20.01.2015 Views

გადმოტვირთვა PDF ფორმატში

გადმოტვირთვა PDF ფორმატში

გადმოტვირთვა PDF ფორმატში

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ცხინვალს ეუთო-ს დელეგაცია ესტუმრა, რომელსაც

კოკოითის მთავრობამ უნდობლობა გამოუცხადა და

ფორმატის შეცვლის მიუღებლობაზე დიდხანს ილაპა-

რაკა. ამავე დროს რუსულმა თვითმფრინავებმა კვლავ

დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე, რაც შემდეგ

რუსულმა მხარემ იუარა.

ივლისის თვეში რუსეთის ჩრდილო-კავკასიურმა

სამხედრო ოლქმა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნე-

ბი დაიწყო სახელწოდებით `კავკაზ-2008~, რომელშიც

მონაწილეობდა 8000 სამხედრო და 700 ერთეული ჯავ-

შანტექნიკა. ცხინვალის რეგიონში ოსმა სეპარატისტებმა

ერთი ქართველი აიყვანეს მძევლად. 21 ივლისს კოკოით-

მა უარი განაცხადა ევროკავშირის წინადადებაზე ბრიუ-

სელში (ბელგია) ქართულ-ოსური კონფლიქტის დარე-

გულირების შესახებ მოლაპარაკების გამართვის თაო-

ბაზე. უარის მიზეზი ოსურ მხარეს არ ელეოდა. კოკო-

ითს, ჩოჩიევსა და მისთანებს ხან რეინტეგრაციის სამი-

ნისტროს დასახელება აღიზიანებდათ, ხან მოლაპარაკე-

ბაში ჩრდილოეთ ოსების ჩართვას მოითხოვდნენ. მოკ-

ლედ, როგორც ჩანს, დირექტივა ჰქონდათ კრემლისგან

მიღებული, დროში გაეწელათ პროცესი ან ქართული

მხარე წონასწორობიდან გამოეყვანათ. კოკოითი ასევე

უარს აცხადებდა ჰელსინკში (ფინეთი) ქართულ მხარეს-

თან მოლაპარაკების გამართვაზე. სამაგიეროდ 29 ივნისს

ოსმა სეპარატისტებმა ცეცხლი გახსნეს ქართული

სოფლების, სვერისა და სარაბუკის მიმართულებით. მათ

ასევე იერიში მიიტანეს სარაბუკის მაღლობზე მდებარე

ქართული სამშვიდობოების პოსტ საგუშაგოზე.

254

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!