13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ისეთებსაც მიაწერდნენ, რაც მას არასოდეს წარმოეთქვა. ხალხს ყველაფერი მისინათქვამი ეგონა, ვინაიდან მიშელ არდანის ენამახვილობა უშრეტი გახლდათ.იმის თქმა ზედმეტია, რომ ქალები მამაკაცებზე არანაკლებად იყვნენ არდანითგატაცებული. მან ურიცხვი, მეტად ხელსაყრელი წინადადება მიიღო მშვენიერისქესისაგან; ახლა არჩევანი მასზე იყო. განსაკუთრებით ხნიერი, გადახჩუებულიქალბატონები, ორმოც წელს კაი ხნით გადაცილებულნი, დღე და ღამ ოხრავდნენ მისპორტრეტებზე. უეჭველია, არდანი რამდენიც უნდოდა, იმდენ ცხოვრების მეგობარსიპოვიდა, თუნდაც მთვარეზე ერთად გაფრენის მოთხოვნა რომ წაეყენებინა მათთვის.ქალები საერთოდ უშიშრები არიან, იმათი გამოკლებით, ვისაც ყველაფრის ეშინიაამქვეყნად; მაგრამ მიშელ არდანი სულაც არ აპირებდა დაოჯახებას და მთვარეზეფრანგი და ამერიკელი შთამომავლების გამრავლებას. ამრიგად, იგი გადაჭრით უარსამბობდა ყველა წინადადებაზე.- წარმოგიდგენიათ, - ამბობდა იგი, - მთვარეზე, ადამის როლის გათამაშება ევასრომელიმე ასულთან... დიდად მალობელი ვარ! ეგებ გველსაც კი გადაეყარო იქ...ბოლოს და ბოლოს, როგორც კი თავიდან მოიცილა ყველა თაყვანისმცემელი,არდანი მეგობრებთან ერთად გაემართა კოლუმბიადის დასათვალიერებლად. ეს იყოსამალობელო ვიზიტი, ვინაიდან სწორედ კოლუბიადის წყალობით მოიპოვა ესოდენდიდება, ბარბიკენთან, მასტონთან და tutti guanti-სთან ყოველდღიური საუბრებისშედეგად მიშელ არდანი უკვე კარგად ერკვეოდა ბალისტიკაში. მას სიამოვნებდათავისი მეგობარი არტილერისტების გაბრაზება, როცა უმტკიცებდა მათ, რომ ისინიმკვლელები არიან, ნასწავლი და თავიაზიანი მკვლელები.- კოლუმბიადა, - თქვა მან, - უკვე კარგია იმითაც, რომ არავის მიაყენებს ზიანს.თქვენს ზარბაზნებს კი არა ჰგავს, უბედურება, განადგურება და სიკვდილი რომმოაქვთ მხოლოდ!აქ აუცილებელია მოვიხსენიოთ შეთმხვევა, "საზარბაზნე კლუბის" მდივანს რომშეემთხვა. როგორც კი ბარბიკენმა და ნიკოლმა მიიღეს არდანის წინადადება დადათნხმდნენ, მთვარეზე გაფრენილიყვნენ, მასტონმა მაშინვე გადაწყვიტა, რომ ისიცშეუერთდებოდა სამუელს და გაემგზავრებოდა მთვარეზე. მან იქვე სთხოვაბარბიკენს, ისიც თან წაეყვანათ. ბარბიკენი იძულებული გახდა, უარი ეთქვა, ყუმბარასამზე მეტ მგზავრს ვერ დაიტევსო, განმარტა მან.გულის სიღრმემდე შეწუხებულმა მასტონმა მიშველ არდენს მიაშურა. მიშელარდენი შეეცადა, დაემშვიდებინა იგი სხვადასხვა საბუთებით.- იცით რა, ძმობილო... არ გეწყინოს და ჩემი სიტყვა ცუდად არ გაიგო, მაგრამჩვენს შორის რომ ვთქვათ, მთვარეზე შენი გამოჩენა შეუძლებელია, რადგანმეტისმეტად ნაკლოვანი ხარ.- ნაკლოვანი? - წამოიძახა ფიცხმა ინვალიდმა.- ჰო, ძმობილო! წარმოიდგინე, რომ იქ, მთვარეზე შეხვდით ადგილობრივმცხოვრებლებს. შენ თვითონ განა გესიამოვნბა, რომ იმის სამწუხარო ილუსტრაციაიყო, რაც აქ, დედამიწაზე ხდება. სელენიტები ხომ შენი წყალობით გაიგებენ, რომდედამიწაზე ძვირფას დროს თურმე იმისთვის კარგავენ, რომ ერთმანეთი დაჭამონ.ხელ-ფეხი მოაგლიჯონ, ამოხოცონ მოყვასი; მიხვდებიან ჩვენს პლანეტაზე რატომ არცხოვრობს მილიარდნახევარი ადამიანი, თუმცა მას თავისუფლად შეუძლია ასიმილიარდის გამოკვება, იცი რა, ჩემო ძვირფასო მეგობარო, შენს გამო მათ შეუძლიათკინწისკვრით გამოგვყარონ იქიდან!- თქვენ რომ მთვარემდე ნაკუწ-ნაკუწ დაგლეჯილმა ჩააღწიოთ? - შეედავამასტონი. - მაშინ ხომ ჩემზე უფრო "ნაკლოვანი" იქნებით.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!