13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ოცდამესამე თავიყუმბარა-ვაგონისაყოველთაოდ ცნობილი კოლუმბიადის აგების შემდეგ საზოგადოებისყურადღება მიიქცია ყუმბარამ, რომელიც სამი მამაცი მოგზაურის ვაგონად უნდაქცეულიყო. ყვალას ახსოვდა, რომ ჯერ კიდევ 30 სექტემბერს გამოგზავნილ დეპეშაშიმიშელ არდანი მოითხოვდა, ყუმბარის პროექტში ცვლილებები შეეტანათ, რომყუმბარის ფორმას განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა, რადგან იგირამდენიმე წამში გივლიდა მიწის ატმოსფეროს და მერე სიცარიელეში იფრენდა.ამიტომ კომიტეტმა გადაწყვიტა, გაეშვათ მრგვალი ბომბი, რომელიც თავისუფლადიტრიალებდა და როგორც მოეპრიანებოდა, ისე მოიქცეოდა.მაგრამ მიშელ არდანის წინადადებამ სრულიად შეცვალა საკითხი. მანგანაცხადა, რომ არ სურდა, ებრუნა, ვიტ ციყვს ბორბალზე. მას უნდოდა, ნორმალურპირობებში ისეთივე "ღირსებით" ემგზავრა, როგორც, მაგალითად, საჰაერო ბურთისგონდოლაში და არავითარი სურვილი არ ჰქონდა, მოტრიალე ჭურვში ყირაზეგადასულიყო.ამიტომ "ბრედვილ და კ°" ქარხანამ ოლბანში დროულად მიიღო ნახაზები დაახალი ფორმის ყუმბარის შეკვეთა. ქარხანას სთხოვდნენ, საჩქაროდ შეესრულებინაშეკვეთა.2 ნოემბერს ყუმბარა წარმატებით ჩამოასხეს და აღმოსავლეთის რკინიგზითდაუყოვნებლივ გაიგზავნა სტონზჰილში.10 ნოემბერს მშვიდობიანად მიაღწია დანიშნულ ადგილს. მიშელ არდანი,ბარბიკენი, ნიკოლი მოუთმენლად ელოდებოდნენ ყუმბარა-ვაგონს, რომლითც უნდაგაფრენილიყვნენ ახალი სამყაროს დასაპყრობად.ყუმბარა მეტალურგიის საოცრება აღმოჩნდა, ჯერ არასოდეს მოეპოვებინათამოდენა ალუმინი და უკვე მარტო ეს ამბავი ამერიკელთა ინდუსტრიული გენიისუტყუარი ნიშანი და ტექნიკის არაჩვეულებრივი მიღწევა გახდლათ. ძვირფასიყუმბარა მზეზე კაშკაშებდა. მისი კონუსური წვერი სადარაჯო მასიურ კოშკურსჰგავდა, რითა ძველ დროში შუა საუკუნეების არქიტექტორები ამკობდნენციხესიმაგრეების კედელთა კუთხეებს; სახურავს წვრილი სათოფურები დაფლიუგერებიღა აკლდა.- ასე მგონია, - წამოიძახა არდანმა, - აქედან აგერ-აგერ გამოვა თოფიანი დარკინისლატებიანი მაიორი! ჩვენ კი ბარონებივით ვიცხოვრებთ შიგ. თან რომწავიღებთ ორიოდე ზარბაზანს, სელენიტების მთელ არმიას მოვერევით, თუკი ისინიმართლა არსებობენ.- ესე იგი, მოგწონს ჩვენი ეკიპაჟი? - ჰკითხა ბარბიკენმა.- ო, მომწონს რომელია. - მიუგო არდანმა და თან ხელოვანის თვალითათვალიერებდა ყუმბარას. - სამწუხაროდ მხოლოდ, რომ კონტური ცოტა უბრალოა,კონუსიც უფრო ლამაზი შეიძლებოდა ყოფილიყო. იგი უნდა მოეჩუქურთმებინათლითონის ორნამენტის გირლიანდით. შეიძლებოდა, მაგალითად, გამოესახათ ქიმერაან სალამანდრა, ცეცხლიდან გაშლილ ფრთებითდა დაღებული ხახით, რომგამორბის!- რისთვისაა ეს საჭირო? - ჰკითხა ბარბიკენმა, როემლიც თავისი ჭკუისპრაქტიკული წყობის გამო მშვენიერებისადმი გულგრილი გახლდათ.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!