10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მამაკაცები, თითქმის ყველა მოხუცებული, სახლის წინ, ვაშლის ხის ქვეშ,დამსხდარიყვნენ და მოწყენილ-შეშფოთებულნი მსჯელობდნენ.ტაგუიას ცოლი მზეხა ლოყებდაკაწრული და გასისხლიანებული ჯერ კიდევ ვერდამშვიდებულიყო და ცხარედ გაჰკიოდა. სხვა ქალები მას ძლივ-ძლიობითიმაგრებდნენ.- ხვიჩა ნანა, ხვიჩა ნანა, ჩემი ბიჭი, ჩემი საფლავის გამთხრელი... საით წავიდეს...საით გეძებოს... ვის მიმართოს... სად მოგნახოს... უბედური დედაშენი! - მწარედმოთქვამდა გამწარებული დედა.- მზეხა, მზეხა, ცოტა დამშვიდდი, ადამიანო! ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ამბავსმოგვიტანენ, ვისაც თოფის დაჭერა შეეძლო ჩვენ სოფელში, ყველანი დაედევნენ. გზა-გზა კიდევ რამდენი მიეშველებოდა. ის ვიღაც უღვთო და უსულგულო, კაცია ალბათ,ცაში ხომ ვერ აფრინდებოდა: უსათუოდ დაეწევიან და დააგდებინებენ, - ანუგეშებდამზეხას ერთი სხვებზე უკეთ ჩაცმულ-დახურული მანდილოსანი; ეტყობოდა, ვინმეაზნაურის ცოლი უნდა ყოფილიყო.- ხვიჩა ბაბა! ხვიჩა ბაბა! ჩემი მოხუცებულობის მანუგეშებელი ბაბა, - მოთქმითლუღლუღებდა თავშიშველი და გულხელდაკრეფილი ტაგუია და ეზოში უთავბოლოდდადიოდა.- ესეც შენი ქვეყნის დამშვიდება და დაწყნარება! ჩვენი საშველი მაინც არ ყოფილა.ქე მაინც ყველანი ერთად ამოვწყდებოდეთ, - ნაღვლიანად ამბობდა ერთი მელოტი,ჭაღარა გლეხი.- ასეთ გაძაღლებულ ცხოვრებას, თუ სიკვდილი არ სჯობდეს, ღმერთი გამიწყრეს,- მიუგო მეორემ.- კაცო, ქე მაინც არ გვაიმედებდნენ, - სთქვა ისევ მელოტმა. - ამას წინეთნოქალაქევში ტაია ბატონიშვილის სასახლეში გიახელ. გერიე სახუცესი იქბრძანდებოდა. - რა ამბავია, უჩარდია, როგორ ცხოვრობო? - თოლი, რა ცხოვრებაა,ბატონო, ჩვენი ცხოვრება-მეთქი, ქათმებივით გვიჭერენ და ოსმალეთში გვყიდიან-მეთქი.- ეს წინეთ იყო, ჩემო უჩარდია, თორემ ახლა ხომ მშვიდობააო. ბარეღამ ოციოდგლეხი კი ვიყავით. ნუ გეშინიათო, გვიბრძანა გერიე სახუცესმა, კაცის სული კი არა,უსამართლოდ ერთი თიკნის ყურიც არ დაგაკლდებათო. დადიამ და მაფამ ერთი პირიშეკრეს, ჯვარზე და სახარებაზე შეფიცეს ერთმანეთს, რომ სათათრეთში ტყვე არგაყიდინო. ყველამ პირჯვარი გადავისახეთ, ღმერთს მადლობა შევსწირეთ. არხეინადიყავით, ნუ გეშინიათო, ბარემ ხუთჯერ გვითხრა...- სულ ტყუილიც არ არის, ბატონი ნუ მომიკვდება, - ხრიწიანი ხმით სიტყვაჩამოართვა მეორე მოხუცმა, - აგერ მეორე აღდგომა გავიდა, რომ ჩვენ სოფელს მართლაცდა თიკნის ყურიც არ დაკლებია. რასაკვირველია, ძალით, აბრაგის მოტაცებით, ეს რაღაცჯიბრის საქმე უნდა იყოს.- საჯიბრო ვის რა უნდა ჰქონდეს საწყალ ტაგუიასთან! ამისთანა გულკეთილი დამართალი კაცი მეორე არ გვირევია, -წამოიძახეს მოხუცებმა.- ხვიჩა ბაბა! ხვიჩა ბაბა! ხვიჩა ბაბა!.. - მოისმოდა ტაგუიას მწუხარე მოთქმა.- ბატონმა იცის ნეტავ? - იკითხა ერთმა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!