი იმის პირდაპირ, ახლო, გამოღმა შავი ღელე ერთვის რიონს; მიუვალიადგილია. ცხენით, ტყუილია, იქ ვერ მივადგებით. ისეთი ჭაობები და პაპანწყვლია, რომთუ ფეხითაც გავედით, ღმერთს ათჯერ თავი დაუკარი. მე წავალ, სადმე პატარა ნავსმოვიპარავ და ასე შუაღამისთვის იქ დაგხვდები. თუ ამაღამ ნავი ვერ ვიშოვნე, სხვა რაჩარაა, ხვალ საღამომდეც ტყეში უნდა შევინახოთ თავი.- მაშ, აბა, შენ იცი, ქუჩუია! როგორმე იშოვნე ნავი. თუ რიონს გავედი, მერე არამიჭირს რა... ცხენი კი, ქუჩუ... შენი ხელით ყელი არ გამომჭრა და თვალიდან არმოიშორო ჩემს მოსვლამდე. კაი საბალახოებზე დააბი, ომბალე არ შეყვეს... შენ იცი, აბა,ჩემი საკუთარი თავივით ჩამიბარებია.- შენ მაგის დარდი ნუ გაქვს, ქუჩუს მაგისთანების დარიგება არა სჭირია. შენ კი,იცი, რომ მიუახლოვდე ფართე ჩქონს, ორჯერ ზედიზედ დაისტვინე. ხანი გამოუშვი დაკიდევ ორჯერ დაისტვინე. თუ პასუხი მიიღო, იცოდე, საქმე გაჩარხულია, თამამადმომიახლოვდი. ახლა კი - ჰა, ეს ცოტა რაღაც მოგიტანე, ჯერ-ჯერობით ეს წაისაუზმე, -სთქვა ქუჩუიამ და ჩოხის აკეცილი კალთიდან კვახის ფოთლებში გახვეული რაღაცამოიღო და თენგიზს გადასცა. - რომ შებინდდება, ერთ დოქ ღვინოსაც მოგიტან დაცხენსაც მაშინ წავიყვან, - დაუმატა მან, ფრთხილად გზას გაუდგა და ხშირ ფოთლებშიმიიმალა.მღვდელმა მარკოზ დაბაძემ ბოსტანში მუშაობა გაათავა, ხელ-პირი დაიბანა დათავის პატარა, მაგრამ კოპწია ფიცრული სახლის დერეფანში, გრძელ და ფართე სკამზეჩამოჯდა. ხვალ კვირა იყო და წირვისათვის მომზადებას დღეს საღამოდანვე უნდაშესდგომოდა.მღვდელი მარკოზი მთელ გურიაში განთქმული იყო, როგორც ღრმად მორწმუნე,სიმართლის მოყვარული, პირში მთქმელი, კადნიერი, ჩინებული მწიგნობარი დატკბილი მგალობელი. ორი ვაჟი მღვდელი ჰყავდა სხვადასხვა სოფელში, სამიქალიშვილი გათხოვილი და, ახლა უკვე სამოცდაათ წელს გადაცილებული მოხუცი,სახლში მარტო დარჩენილიყო თავის მეუღლესთან, ყველასაგან პატივცემულ, მისიჭირის და ლხინის გამყოფ მოხუც მარიკასთან.მღვდელი მარკოზი აზნაურთაგანი იყო. მამისაგან რამდენიმე მეკომური ყმა ერგომემკვიდრეობით, მაგრამ იმან ადრიდანვე ცოტაოდენი სასყიდელი აიღო მათგან დაყოველგვარი გარდასახადებისა და სამსახურისაგან გაანთავისუფლა. სახლში ჰყავდამხოლოდ ერთი ნაყმევის ასული ლერწამისა, აწ უკვე ხანში შესული დედაკაცი.ლერწამისა პატარაობითვე მათ ოჯახში იყო აღზრდილი, მერე გათხოვილიყო, მაგრამქმარ-შვილი დახოცოდა და სამუდამოდ მღვდელ მარკოზთან დაბინავებულიყო.მღვდელი მარკოზისთანა კაცი იმ ჩვენი ქვეყნისთვის ავად სახსენებელ დროსმართლაც და სანუგეშო მოვლენა იყო. იმ დროს მთელი საქართველო, ამერ-იმერიშინაურ და გარეულ მტრების მიერ აწიოკებულ-აოხრებული, საზარელ სურათსწარმოადგენდა. მაშინდელი ქართლ-კახეთის მდგომარეობის დასასურათებლადსაჭიროა მხოლოდ გავიხსენოთ სახელოვანი მგოსნის დავ. გურამიშვილის სიტყვები:“ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის, თუ არ ბრძენი, ენა-მჭევრი!იფქლი ღვარძლად გარდაიქცა, ზედ მობრუნდა ცეცხლის კევრი.ერთმან მტერმან ათს მათსა სცის, ორმან წარიქცივის ბევრი,მცირედ დარჩა ცოდვისაგან კაცი ღვთისგან შენაწევრი”.IV

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!