10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

“ფიტ!” მოკლედ და მკაფიოდ გაისმა უღრან ტყეში.გავიდა დრო. მახლობელი ბუჩქნარი მძლავრად შეინძრა და ტოტების შრიალიმოისმა.- ქუჩუია! - დაიძახა ხის ქვეშ მდგომმა, მუხას ოდნავ მოეფარა და დამბაჩა წინგამოიშვირა.- მე ვარ, ფიქრი ნუ გაქვს, - მოისმა ნაცნობი ხმა.- სანგარო, რამდენი სიფრთხილეა საჭირო, - ჩაილაპარაკა შავ-შავმა კაცმა,თავისუფლად ამოისუნთქა, დამბაჩა ქამარში ჩაირჭო და მოლოდინში ერთ ალაგასგაჩერდა.ცოტა ხნის შემდეგ თხილის ბუჩქებში ვიღაც დაბალ-დაბალი, ჩასქელებული,წითური კაცი გამოჩნდა. რა თქმა უნდა, იმასაც ხელში თოფი ეჭირა.- თენგიზ, მარტო ხარ? - ფრთხილად დაიძახა მან და ხელი რაღაცნაირად გააქნია.თენგიზმა მარცხენა ხელი პირზე მიიდო და მარჯვენა ხელის სალოკით მუხისფუღურო უჩვენა.ახალმოსული ფეხაკრეფით მივიდა და ფუღუროში შეიხედა. ფუღურო დიდიიყო. ავდრის დროს სამი-ოთხი კაცი თავისუფლად მოთავსდებოდა შიგ.- ეჰე! - ჩუმად სთქვა ახალმოსულმა და თავი კმაყოფილებით გააქნია.- სუ, სუ! ძინავს, ძინავს! - ფრთხილად ჩაულაპარაკა თენგიზმა.ორთავენი მუხის ცოტა მოშორებით ჩამოსხდნენ.- ნელა ვილაპარაკოთ. ჯერ არ მინდა გაიღვიძოს, საშინლად დაღლილია, - სთქვათენგიზმა.- წარმომიდენია, - მიუგო ქუჩუიამ, - კაი ბიჭსა ჰგავს, აი! რამდენი წლისაა, ნეტავ?- აბა, რა ვიცი, მის დაბადებას არ დავსწრებივარ და ნათლობას. გარეგანიშეხედულებით ასე შვიდი-რვა წლისა უნდა იყოს.− ბიჭო, ბიჭო, შე ღმერთგამწყრალო, როგორ მოახერხე?! სწორედ რომ ეშმაკი ხარ,ეშმაკი!− ეხ! ნუ გამახსენებ ქე მაინც! ეშმაკი კი არა, კინაღამ ანგელოზიც დამავიწყდა.მოხერხება კი არა, კინაღამ თავიც ზედ გადავაგე. რასაც ერთხელ დაეჩვევა კაცი, რაშიაცერთხელ ხელს გაისვრის, მერე მისი მოშლა შეუძლებელი ყოფილა, კაცო, თორემამისთანა სახიფათო და აშკარა საშიშ საქმეს კაცი როგორ უნდა სჩადიოდეს. ესშემთხვევა მაინც სულ სხვა იყო. ჩემ სიცოცხლეში, ქუჩუია, აბა შენც ხომ იცი, რამდენიბავშვი მე მომიტაცნია. რაღა ბავშვი გინდა, რამდენი გასათხოვარი ქალი! ხომ გახსოვს, ამათი წლის წინათ რას ჩავდიოდით, მაგრამ ამდენი შიში და ჯაფა, რაც ახლა გამოვცადე,არ გამომიცდია. მე თვითონ მიკვირს, აქამდის ცოცხალი როგორ მოვაღწიე.- ვახ! ვახ! - ამბობდა ქუჩუია. - მოტაცებით კი ადვილად მოიტაცე?- კაცო, უცაბედათ შემეხეჩა... მე, მართალი გითხრა, საგანგებოდ სხვაგანმივდიოდი. შევიხედე ერთ ალაგას, საისლეს გვერდით, დაღმართზე, მაღლა ანწლიანშითხების ფრუტუნი მომესმა. იქვე სკვინჩასავით პატარა ბავშვი შევამჩნიე, ხელში პატარაჯოხი ეჭირა და რაღაცას თამაშობდა. საისლეს გვერდით, დაღმართშივე კვამლი

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!