10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ერთმა გრძელწვერა ჭაღარა, მაგრამ ვაჟკაცური გამომეტყველების გლეხმა, - მე, ბაბაია,პატარაობისას ბარემ ორჯერ მომიტაცეს, მაგრამ, ხომ მხედავ, აქა ვარ და იმედი მაქვსჩემი ძვლებიც ჩემ წინაპრების საძვალოში დაიმარხება...- მართლა, სეფანე! შენ ხომ ორჯერ ხარ მონატაცები. - ცოტა არ იყოს, ხალისითწამოიძახეს მოხუცებმა.- ორჯერ, აბა, რავა გგონია! პირველად რომ მომიტაცეს, აქეთკენ წამათრიეს, აი! -ხელი გაიშვირა დასავლეთისაკენ, - ამ ეკით, საწულეისქირიოთ და თეკლათით...- ფეხით მიყავდით? - ჰკითხა ვიღაცამ.- ფეხით, აბა, ცხენით კი არა! კარგა მოჩიტული ბიჭი ვიყავი და ერთი კაცი,ტყუილია, ცხენზე ვერ დამიმაგრებდა. ორ კაცს ვეჭირე ხელებით იქით-აქეთ დამიმათრევდნენ, სულ ტყე-ტყე. სად უფსკრულში რობუ და ჩქოფუში არ ჩამიყვანეს, სადმთის წვერზე არ ამათრიეს, კაცო, რომ გამახსენდება, კაცი ძაღლი ყოფილა-მეთქი,ვამბობ! ან მე როგორ გადავრჩი მაშინ ცოცხალი და ან ისინი! ისინიც რა, კაცები იყვნენ,დევები ხომ არ იყვნენ!სტეფანეს არაერთხელ ეამბნა ეს ამბავი, მაგრამ ყველანი მაინც დიდისსიამოვნებით ყურს უგდებდნენ. ტაგუიამაც თითქმის შესწყვიტა მოთქმა-გოდება დაისიც სულგანაბული ყურს უგდებდა.- წირვის დადგომის დრო იყო, რომ მომიტაცეს და ისე დაღამდა, რომ არც ლუკმაჩაგვსვლია პირში და არც მოგვისვენია. მივედით თეკლათში და იქ მდინარე ცივისპირას ვიღაც მოსახლე კაცის სახლში თავი შეაფარეს. მე სხვა არაფერი მახსოვს. იქმივედით თუ არა, სადღაც დავეგდე და მკვდარივით დამეძინა. გათენებული არ იყო,რომ გამაღვიძეს. რაღაც ორი ლუკმა მაჭამეს და, მართალი უნდა ვსთქვა, ცხენზე შემსვეს,მხოლოდ ფეხები აბჟანდებთან მიმიკრეს, სხვაფრივ, ხელები თავისუფალი მქონდა,ბურთიც ამომაცალეს პირიდან, ან რა საჭირო იყო? იქ რომ მეყვირნა აბა, ვის რასგავაგონებდი.- მოიცა, ჩვენები იყვნენ, არა? - ჰკითხა ერთმა.- ჩვენები, კაცო, მაშ თათარი აქ ჩემ სახლში ბავშვის მოსატაცებლად მოსვლასროგორ გაბედავს? თათრები იქა სხედან ციხესიმაგრეებში! მეც ხერხი ვიხმარე, იცოდე,ისეთი მხიარული სახე მივიღე, ისე შევეჩვიე, რომ რიონის პირას გამოვედით თუ არა,ფეხებიდანაც მომხსნეს ბაწარი. მხოლოდ ჭალადიდში შემოგვიერთდა ორი ცხენოსანითათარი. ეტყობოდათ, ვიღაც კაი კაცები იყვნენ. ჩემი მომტაცებლები დიდის პატივითეპყრობოდნენ. ერთ უდაბურ ტყეში დასასვენებლად ჩამოვხტით. ჩვენიანებს მაშინვედაეძინათ. რა გასაკვირია, კაცო, დაღლილები იყვნენ, ძლივს ქაქანებდნენ. მეც მაშინათვემივეგდე და ვითომ დავიძინე. ერთმა თათარმაც დაიძინა, მაგრამ იმ მეორემ, გაგონილა?!დიდი ეშმაკი ვინმე უნდა ყოფილიყო მაგ სახეძაღლი! თვალებს დახუჭავს, ვითომძინავსო, გაჩერდება, გაჩერდება ასე, და მერე უცბად გააღებს და ჩემკენ მოიხედავს. მე კივწევარ გატრუნული გოჭივით და ხანდისხან ფრთხილად შევხედავ ხოლმე. იმასაც,მართლაც არ ჩაეძინა?! ისეთი ხვრინვა ამოუშვა, რომ აქედან ჯიხაფერდში გაიგონებდი.მოგეცა ღვთისწყალობა, წამოვხტი და მოვკურცხლე. ჩემ ბედზე ერთი ცხენი მოშორებითმიებათ ხეზე. ფრთხილად მოვხსენი, ჯერ ოციოდ ნაბიჯი წინ გავუძეხი, მერემოსართავები მოვუჭირე, შევჯექი და მოვუსვი, მარა რა მოვუსვი!- ჰა წიე! - სიცილით წამოიძახეს მოხუცებმა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!