10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

- როგორ არა. საშინლად ეწყინა თურმე. ეს ტაგუიას აგდება კი არა, ჩემი აგდებაა,მაგრამ მე თუ ვამეხი ვარ, მაგას არ შევარჩენო, უთქვამს და მაშინათვე თავისი ვაჟიტარიელი ცხენით დაუდევნებია, - სთქვა ერთმა ქოსა მოხუცმა.- მაშ, ჯერ კიდევ იმედი დაკარგული არაა. ტაგუია, ბაბა, აქ მოდი, -თანაგრძნობით მიმართა მელოტმა მოხუცმა, - არც ისე ცუდადაა საქმე, როგორც კაცსეგონება. ტარიელ ბატონიშვილი დასდევნებია, მთელ სოფელში რამედ რომ ვარგაისეთი, ყველა დაედევნა. მართლა და ქვესკნელში ხომ არ ჩაძვრება. გული დაიმშვიდე,შე კაცო! შენ სხვა რამდენი გინუგეშებია და თვითონ ასე ჩქარა რამ მოგტეხა, შე ძაბუნო! -ხმა მაღლა დაათავა მელოტმა მოხუცმა.- ხვიჩა ბაბა! ხვიჩა ბაბა! მოგიკვდეს მამაშენი, - მწარედ წარმოსთქვა ტაგუიამ დამსხვილ-მსხვილი ცრემლი გადმოყარა. - ნეტავ, ღმერთო მომკალი, დღეს მაინც ხელშიარა მყოლოდა! დიდი დოქი ღვინო მხარზე გადაედო და დედამისთან ერთად ყანაშიმოგვიტანა. რომ გენახა, ის რომ ვაჟკაცურად ფეხს მიაბიჯებდა, სწორედგაგიკვირდებოდა, - ტირილით ამბობდა ტაგუია. - მე შავ დღეში გაჩენილს, დღე და ღამმაგის შიში მქონდა, მაგრამ რა მექნა, კაცო, რა მექნა, ქრისტიანებო?! ბავშვს ხულაში ხომვერ დავამწყვდევდი? ჭამა გვინდა, სმა გვინდა! რა შიმშილით მოვმკვდარვარ, რა აბრაგსმოუტაცნივარ, სანამდი უნდა ვიმალოთ... ათიოდ თხის გარეკვაში მალხაზია, ვაჟკაცი,როგორ გავაცდინო-მეთქი, ვამბობდი და ის ბაღანა ერეკებოდა და მერე რა ჭკუიანადერეკებოდა... უი... უი... მოგიკვდეს მამაშენი... აჰ... აჰ... აჰ... აჰ... აჰ... აჰ... აჰ... დადია მემწიწკნის, მებატონე მე მწიწკნის, ურჯულო მე მწიწკნის და რჯულიერი... სად არისღმერთი, სად არის სამართალი! რით უნდა ვინუგეშო თავი მე უბედურმა? უკანასკნელიყოფილა, შვილო, დღეს ჩვენი ერთმანეთის ნახვა. შეიძლება შენ კიდევ ბევრხანსიცოცხლო, გაიზარდო და ბევრიც მხიარული დღე ნახო...მე კი! სიბერეგაძაღლებული,საფლავში უნდა ჩავიდე! უი ჩემს თავს! უი ჩემს თავს! - ბღავილით ამბობდა ტაგუია დაშუბლში ხელს იცემდა.ყველას ცრემლი მოერია. სანუგეშო სიტყვას ვერავინ პოულობდა. ყველა ერთტაფაში იწოდა.“ვაი, ახავაი, ჩვენი ცოდვა! - ისმოდა მწარედ ამოძახილი.- ღმერთო დიდებულო! რად მოგვიძულე ამ ზომამდე! - მაღლა ხელებაპყრობითწარმოსთქვა ერთმა ღრმად მოხუცებულმა გლეხმა, კაი ხნის მწუხარე დუმილის შემდეგ,- რა შეგცოდე ისეთი, შე სახელკურთხეულო! კვირაში სამი დღე ბატონის სახლშივმუშაობ. დანარჩენი სამი დღის ნამუშევარსაც, როცა მოესურვებათ, მაშინ წამართმევენ...ცხენს მტაცებენ, ძროხას მტაცებენ, ქათამს მტაცებენ... ჯანდაბას, რა გაეწყობა... ისემოაწყვე ჩვენი ცხოვრება, რომ შვილი მაინც არ მოგვტაცონ და ურჯულოებში არგაგვიყიდონ! კაცნო! - მიუბრუნდა მოხუცი გლეხებს, - ამ ხნის კაცი ვარ, ასი აღდგომაროგორ არ მეხსომება და ერთი წელი არ მახსოვს, რომ შიშიანობა არ ყოფილიყოს. ახლასადაა ბაბა, შიშიანობა, შიშიანობა ამ ორმოცდა-ორმოცდაათი წლის წინათ უნდა გენახა!ლოგინიდან იტაცებდნენ ხალხს. საკვირველებაა, სულ როგორ არ ამოწყდა საწყალიჩვენი ხალხი?! მხოლოდ ე... განსვენებული მამაჩემი ცაკვაია, ისე, ზღაპარივით იტყოდა:ვაი, ახავაი, სად არის ახლა ან გიორგი ლიპარტია, ან ლევან დადიაო. იმათ დროს ვინგაბედავდა ტყვის გაყიდვასო! მე კი, რაც გავჩნდი, სულ შიშიანობა მახსოვს.- ხვიჩა ბაბა! ხვიჩა ბაბა! - მოსთქვამდა ისევ მოხუცი...- დამშვიდდი, დამშვიდდი, ტაგუია, ჯერ იმედს ნუ გადაწყვეტ, - მტკიცედ უთხრა

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!