20.01.2015 Views

გადმოტვირთვა PDF ფორმატში

გადმოტვირთვა PDF ფორმატში

გადმოტვირთვა PDF ფორმატში

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

თუ გადავხედავთ გვიანფეოდალური ხანის სამაჩაბ-

ლოს ეკონომიკური განვითარების სურათს, აშკარაა, რომ

მესაქონლეობას უმთავრესად მთიდან ჩამოსახლებული

ოსი მოახალშენეები მისდევდნენ, რადგან ისინი ჯერ

კიდევ არ იყვნენ შეჩვეულნი ბარისათვის დამახასი-

ათებელ მიწათმოქმედებას. შესაბამისად, ჩამოსახლებუ-

ლი ოსების საბატონო გამოსაღებში ჭარბობდა ნატურა-

ლური გადასახადები _ პირუტყვისა თუ რძის პროდუქ-

ტების სახით.

მთიან ზონაში მცხოვრები ოსებისათვის უმთავრეს

საზრდოს ცხვარი შეადგენდა. ზოგიერთ ოჯახს ათასო-

ბით ცხვარი ჰყოლიათ, რომელსაც ჰყიდდნენ ქართლში

და აღებული ფულით პურს ყიდულობდნენ დაბა ცხინ-

ვალში 231 .

მთელი XIX საუკუნის განმავლობაში ქართლში

მცხოვრები ოსების მეურნეობა ნატურალური რჩებოდა.

ეს განაპირობებდა კუსტარულ-საოჯახო წარმოების გან-

ვითარებას. საოჯახო კუსტარული წარმოება აკმაყოფი-

ლებდა მოსახლეობის მოთხოვნილებას სამუშაო იარა-

ღებზე, სამეურნეო ინვენტარზე, საოჯახო ჭურჭელზე,

ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე და სხვ.

ლითონისაგან ამზადებდნენ კერაზე ჩამოსაკიდებელ

ჯაჭვებს, იარაღს, საჭურველს, სამუშაო ინვენტარს.

ხისაგან _ გუთნის ხის ნაწილებს, კევრებს, მარხი-

ლებს, უღლებს, ორთითებს, ფოცხებს, საოჯახო ჭურ-

ჭელს და ავეჯს _ თასებს, კოვზებს, ჯამებს, გობებს,

ვარცლებს, სადღვებავებს, კასრებს, სკამებს, მაგიდებს,

231 iqve, gv. 55.

185

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!