13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

გარდა ამისა, მიშელ არდანის მხატვრული გემოვნებისა და მზურვენლობისწყალობით, მალე სასარგებლოს სასიამოვნოც მიემატა მოხდენილი საგნების სახით.ვაგონის ზომას რომ ხელი არ შეეშალა, მიშელ არდანი მას გადააქცევდა მხატვრულატელიედ. ამ ლითონის კოშკში საკმაო თავისუფლება იყო სამი კაცისათვის. მის შიგაზედაპირს 54 კვადრატული ფუტი, სიმღლე კი ათი ფუტი ჰქონდა. ეს კი მოგზაურებსსაკმაოდ სიხალვათეს აძლევდა; უფრო მეტს, ვიდრე ყველაზე უფროკომფორტაბელური ამერიკული მატარებლის კუპე.ამრიგად, სურსათისა და განათების საკითხი მოგვარებული იყო. რჩებოდაჰაერის საკითხი. აშკარა იყო, რომ ვაგონის ჰაერი მგზავრებს ოთხი დღე-ღამე არეყოფოდათ. როგორც ცნობილია, მოზრდილი კაცი ერთი საათის განმავლობაშიხმარობს მთელ იმ ჟანგბადს, რაც ას ლიტრა ჰაერშია მოთავსებული. ბარბიკენი, მისიორი თანამგზავრი და კიდევ ორი ძაღლი, რომელთა წაყვანაც გადაწყვიტეს,შეისუნთქავდნენ 2 400 ლიტრ ჟანგბადს დღე-ღამეში, ანუ წონებში რომგადავიყვანოთ, შვიდ გირვანქას. მაშასადამე, საჭირო იყო განუწყვეტლივშევსებულიყო დახარჯული ჟანგბადი. მაგრამ რანაირად? რანაირად და რეიზესა დარენოს საშუალების მიხედვით, რაც მიშელ არდანმა მიტინგზე თავის სიტყვაშიმოიხსენია.როგორც ცნობილია, ჰაერი რამდენიმე გაზის, უმთავრესად ჟანგბადისა დააზოტის ნარევია: დაახლოებით ჟანგბადის ოცდაერთი ნაწილი მოდის აზოტისსამოცდაცხრამეტ ნაწილზე. რა ხდება სუნთქვის დროს? ადამიანი ფილტვესა დასისხლში შეისუნთქავს თავისი არსებობისათვის საჭირო რაოდენობის ჟანგბადს დაამოისუნთქავს დაუხარჯავ აზოტს. ამონასუთქი ჰაერი დაახლოებით ხუთიპროცენტით ღარიბია ჟანგბადით, ჟანგბადის ნაცვლად იგი შეიცავს თითქმის ამავერაოდენობის ნახშირჟანგს, რაც ორგანიზმში ჟანგბადის სისხლთან შეერთებითწარმოიქმნება. მჭიდროდ დახურულ სადგომში სუნთქვისას ჰაერი ნელ-ნელა კარგავსჟანგბადს და მის მაგივრად იძენს ნახშიროჟანგს - სუნთქვისათვის უვარგის გაზს.ამრიგად, მთელი საზრუნავი ის იყო, ერთი, როგორ შეეცვალათ ნახმარიჟანგბადი ამავე რაოდენობის ახალი ჟანგბადით, და მეორეც, როგორ მოეცილებინათამონასუნთქი ნახშიროჟანგი. ორივე საკითხი ადვილად გადაიჭრებოდაქვექლორმჟავა კალიუმისა და მწვავე ნატრიუმის შემწეობით.ქვექლორმჟავა კალიუმი ორი თეთრი მარცვლისაგან შემდგარი ნივთიერბაა.ოთხას გრადუსზე გახურებისას იგი გამოჰყოფს ჟანგბადს და გადაიქცევა ქლორისკალიუმად. დღე-ღამეში მოგზაურთათვის სამყოფი შვიდი გირვანქა ჟანგბადისმისაღებად საკმარისი იყო, აეღოთ თვრამეტი გირვანქა ქვექლორმჟავა კალიუმი. აი, რაგზით ხდებოდა ჟანგბადის მარაგის აღდგენა.მწვავე ნატრიუმი ისეთი ნივთიერბაა, ენერგიულად რომ ყლაპავს ნახშიროჟანგს,რომელიც ყოველთვისაა ატმოსფეროში. საკმარისია, მწვავე ნატრიუმის ხსნარიშეანჯღრიოთ და იგი მაშინვე იწყებს ნახშიროჟანგის შთანთქმას, რომელიცნატრიუმთან ერთად ქმნის ნახშირნატრიუმის მარილს. აი, რა საშუალებითაიცილებდნენ თავიდან ნახშირორჟანგს.ამრიგად, ერთდროულად ჟანგბადის მოპოვებითა და ნახშიროჟანგისმოცილებით შეიძლება აღვადიგნოთ ჰერის მაცოცხლებელი თვისება. ქიმიკოსებმარენიომ და რეიზმა მრავალი ცდის მაგალითზე დაამტკიცეს ეს. მაგრამ ამ ცდებსაქამდე მხოლოდ ცხოველებზე ატარებდნენ. ამიტომ, ამ მეცნიერების დიდიავტორიტეტის მიუხედავად, სარისკო იყო ამგვარი ცდა ჩაეტარებინათ ადამიანზე,მით უმეტეს, რომ შეუძლებელი იქნებოდა, დროულად შეეცვალათ გარემო.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!