20.01.2015 Views

გადმოტვირთვა PDF ფორმატში

გადმოტვირთვა PDF ფორმატში

გადმოტვირთვა PDF ფორმატში

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

რეაქციონერებისაგან წაქეზებულნი, აძლიერებდნენ

ანტიქართულ აგიტაციას და მოითხოვდნენ ოლქის

რესპუბლიკად გარდაქმნას. მათ აშკარად მხარს უჭერდა

საკავშირო პრესა და ტელევიზია, რომლებიც ოსებს

`დაჩაგრულ მხარედ~ აცხადებდნენ 220 .

რაც შეეხება ექსტრემისტულ ორგანიზაცია `ადამონ

ნიხასს~, ის ჯერ კი კიდევ 1979 წელს ჩამოყალიბდა

არაფორმალური ჯგუფის სახით. მისი საქმიანობა განსა-

კუთრებით გააქტიურდა როკის გვირაბის გახსნის შემ-

დეგ, 1986 წლის ზამთრიდან, როცა ჩრდილოეთ ოსეთ-

თან ურთიერთობა გაადვილდა. მაშინ კვლავ მომწიფდა

`ორი ოსეთის~ გაერთიანების საკითხი. უკვე სიმპტო-

მატური იყო, რომ თანდათან გაქრა ქართული წარწე-

რები, განსაკუთრებით ჯავის რაიონში.

1988 წლის დასაწყისში ოსური ინტელიგენციის

ერთი ნაწილის (ა. ჩოჩიევი, ა. ცხოვრებოვი, ზ. აბაევა,

ა. ჯიგაევი და სხვ.) მიერ უკვე ორგანიზებულად ყალიბ-

დება არაფორმალური პოლიტიზირებული მოძრაობა

`ადამონ ნიხასი~, ალან ჩოჩიევის ხელმძღვანელობით და

მაშინვე აყენებს ჩვენთვის ახლა უკვე კარგად ცნობილ

მოთხოვნებს. 1989 წლის ივნისში `ადამონ ნიხასმა~ ოფი-

ციალურ რეგისტრაციას მიაღწია და მკვეთრად გააძ-

ლიერა პროვოკაციული აქციები მდგომარეობის დესტა-

ბილიზაციის მიზნით.

1988 წლის მონაცემებით სწორედ ამ არაფორმალუ-

რი შოვინისტური გაერთიანების წყალობით, ყოფილი

220 a. bendianiSvili, a. dauSvili, m. samsonaZe, x. qoqraSvili,

d. WumburiZe, o. janeliZe, rusuli kolonializmi saqarTveloSi,

Tb., 2008, gv. 474.

176

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!