10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ამოდიოდა. ეტყობოდა, ვიღაცა ესახლა. დედაკაცის ხმაც მომესმა: იქით მიაბრუნეო. ჩემდანახვაზე ბავშვი სრულებით არ შეშინდა, გამიღიმა კიდეც, ალბათ, ვისმე მიმამსგავსა.მე მაშინვე მარჩილით სავსე ქისა ამოვიღე, დავაჟღარუნე და ვუჩვენე. ა, ჯიჯი, შენგქონდეს-მეთქი. მაშინათვე მოირბინა. მეც, ხომ იცი, პირველი შემთხვევა არაა ჩემთვისამისთანები, ხელი ვტაცე, ბურთიც პირში მარჯვედ ჩავჩარე და ბაწრით ნაბდის ქვეშზურგზე შემოვიკარ. მერე მოვკურცხლე, მაგრამ შენს მტერს, რაც დღე მე დამადგა...− შეგიტყვეს ჩქარა, ა?..− რის შეტყობა! შეტყობით გვიანამდე არ შეუტყვიათ. შეტყობა კი არა, ბავშვმაგამიჭირა, კაცო, საქმე. ცხვანტივით დაიწყო ტრიალი! კინაღამ ბაწრიანად გამიძვრა. საცახელი დამავლო, ამ მუშტისტოლა ბავშვმა, ისე მაგრა ჩამჭიდა, რომ ახლაც მტკივა. იმზომამდე მივედი, ქუჩუია, რომ, ეხ, ჯანი გავარდეს, დავსცხებ ამ დამბაჩას შუბლში ამლაწირაკს და მოვრჩები და მოვისვენებ-მეთქი. არ იქნა, ვაჟო, მისი საშველი! სანამ ღონესრულებით არ გამოელია, არ მოისვენა. აღმართ-დაღმართი რომ გავიარე და როსთოსჭალას მოვატანე, თოფის ხმა და კიჟინა მაშინ მომესმა. ისეთი ამბავი იყო, რომ მეგონა,დიდი და პატარა ერთად მომდევს-მეთქი. რომ მომწეოდნენ, შენი მტერი, ბოლოკივითამთლიდნენ, მაგრამ რას გეტყვი, იცი, ქუჩუია, ამ ქვეყანაზე არაფერი არ ინატრო...ინატრე მხოლოდ კარგი ცხენი. კარგი ცხენის ფასს, იცოდე, ენა ვერ გამოსთქვამს.ღმერთმან აკურთხოს ამის გამზრდელი. ეს ის ცხენია, გურიიდან რომ მოვიყვანე შარშან.ეს ცხენი არა მყოლოდა, ახლა ლუკმა-ლუკმა დაკეპილი ვეგდებოდი სადმე. აბაშაში ისეგამოვედი, არ შეუსვენია, მერე ღამემაც მომასწრო და, როგორც არის, ჯერ-ჯერობითსული კბილით გადავარჩინე.- ახლა როგორ ვქნათ? - დაეკითხა ქუჩუია.- ორპირთან ნავი არის?- ვითომ ორპირით წახვალ?- საით ჯობია?- ორპირისაკენ არ გირჩევ, ძლიერ საშიშია. ყოველ სანაოზე და შარაგზაზე მეფისყარაულები დგანან. თუ შეგამჩნიეს რამე მაგგვარი და ხელში ჩაგიგდეს?! ავა ვაია...არავითარ წირვა-ლოცვას არ მოგაშველიებენ. მოკვლით, მართალია, არ მოგკლავენ,მაგრამ სიკვდილი ათას წილად მირჩევნია მაგნაირ სიცოცხლეს: თვალებს დაგთხრიანდა გაგიშვებენ. იარე, რამდენიც გინდა და საითკენაც გინდა...- ოჰ! მაგას ცხრაჯერ სიკვდილი მირჩევნია... მაშ საით ჯობია წავიდე? ვითომსუჯუნისკენ?- აპაპა! იქ უკვე, ალბათ, მარაგად იქნებიან, გზები ახლა ყველგან შეკრული იქნება.შენ გგონია ჩვენ ჭკუიანები ვართ და სხვები ტუტუცები?− მაშ, როგორ?− მომითმინე, - აუჩქარებლად მიუგო ქუჩუიამ და შუბლზე ხელი მიიდო... - იცირა გითხრა?- ჰო!- ფართე ჩქონი იცი?- ვიცი.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!