13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

- მთვარე დაწვრილებითაა შესწავლილი, - განაგრძობდა ბარბიკენი, - უკვე კარგახანია, ზუსტადაა განსაზღვრული მისი მასა, სიმკვრივე, წონა, შედგენილობა,მოცულობა, მოძრაობა, დაშორება დედამიწიდან და საერთოდ მისი როლი მზისსისტემაში. მთვარის რუკა შედგენილია არანაკლები სიზუსტით, ვიდრე დედამიწისა.ფოტოგრაფიამ მოგვცა მთვარის პეიზაჟთა შეუდარებელი სილამაზის ანაბეჭდი. ერთისიტყვით, მთვარის შესახებ ჩვენთვის ყველაფერი ცნობილია, რაც კი შეიძლებაგვცოდნოდა მათემატიკის, ასტრონომიის, ფიზიკისა და გეოლოგიის საშუალებით,მაგრამ დღემდე მაინც არა გვაქვს .... პირდაპირი კავშირი მთვარესთან.ამ სიტყვებზე დარბაზში მყოფნი გაოცებისაგან შეკრთნენ.- ნება მიბოძეთ, - განაგრძობდა ბარბიკენი, - რამდენიმე სიტყვით მოვიხსენიოთის ფანტაზიორები, რომლებიც მხოლოდ თავიანთი წარმოდგენით მოგზაურობდნენმთვარეზე და ამტკიცებდნენ, თითქოსდა შეიჭრნენ დედამიწის თანამგზავრისიდუმალი სამყაროს საიდუმლოებებში. მეჩვიდმეტე საუკუნეში ვინმე დევიდფაბრიციუსი ამაყობდა, თითქოს საკუთარი თვალით ნახა მთვარის მცხოვრებნი. 1649წელს, ერთ-ერთმა ფრანგმა, ჟან ბოდუენმა გამოსცა წიგნი "ესპანელი ფათერაკებისმაძიებელი დომინიკო გონზალესის მოგზაურობა მთვარეზე". თითქმის იმავე დროსსირანო დე ბერჟერაკმა აღწერა მთვარეზე ექსპედიცია თავის წიგნში, რომელსაცსაფრანგეთში უდიდესი მოწონება ხვდა წილად. მოგვიანებით მეორე ფრანგმა, - უნდაითქვას, რომ ფრანგები ფრიად დაინტერესებულნი არიან მთვარით, - ცნობილმაფონტენელმა დაწერა თავისი საუკუნის ერთ-ერთი უბრწყინვალესი წიგნი "სამყაროსმრავალსახეობა". მაგრამ მეცნიერება წინ მიდის, უკან იტოვებს თვით მწერლებისფანტაზიასაც. 1835 წელს გამოჩნდა საინტერესო ბროშურა, იგი ამოღებული იყოჟურნალ "ნიუ-იორკ ამერიკენიდან". ბროშურაში მოთხრობილია, როგორ შექმნაგამოჩენილმა ასტრონომმა ჯონ ჰერშელმა კეთილი იმედის კონცხზე თავისიექსპედიციის დროს ისეთი სრულყოფილი ტელესკოპი, "თანაც შიდა განათებით",რომლის მეშვეობითაც შეძლო მთვარის დანახვა ოთხმოცი იარდის სიშორიდან.ჰერშელმა თითქოს ნათლად გაარჩია ბეჰემოთების საცხოვრებელი მღვიმეებიმთვარეზე. იხილა ჭალების ოქროს ვარაყით გარშემოვლებული მწვანე მთები,სპილოს ძვლისფერ-რქებიანი ცხვრები, თეთრი ძვლები და ადამიანის მსგავსიარსებები, ღამურასავით აპკიანი ფრთები რომ ჰქონდათ გამოსახული. ამერიკელილოკის მიერ დაწერილ ამ ბროშურას უდიდესი წარმატება ხვდა წილად. თუმცა ჩქარაგამოირკვა, რომ ეს იყო მეცნიერული მისტიფიკაცია და ფრანგებმა პირველებმააიგდეს იგი მასხრად.- როგორ, ამერიკელბს დასცინეს? - აღმოხდა მასტონს, - აი, ესეც თქვენი casusbelli 1 ...- დამშვიდდი, ჩემო ღირსეულო მეგობარო! ფრანგები სანამ სხვას დასცინებდნენ,თვით აღმოჩნდნენ გაბრიყვებულნი, რადგანაც თავდაპირველად დაუჯერეს ჩვენსთანამემამულეს. ამ მოკლე ისტორიული მიმოხილვის დასამთავრებლად მინდადავუმატო, რომ ვინმე როტერდამელმა ჰანს პფაალმა საჰაერო ბუშტი აავოსაზოტისაგან განთავისუფლებული გაზით, რომელიც ოცდაჩვიდმეტჯერ მსუბუქიაღმოჩნდა წყალბადზე, ავიდა ჰაერსი და მეცხრამეტე დღეს მიაღწია მთვარეს. ესმოგზაურობა, ისევე როგორც ყველა მისი წინამორბედი, რასაკვირველია,წარმოდგენითი გახლდათ, მაგრამ იგი შეთხზა ამერიკის ერთ-ერთმა საყვარელმამწერალმა, ამერიკის თავისბურმა ფანტასტიკურმა ტალანტმა. მე მხედველობაში მყავსედგარ პო.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!