13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

- შეიძლება ეს ასეც იყოს. - უპასუხა მიშელ არდანმა, - მაგრამ მე დარწმუნებულივარ, საღ-სალამათი ჩავაღწევთ მთვარემდე.არდანს მართლა სჯეროდა, ეს. სინამდვილეშიც, მისი სიტყვები დადასტურდა.18 ოქტომბერს წინასწარ მოსამზადებელმა ცდამ შესანიშნავი შედეგი გამოიღო დაწარატების დიდი იმედი მიეცა ყველას. ყუმბარის გამოვარდნის დროს ბიძგის ძალარომ გამოეცადა. ბარბიკენმა პენსაკოლის არსენალიდან გამოიწერაოცდათორმეტდიუმიანი მორტირი. იგი ჰილსბოროს ყურის ნაპირზე დადგეს ისე,რომ ბომბი პირდაპირ ზღვაში ჩავარდნილიყო, რაც ალბათ შეასუსტებდა დარტყმისძალას. საჭირო იყო, გამოეცადათ ბიძგის ძალა. ამ საინტერესო ცდისათვისსაგანგებოდ დამზადდა ღრუ ყუმბარა, მას ორმაგი კედელი ჰქონდა, კედლებს შორისსაუკეთესო ლითონისაგან დამზადებული ზამბარის ბადე მოეთავსებინათ. იგიბამბით მოფენილი ნამდვილი ბუდე იყო.- რა სამწუხაროა, რომ მე ვერ ჩავეტევი! - თქვა მასტონმა, გულნატკენმა იმით,რომ ყუმბარის ზომა საშუალებას არ იძლეოდა თავის თავზე გამოეცადა იგი.ამ მშვენიერ პაწია ყუმბარაში, რომელსაც ჰერმეტულად დასახური ხვრელიჰქონდა, ჩასვეს დიდი კატა, შემდეგ კი პატარა მოშინაურებული ციყვი, რომელიც"საზარბაზნე კლუბის" უცვლელი მდივნის საკუთრება გახლდათ. მასტონისსაყვარელ ცხოველს, რომელიც მიჩვეული იყო ბორბალში ტრიალს, თავბრუ არ უნდადასხმოდა ყუმბარაში.მორტირი ას სამოცი გირვანქა დენთით დატენეს და შემდეგ მასში ყუმბარაჩაუშვეს. გაისმა სროლის ხმა.ყუმბარამ დიდებულად შემოხაზა პარაბოლა, დაახლოებით ათას ფუტ სიმაღლესმიაღწია, შემდეგ კოხტა ირიბი ხაზი გაავლო ცაში და ყურის ტალღებში ჩაიკარგა.ყუმბარა ჩავარდა თუ არა წყალში, იმწუთშივე მისკენ მსუბუქი ნავი გასრიალდა.გამოუცდელმა მყვინთავებმა ყურის ფსკერზე სწრაფად იპოვეს ყუმბარა, მის პაწიაყურებს თოკი გამოაბეს, ზედაპირზე ასწიეს და ნავზე მოათავსეს. ყოველივე ამას -ყუმბარაში ცხოველების ჩასმას და შედეგ მისი სახურავის გახსნას - სულ ხუთიოდეწუთი დასჭირდა.ნავში ისხდნენ არდანი, ბარბიკენი, ნიკოლი და მასტონი. მღელვარებითადევნებდნენ ისინი თვალს სახურავის ამოხრახნას. ძლივს მოასწრეს სახურავის ახდა,რომ ყუმბარიდან ამოხტა გაბურძგნული, მაგრამ ძალღონით სავსე კატა. მისდანახვაზე ვერც კი იფიქრებდი, რომ მან ეს-ესაა ჰაერში იმოგზაურა.მაგრამ ციყვი ყუმბარაში არ აღმოჩნდა. გადაჩხრიკეს ყოველი კუნჭული.არავითარი ნიშანი! იძულებულნი იყვნენ, ეღიარებინათ სამწუხარო ჭეშმარიტება,რომ კატამ შეჭამა თავისი თანამგზავრი.მასტონი ძალიან დაამწუხრა საყვარელი ციყვის დაღუპვამ და გადაწყვიტამოეხსენებინა იგი მეცნიერების მსხვერპლთა მარტიროლოგიაში.ასე იყო თუ ისე, ამ ცდის შემდეგ გაქრა ყოველგვარი შიში და ყოყმანი. თანაცბარბიკენი აპირებდა, კიდევ უფრო გაეუმჯობესებინა ყუმბარის ნახაზები დათითქმის სულ მოესპო ბიძგის ძალა ახლა შეიძლებოდა მშვიდადგამგზავრებულიყვნენ მთვარეზე.ორი დღის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტისაგან მიშელ არდანმამიიღო პაკეტი, რამაც ყველაზე უფრო გაახარა იგი.მთავრობამ მას შეერთებული შტატების საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.მიშელ არდანამდე მხოლოდ ერთ ფრანგს - ცნობილ მარკიზ დე ლაფიეტს ხვდაეს პატივი წილად.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!