13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ამიტომ, თუმცა რეფრაქტორი იძლევა უფრო ნათელ გამოსახულებას, რაცმთვარეზე დაკვირვების დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან მთვარემზის არეკლილი სხივებითღა ნათდება, - კემბრიჯის ობსრვატორიამ მაინც ამრეკლავიტელესკოპი არჩია, რადგან იგი უფრო ჩქარა მზადდებადა რამდენადმე უფრო მეტიგამადიდებელი ძალა გააჩნია. იმის გამო, რომ სინათლის სხივები ატმოსფეროს,განსაკუთრებით მის ქვედა, მკვრივ ფენებში გავლის დროს კრგავენ თავიანთ ძალას,"საზარბაზნე კლუბმა" გადაწყვიტა ხელსაწყო დაედგა შეერთებული შტატებისყველაზე მაღალ მთაზე, სადაც ჰაერი უფრო მეტად გაუხეშებულია. როგორცდავინახეთ, ტელესკოპში გადიდებას ახდენს ოკულარი ანუ ლუპა, და რაც უფროგრძელია დიამეტრი და ობიექტივის მანძილი, მით უფრო ადიდებს იგიგამოსახულებას.ოკულარი ადიდებს ტელესკოპში მიღებულ გამოსხულებას, ხოლო ამგამოსახულებათა სიდიდე დამოკიდებულია სარკეების სიდიდეზე, ობიექტივისდანიშნულებას რომ ასრულებენ. მაშასადამე 48 ათასჯერ რომ გაზრდილიყოგამოსახულება, საჭირო იყო, ტელესკოპის სარკისთვის მიეცათ ბევრად უფროგრძელი დიამეტრი, ვიდრე გერშელისა და ლორდ როსის ტელესკოპებს ჰქონდათ.სწორედ ეს იყო უდიდესი ტექნიკური სიძნელე, ვინაიდან მსხვილი ლითონისსარკეების ჩამოსხმა მეტად რთული ოპერაციაა.საბედნიეროდ, რამდენიმე წლის წინ საფრანგეთიდან ინსტიტუტის წევრმა,ცნობილმა მეცნიერმა ლეონ ფუკომ მნიშვნელოვნად დახვეწა ობიექტივი. ლითონისსარკე მოვერცხლილი შუშით შეცვალა. საწირო ზომის შუშის ჩამოსხმა და მისიმოვერცხვლა ძნელი საქმე არ არის. გასაგებია, რომ კემბრიჯის ობსერვატორიამ ფუკოსხერხს მიმართა".ობიექტივის დადგმა გერშელის მიერ მისი ტელესკოპის კონსტრუქციის დროსგამოყენებული მეთოდით გადაწყვიტეს.ასტრონომ სლაუს დიდ აპარატში, საგნის გამოსახულეება, არეკლილი დახრილისარკის მიერ, რომელიც მილის ქვევითაა დაყენებული, მიიმართება ოკულარში,მილის ზედა ბოლოში რომ არის მოთავსებული. ამრიგად, მეთვალყურე იმისნაცვლად რომ ქვევიდ იდგეს, ადის, უზარმაზარი ცილინდრის ზედა ნაწილში დაიცქირება ლუპაში. უკვე საჭირო აღარ არის მეორე, პატარა სარკე, გამოსახულებასოკულარსი რომ მიმართავს. ამით გამოსახულება უფრო ნათელი ხდება. ეს კიმომვალი საგანგებო დაკვირებისათვის მეტად მნიშვნელოვანი იყო.როცა კომიტეტმა ყველა საჭირო გადაწყვეტილება მიიღო, შეუდგნენტელესკოპის დამზადებას. კემბრიჯის ობსერვატორიის ბიუროს გამოანგარიშებისთანახმად, ახალი რეფლექტორის მილი 280 ფუტი სიგრძისა უნდა ყოფილიყო, სარკეკი - 16 ფუტი დიამეტრის. მართალია, რამდენიმე წლის წინ ასტრონომი გუკიწინადადებას აყენებდა, აეგოთ ათი ათასი ფუტი სიგრძის მქონე ტელესკოპი, მასთანშედარებით "საზარბაზნე კლუბის" ტელესკოპი ბავშვის სათამაშოს ჰგავდა. ამისამიუხედავად, ახალი ხელსაწყოს დაყენება მაინც ერთობ საძნელო საქმე გახლდათ.ტელესკოპის დასაყენებელი ადგილის არცევის საკითხი სწრაფად გადაწყდა.საჭირო იყო მისი მაღალ მთაზე დადგმა, ხოლო მაღალი მთა შეერთებულ შტატებშიარც თუ ისე ბევრია.მართლაც, ამ უზარმაზარი ქვეყნის ოროგრაფიული სისტმა სულ შეიცავსსაშუალო სიმაღლის ორი მთის გრეხილს, რომელთა შუა მოედინება დიდებულიმისისპი; ამერიკელები მას "მდინარეების დედოფლად" მონათლავდნენ, მეფისხელისუფლება რომ ეცნოთ საერთოდ.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!