13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ამისა, წამზე ადრე მთელი წყალი გარეთ გამოვარდება და ყუმბარაც აღიდგენს თავისნორმალურ წონას.აი, რა მოიფიქრა "საზარბაზნე კლუბის" პრეზიდენტმა, რომელიც შეეცადა,ამგვარად გადაეჭრა ბიძგის მნიშვნელოვანი პრობლემა. უნდა ითქვას, რომ "ბრედვილდა კ°" ფირმის ინჟინრება შესანიშნავად გაიგეს პროექტი და ეს მოწყობილობაუზადოდ დაამზადეს. მას შემდეგ, როცა წყალი გარეთ გამოვარდება, მოგზაურებმაუნდ გამოიღონ დაჭყლეტილი თეჯირები და მოძრავი რგოლიც, გაფრენის მომენტშირომ იჭერდა მატ, და ნაწილ-ნაწილ დაშალონ.ყუმბარა-ვაგონის კონუსური ჭერი სქელი ტყავით იყო გადაკრული, რის ქვეშაცმოთავსებული იყო რიგ-რიგად დაწყობილი, საუკეთესო ფოლადისაგანდამზადებული საათის ზამბარის სიმკვრივის სპირალური ზამბარები. გამყვანიმილები ამ ტყავის ბალიშებს ქვეშ იყო დაფარული.ამგვარად, მოგზაურებმა წინასწარ სიფრთხილის ყოველგვარი ზომა მიიღეს,რათა თავდაპირველი ბიძგი შეერბილებინათ. მიშელ არდანი სიცილით ამბობდა,ყოველივე ამის შემდეგ თუ მაინც დავილეწები, მაშასადამე, ჩემი "მასალა" არაფრადვარგებულაო.ყუმბარას ცხრა ფუტი სიგანე და თორმეტი ფუტი სიმაღლე ჰქონდა. ჭურვს რომნორმალური წონა შეენარჩუნებინა, გადაწყდა, გვერდითი კედლები გაეთხელებინათ,ხოლო ფსკერი გაესქელებინათ, ვინაიდან სწორედ ფსკერს მოუწევდა გაშმაგებულიგაზების მოწოლის გაძლება, რაც პიროქსილინის აფეთქებისას წარმოიქმნებოდა.ასეთია ცილინდრულ-კონუსური ყუმბარების ჩვეულებრივი მოწყობილობაც.ამ ლითონის კოშკში შესვლა შეიძლებოდა კონუსურ წვერზე განლაგებულისათოფურების მეოხებით, ორთქლის ქვაბის ნახვრეტს რომ წააგავდა. იგიჰერმენტულად იცობოდა ალუმინის სახურავით, რომელიც შიდა მხრიდან მძლავრიურდულებით იყო მიმაგრებული.ამრიგად, მთვარეს რომ მიაღწევდნენ, მოგზაურებს ყოველ წუთში შეეძლოთგამოსულიყვნენ თავიანთი მფრინავი ციხიდან.მაგრამ მათ მარტო ფრენა კი არ უწევდათ, დაკვირვებებიც უნდა მოეხდინათგზაში. ამიტომ ტყავის საბურავის ქვეშ მოათასეს სქელი ოსპისმაგვარი შუშისაგანგაკეთებული ოთხი ფანჯარა-ილუმინატორი: ორი ყუმბარის გვერდებზე, მესამე მისფსკერზე. მეოთხე კონუსურ წვერზე. ამრიგად, მოგზაურბს შეეძლოთ ფრენის დროსდაკვირვებოდნენ მთვარეს და ცის ვარსკვლავთ სივრცეებს. მჭიდროდ მორგებულიდარაბები ილუმინატორებს საწყისი ბიძგისაკენ იცავდნენ, რომელთა ჩამოხსნაგაიოლებოდა თუ ქანჩს მოუშვებდნენ ამგვარად, ჰაერი ყუმბარიდან გარეთ არგადიოდა, ხოლო ფანჯრიდან შესაძლებელი იყო დაკვირვება და თვალყურისდევნება.შესანიშნავად დაყენებული ყველა ეს მექანიზმი უზადო სიზუსტითა დასიმსუბუქით მოქმედებდა; ფირმის ინჟინერმა დიდებულად მოაწყვეს ყუმბარა-ვაგონი.კედლებზე მიმაგრებული რეზერვუარბი და ყუთები სამი მოგზაურისთვისსაჭირო წყლისა და სურსათის შესანახად იყო განკუთვნილი. განათებისა დაღუმელისათვის საჭირო გაზი შეკუმშული სახით ინახებოდა განსაკუთრებულბალონში. ატმოსფერული წნევის ქვეშ ონკანს მოაბრუნებდი თუ რა, ყუმბარანათდებოდა და მუშაობას იწყებდა გათბობის სისტემა.გაზის მარაგი ექვს დღე-ღამეს ეყოფოდათ. როგორც ვხედავთ, ამ ყუმბარა-ვაგონში ცხოვრებისა და კომფორტისათვის აუცილებელი პირობები იყო შექმნილი.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!