20.01.2015 Views

გადმოტვირთვა PDF ფორმატში

გადმოტვირთვა PDF ფორმატში

გადმოტვირთვა PDF ფორმატში

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

1919 წლის 7 ნოემბერს ოსების შეიარაღებულმა

რაზმმა აიდაროვის მეთაურობით იერიშით აიღო სოფე-

ლი ხცისი, ჩამოაგდო ადგილობრივი ხელისუფლება და

გამოაცხადა საბჭოთა ხელისუფლება 29 . მრავალი ფაქტობ-

რივი მასალა არსებობს, რომ ზნაურ აიდაროვი იყო

საქართველოს დემოკრატიული რუსპუბლიკის წინააღ-

მდეგ მებრძოლთა ერთ-ერთი ლიდერი, და ასეთი პი-

როვნების სახელი ეწოდა ძირძველ ქართულ მიწას.

ამავე რაიონის სოფელ გიორგიწმინდას მიაკუთვნეს

ისაკ ხარებოვის სახელი. ასევე გააყალბეს სხვა ასობით

ქართული ტოპონიმი. ყორნისის აღმოსავლეთით რუსთა-

ვია. საქართველოში რამდენიმე რუსთავია და დაკავში-

რებულია `რუ~-სთან. რუსთავის სამხრეთ-დასავლეთით

კი წუნარი მდებარეობდა. სოფელი ხრიოკ ფერდობზე

იყო გაშენებული. ეს იმიტომ, რომ ძველად ქართველი

მემამულეები შეგნებულად არჩევდნენ მწირ მიწას ოსი

ხიზნებისათვის. `წუნარი~ ოსურად გამეჩხერებულ ჩირ-

გვნარს ნიშნავს. ქართულ წერილობით წყაროებში სა-

ხელწოდება `წუნარი~ მრავალჯერ მოიხსენიება ჯერ კი-

დევ მაშინ, როცა აქ ოსები საერთოდ არ ცხოვრობდნენ.

ამ ისტორიულმა სოფელმა დაკარგა თავისი სახელი 1940

წლის 27 იანვარს, რადგანაც სრულიად უსამართლოდ

ხეთაგუროვი უწოდეს. ეს უძველესი სოფელი შიდა

ქართლის ვაკეზე, მდინარე ტილიანის ნაპირზეა გა-

შენებული. ტილი, მტილი ძველ ქართულში ბაღს, ყვა-

ვილნარს, ბოსტანს ნიშნავდა.

29 К. Харадзе, Происхождение развитие топонимов Шида Картли, Сб.

«Осетинский вопрос», Тб., 1994, с. 155. 156.

37

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!