20.01.2015 Views

გადმოტვირთვა PDF ფორმატში

გადმოტვირთვა PDF ფორმატში

გადმოტვირთვა PDF ფორმატში

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

დამახასიათებელია თავისებური რეჩიტატიული სტილი,

თხრობის მონოტონურობა და მკაცრად დაცული

კანონზომიერი რიტმი. ერთხმიანი ნართული

თქმულებებისაგან განსხვავებით, საგმირო სიმღერებს

მამაკაცთა ორხმიანი გუნდი ასრულებს _ ემოციურად

დაძაბული, მეტრიკული ორგანიზაციისაგან თავისუ-

ფალი ზემო ცალფა ხმა ავითარებს მელოდიას სტრო-

ფიდან სტროფისაკენ. დანარჩენ ხმებს გაბმულ ბგერებზე,

უნისონური ოქტავური და კვარტა-კვინტური შეხამებით

მელოდიასთან, მიჰყავს ბანის პარტია. ორხმიანი გუნ-

დური სიმღერის ტრადიციული სტილი ოსური მრავალ-

ხმიანობის საფუძველია. მართალია, ოსურ ფოლკლორში

სამხმიანობას გარკვეული ადგილი უჭირავს (უფრო

მეტად საქართველოში მცხოვრებ ოსებში), მაგრამ ვ.

აბაევის, ბ. გალაევის, ქ. ცხურბაევას აზრით, იგი

წარმოშობილი უნდა იყოს არა ეროვნულ ნიადაგზე, არა-

მედ ქართული სამხმიანი სიმღერის გავლენით.

ოსური ხალხური სიმღერის ნიმუშები პირველად

XIX საუკუნის დასასრულს ჩაწერეს კომპოზიტორებმა

ს. ტანეევმა, მ. იპოლიტოვ ივანოვმა, დ. არაყიშვილმა და

სახალხო მასწავლებელმა ა. ბაცაზოვმა.

არსებობს ავსტრიელი მუსიკათმცოდნის მიერ ფო-

ნოგრაფზე ჩაწერილი და 1917 წელს ვენაში გამოცემული

ოსური ხალხური სიმღერები.

1930 წლიდან გაიხსნა პირველი სამუსიკო სკოლები,

შეიქმნა ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი.

ცხინვალში არსებობდა სამუსიკო სასწავლებელი. პოპუ-

ლარობით სარგებლობდა სიმღერისა და ცეკვის ანსამ-

236

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!