20.01.2015 Views

გადმოტვირთვა PDF ფორმატში

გადმოტვირთვა PDF ფორმატში

გადმოტვირთვა PDF ფორმატში

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

გაერო ვერ შეელია მისი მანდატით `გაკეთილშო-

ბილებულ~ რუს `სამშვიდობო _ ოკუპანტებს~. მეორე

მხრივ ოფიციალური თბილისი იძულებული ხდებოდა

თვალი დაეხუჭა იმ ცინიკურ ფაქტებზე, რომ გაეროს

უშიშროების საბჭოს ყველა რეზოლუცია რუს `სამშვი-

დობოთა~ როლის მაღალი შეფასებით იწყებოდა. ამიტომ

იქცა `ქვათა ღაღადად~ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ

გაეროს მისამართით გაკეთებული ემოციური და

უჩვეულოდ კრიტიკული ცნობილი განცხადება, რომ გა-

ეროსა და მისი გენერალური მდივნისათვის დარფურისა

და უგანდის მოვლენები უფრო აქტუალურია, ვიდრე სა-

ქართველოს მთლიანობა. იმ უბრალო მიზეზის გამო,

რომ აქ თურმე დიდი რაოდენობის მსხვერპლი არ არის,

ხოლო რამდენიმე ათეული ქართველის სიკვდილი გა-

ლის რაიონში და ადამიანის უფლებების მასობრივი

დარღვევის ფაქტები სტატისტიკურად მისაღები ყოფილა

მსოფლიოს ნომერ პირველი საერთაშორისო ორგანიზა-

ციის ჩინოვნიკებისათვის 339 .

რუსეთის მიერ აგრესიისათვის მზადების დაჩქარე-

ბა და შემდეგ მისი განხორციელება გარკვეულმა პროცე-

სებმა განაპირობა. კერძოდ, ომამდე კარგა ხნით ადრე

რეალური გახდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების

შესაძლებლობა. ეს კი ნიშნავდა ნატოს საზღვრების გა-

დაწევას რუსეთისათვის ყველაზე საშიშ და ფეთქებად

რეგიონებთან _ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან.

ამავე დროს საქართველომ შეძლო სრული კონტროლი

დაეწესებინა კოდორის ხეობაზე, რაც რუსეთისა და

339 iqve, gv. 81.

250

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!