10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

რაღაც კივილივით მომესმა.სამივენი შეჩერდნენ და ყური დაუგდეს.- თითქოს რაღაც მეც მესმის, - სთქვა გიგომ.- ძაღლი ყეფს, მგონია, - შენიშნა ტაგუიამ.- ძაღლის ყეფაც ისმის, ნამდვილია.სხვა მომუშავენიც ველზე შეჩერდნენ და ყურს უგდებდნენ.სოფლიდან რაღაც ხმაურობა მართლა მოისმოდა, ქალების კივილს ჰგავდა.- ავავაია! მოკვდა ვიღაცა, - გაუბედავად სთქვა მალხაზიამ.- ვაი, საბრალო, თუ ქუჩუს დედა გარდაეცვალა. ხანში შესული ადამიანი იყოსაცოდავი, - შენიშნა ტაგუმ, - მე რომ, ბაბაია, პატარა ბიჭი ვიყავი, იმას მაშინ ხუთიშვილი ქე ყავდა. კაცი, სანგარო, ერთი გუდა სისხლია, რა ბევრი უნდა, რომ მოკვდეს.- არა, ქუჩუს დედა გუშინწინ ვნახე, სასიკვდილო პირი არა აქვს, - დაფიქრებითსთქვა გიგომ - ალბათ, გარეშე სოფლიდან ვისმე სიკვდილის ამბავი თუ მოიტანეს.უეჭველია ქალების კივილია. ე! უყურე, ხმაურობა თანდათანა ახლოვდება, თითქოსაქეთკენ მოდიანო.ხმაურობამ იმატა. ახლა ქალების წივილ-კივილი ნათლად მოისმოდა. ერთი ქალიგანსაკუთრებით საშინლად გაჰკიოდა.შვილებმა იცნეს დედის ხმა.- ეჰე, ჩვენი ცოდვა! რაღაც სახეირო არ არის ჩვენს თავზე, -წამოიძახა გიგომ, თოხიიქვე დააგდო და ქუჩურა ბჟოლასთან მიირბინა, თოფს ხელი დაავლო და სოფლისაკენგავარდა. ტაგუია და მალხაზიაც იმას მიჰყვნენ. სხვა მომუშავეთაც დაყარეს თოხები დათოფებს მიაშურეს, ზოგი ახალუხს იცვამდა, ზოგი პერანგის ამარა თოფით გარბოდა.მდინარის გაღმა რამდენიმე თმაგაწეწილი ქალი წივილ-კივილით მორბოდა, მათშორის მზეხაც გულსაკლავად ღრიალებდა.- ნანა შვილო, ნანა შვილო, მოგიკვდა დედაშენი, ხვიჩა ნანა! მი... შვე... ლეთ...- რა ამბავია, რა მოუვიდა! ჩემი ბიჭი ახლა აქ ხელში არა მყავდა? - დაიყვირაწყალგამოღმიდან საბრალო ტაგუიამ, მაგრამ მისი ხმა უცებ გაწყდა, ფეხები აუკანკალდადა იქვე ჩაიკეცა.მუშებმა, საცა მოხვდათ, წყალში შეტოპეს და ერთი კიჟინით და ხმაურობითგაემართნენ.ნახევარი საათის შიგნით მთელი სოფელი ფეხზე იდგა. ქალების წივილ-კივილი,ძაღლების ყეფა, მამაკაცების კიჟინა, ერთად შერეული, რაღაც გულშემზარავ ხმაურობასაყენებდა... სოფლის ბოლოდან მოისმა თოფის ხმაც. გავარდა ერთი... ორი... სამი...მზის ჩასვლას ცოტა-ღა აკლდა. დასავლეთიდან სიო საგრძნობლად უბერავდა,ცაზე აქა-იქ ღრუბლებიც მოსჩანდა. ერთი პაწია სერის კალთაზე მოთავსებული ტაგუიააბედიას კარ-მიდამო ქალით და კაცით სავსე იყო.მჭვარტლისაგან გამურულ ფიცრული სახლის დერეფანში ქალებიმოგროვილიყვნენ და ერთი ტირილი და ვაება გაემართათ.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!