13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

- მეგობარო, შენ მეკითხები "რისთვისო", რაკი ამას მეკითხები, პასუხსაც თავისდღეში ვერ გაიგებ.- შენ მაინც სცადე, გამაგებინე, ძმობილო.- იცი რა, ჩემის აზრით, ყველაფერში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, უნდა შევიტანოთრაც შეიძლება მეტი სილამაზე, მოხდენილობა. წაგიკითხავთ ინდური პიესა "ბავშვისურემი?"- სახელწოდებაც არ გამიგია. - გამოტყდა ბარბიკენი.- მე ეს სულ არ მაკვირვებს, - განგრძობდა მიშელ არდანი, - მაშ იცოდე, რომ ამპიესაში გამოყვანილია ქურდი, რომელიც აპირებს კედელში გამოჭრას ნახვრეტი დათავის თავს ეკითხება, რა ფორმა მისცეს ხვრელს; ლირის, ყვავილის, ჩიტის თულარნაკის? ჩემო მეგობარო, მითხარი, შენ რომ იმ დროში ნაფიცი მსაჯულიყოფილიყავი, გაასამართლებდი ამ ქურდს თუ არა?- ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გავასამართლებდი! - უპასუხა "საზარბაზნეკლუბის" პრეზიდენტმა. - დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებასაც აღვნიშნავდი:გატეხვას წინასწარ მოფიქრბული განზრახვით.- მე კიდევ გავამართლებდი, მეგობარო ბარბიკენ! აი, ხომ ხედავ შენ მევერასოდეს გამიგებ.- და არც ვეცდები, ჩემო მამაცო ხელოვანო!- დიახ, - თქვა არდანმა, - მაგრამ იმედი მაქვს, ჩემს გემოზე მისი მოწყობისუფლებას მომცემენ. - მე მინდა იგი მოავწყო კომფორტაბელურად, მდიდრულად; ისე,როგორც შეეფერება დედამიწის წარგზავნილებს.- ამ მხრივ, ძვირფასო მიშელ, - უპასუხა ბარბიკენმა, - შენ შეგიძლია მისმოწყობაში მთელი შენი არტისტული ფანტაზია ჩააქსოვო. ჩვენ ხელს არ შეგიშლით.მაგრამ სანამ სასიამოვნო საქმეზე გადავიდოდნენ, "საზარბაზნე კლუბის"პრეზიდენტმა საჭიროდ სცნო, ჯერ სასარგებლოზე ეფიქრა და გონივრულადგამოეყენებინა მის მიერ გამოგონებული საშუალება თავდაპირველი ბიძგის ძალისშესასუსტებლად.ბარბიკენმა მაშინვე მოისაზრა, რომ ვერანაირი ზამბარა ვერ შეძლებდადარტყმის შესუსტებას და ტყე სკერნსნოში თავისი ცნობილი გასეირნების დროსმახვილგონივრულად მოახერხა ამ პრობლემის გადაჭრა. მან დახმარებისათვის წყალსმიმართა და აი, როგორ.ყუმბარის ფსკერზე ჩაასხამენ სამი ფუტი სისქის წყალს, დადებენ ხის რგოლს,წყალი რომ არ შევიდეს და ყუმბარის კედლების გასწვრივ რომ ისრიალოს.მოგზაურები მოთავსდებიან ნამდვილ ბორანზე. მთელ სიგანეზე წყალს ფენებადგაყოფს ჰორიზონტალური თეჯირები, რომლებიც ერთიმეორის მიყოლებითდაიტკეპნება და გაიყვანება მილები. ბიძგის დროს ქვედა განყოფილებაში წყალიდაანგრევს რა თეჯირს, მილების საშუალებით ზევით აიწევს და გარეთ გამოვარდება.იგივე განმეორდება დანარჩენ მილებშიც, თითქმის ზედა განყოფილებამდე.ამგვარად, წყალი ზამბარის როლს შეასრულებს და ხის რგოლიც თავის მხრივმძლავრი ზამბარეით შეიარაღებული აღმოჩნდება. რასაკვირველია, მოგზაურებიმძლავრ ბიძგს იგრძნობენ მას შემდეგ, როცა მთელი წყალი ყუმბარიდანგამოიდევნება, მაგრამ ეს ბიძგი მნიშვნელოვნად შემცირებული იქნება "წყლისზამბარების" სისტემის წყალობით.მართალია, სამი გირვანქა წყლის ფენა 54 კვადრატული ფუტის ზედაპირზეაიწონის 11.500 გირვანქას, მაგრამ პიროქსილინის გაზების დაწოლა კოლუბიადაში,ბარბიკენის გამოანგარიშებით, ადვილად გადასძლევს ამ დამატებით ბალასტს. გარდა

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!