20.01.2015 Views

გადმოტვირთვა PDF ფორმატში

გადმოტვირთვა PDF ფორმატში

გადმოტვირთვა PDF ფორმატში

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ვინ არის ოსი და სად არის ოსეთი

ბოლო პერიოდში ოსურ ისტორიოგრაფიაში სულ

უფრო ფართო გასაქანი ეძლევა დებულებას ოსი ხალხის

წმინდა არიული წარმომავლობის შესახებ, რომლის ყველა-

ზე დაუცხრომელ მქადაგებლებად ცხინვალელი სწავლუ-

ლები გვევლინებიან. მათ ნაშრომებში განსაკუთრებით მკა-

ფიოდ იჩენს თავს ოსი ხალხის ეთნიკური სინკრეტიზმი

(რესპ. ირანული და კავკასიური ეთნიკური კომპონენტები-

საგან მისი შენივთების) საყოველთაოდ აღიარებული მეც-

ნიერული კონცეფციიდან მკვეთრი გადახვევის და იმ აბ-

სურდული თვალსაზრისის აქტიური მუსირების ტენდენ-

ცია, თითქოს ინდოირანელები ოდითგანვე სახლობდნენ

კავკასიაში და კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის

ორივე კალთაზე გავრცელებული ე. წ. ყობანური არქეო-

ლოგიური კულტურის (ძვ. წ. I ათასწლ. I ნახ.) შემქმნე-

ლებსაც სწორედ ირანული მოდგმის ტომები წარმოადგენ-

დნენ (!). ამ დაუსაბუთებელი შეხედულების თავგამოდე-

ბულ დამნერგავთა არიული პათოსი იმდენად შთამბეჭ-

დავია, რომ არ გაგვიკვირდება, თუ ერთ მშვენიერ დღეს

ინდოირანელთა მითიურ სამშობლოს არიანა ვაეჯასაც

ვლადიკავკაზ-მოზდოკის სანახებში ან სულაც ლიახვის,

ქსნის თუ ყვირილას ხეობაში გამოუძებნიან ადგილს.

ცხადია, ოსთა ეთნოგენეზში კავკასიური სუბსტრა-

ტის როლის თითქმის ნულამდე დაყვანა და ოსთა

ჰომოგენურობის (_ ზედმიწევნით არიული

წარმომავლობის) თეზისის ცალმხრივი დაწინაურება

ბუნებრივად აღძრავს ყოველივე სკვითურ-სარმატულ-

39

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!