20.01.2015 Views

გადმოტვირთვა PDF ფორმატში

გადმოტვირთვა PDF ფორმატში

გადმოტვირთვა PDF ფორმატში

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ქართულიდან ოსურში ათვისებულ იქნა მებაღეობა-

მებოსტნეობის ტერმინები: კიტრი, ბოლოკი, ნიორი, ბალი

და სხვ. მატერიალური კულტურის ელემენტები: ფოცხი,

ტიკი, კაბა, წინდა, დროშა, კირი, ხერხი და სხვ. საინ-

ტერესოა, რომ ვ. აბაევმა ოსურ ენაში, მხოლოდ მეგრული

ელემენტების გავრცელების 11 მაგალითი მოიყვანა 47 .

XI საუკუნიდან საქართველოს ოსეთთან ურთიერთო-

ბის სიმტკიცისა და გაფართოების მიზნით ამ ქვეყნების

მმართველ წრეებს შორის ხშირდება დინასტიური ქორ-

წინებები. ქორწინება ყველა ეპოქაში ნათესაური ურ-

თიერთობის დამყარების მნიშვნელოვან საშუალებად იყო

მიჩნეული. შუა საუკუნეებში დინასტიური კავშირი სა-

ხელმწიფოთა შორის პოლიტიკური კავშირის დამყარების,

ან თუ ასეთი კავშირი უკვე არსებობდა, მისი შემდგომი

განმტკიცებისა და გამარადისების იარაღს წარმოადგენდა.

საქართველო-ოსეთის ურთიერობაში მსგავსი დინასტიური

ქორწინებანი არსებულ მეგობრულ ურთიერობათა გან-

მტკიცება-შენარჩუნებას ისახავდნენ მიზნად. ისინი თავი-

სებური თანამშრომლობისა და ურთიერდახმარების ხელ-

შეკრულებათა როლში გვევლინებიან, ხოლო მათი პრაქ-

ტიკული მიზნები ყველა ამ ქორწინების უახლოეს შე-

დეგებში პოულობდა თავის აშკარა გამოხატულებას.

ოსეთის მეფის ასულები, რომლებიც საქართველოში

თხოვდებოდნენ, პოლიტიკური ორიენტაციის განმტკი-

ცების გარდა, თავიანთ სამშობლოში ქართული რე-

ლიგიისა და კულტურის პროპაგანდისტებიც იყვნენ.

ქართულმა და უცხოურმა ისტორიულმა წყაროებმა შე-

47 g. TogoSTili, dasax. naSromi, gv. 232.

51

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!