10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

- მაშ ცხენიც დაინარჩუნე? - ჰკითხა ერთმა.- ეს! რის ცხენი! რა მეცხენებოდა! - მიუგო სეფანემ. - ცხენი ვაჭენე, სანამ ფეხისგადადგმა შეეძლო, მერე მივაგდე იქ და ტყეს შევაფარე თავი. მერე ეშმაკი ვერდამიჭერდა.- გამოქნილი ყოფილა, ეს მიწაში ჩასაძრომი, - გაიხუმრა ერთმა.- მეორეჯერ როგორ იყო, სეფანე, მეორეჯერ! - მოსძახეს აქეთ-იქით.- მეორეჯერ ბევრი არაფერი! მომიტაცეს თუ არა, ჩქარა შეუტყვეს, მთელისოფელი დაესია და ჩემი თავიც დააგდებინეს.- ვაი, ახავაი! დღესაც რომ დროზე შეეტყო კაცს, მაშინათვე დააგდებინებდა, -სთქვა მელოტმა მოხუცმა.- ჩემ ბედზე ყოვლისფერი შეიკრა, - მწუხარებით სთქვა ტაგუიამ, - სანამ თხებიაბნეულად არ უნახავთ ტოტიას სახლის ქვემოთ, ყურადღება არავის მიუქცევია. მერეაუტეხიათ წივილ-კივილი. მარა გვიან იყო. ჩვენ რომ შევუტყვეთ, მაშინ ის კაცი სორტასჭალას გაცილებული იქნებოდა.- ვაი, ახავაი, ვაი, ახავაი! - მოწყენით ამბობდნენ მოხუცები.დაღამდა. მდევრები ჯერ არ მობრუნებულიყვნენ. საქმის არც ავი და არც კარგისოფელში არავინ იცოდა. მოხუცნი თავიანთ სახლებში წავიდნენ. ტაგუია და მზეხაცგაურკვეველ მომავლის მოლოდინში ჯერჯერობით მიწყნარდნენ.უღრან ტყეში, უშველებელ ფუღურო მუხის გვერდით, მდელოზედ, ნაბადი იყოგაშლილი. ზედ წამოწოლილიყო ვიღაც თავით ფეხებამდე შეიარაღებული კაცი. თოფისლულა ფეხებ შუა დაემალა, ხოლო კონდახი მკერდში ჩაეხუტებინა. წელზე შავირქისტარიანი ხმალი ერტყა, ხელში დამბაჩა ეჭირა. იქვე ახლო ხის ტოტზე მიბმული იყოგიშერივით შავი ბედაური ცხენი. ერთი შეხედვით ნაბადზე მწოლი თითქოს სთვლემდა,მაგრამ ყოველ ფოთლის შრიალზე, ან სხვა რამე გახმაურებაზე ტყეში, ფრთხილად,გველივით თავს მაღლა აიშვერდა, დამბაჩას მოიმარჯვებდა და აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედავდა.კაცი იყო ტანად − ჩასკვნილი, პირად − სახე ოდნავ დანაოჭებულს, მოყვითალოფერი დაჰკრავდა. ნიკაპს უფარავდა ნახშირივით შავი, მოკლე, აქა-იქ ჭაღარაშერეული,ქოსა წვერი. მრისხანე გამომეტყველების დიდრონ შავ თვალებს აქეთ-იქით მოუსვენრადაბრიალებდა.- ფიტ, ფიტ, ფიტ! - გაისმა ტყეში ლარჭების ხმა. ნაბადზე მწოლი საჩქაროდწამოდგა, თოფსა და დამბაჩას ფალია გაუსინჯა და სმენად გადაიქცა.- ფიტ, ფიტ, ფიტ! - ახლა უფრო გარკვევით მოისმა ხმა.ნაბადზე მჯდომი ზეზე წამოდგა.- ფიი...ტ, − გაისმა ტყეში ერთხელ კიდევ, მაგრამ გრძლად. − ფიიი...ტ, - გაისმაკვლავ ცოტა სიჩუმის შემდეგ.კაცმა თოფი ზურგზე გადიკიდა, ახალუხის ჯიბეში ხელი ჩაიყო, ლერწმის პატარანაჭერი ამოიღო, პირზე მიიდო და დაუსტვინა.III

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!