13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

- უცნაური მანიაა! - უთხრა მან ბარბიკენს, როცა გააცილა მთვარეულებისდეპუტაცია. - აკი ძალიან ჭკვიანი ადამიანებიც ავადდებიან ხოლმე ამით. ერთი ჩვენიცნობილი მეცნიერი არაგო მეუბნებოდა, რომ მას ხშირად შეხვედრია ფრიადსერიოზული და ფრთხილი ადამიანები, რომლებიც წამსვე კარგავდნენწონასწორობას და იწყებდნენ სულელურ ლაპარაკს, როგორც კი მთვარესახსენებდნენ. მითხარი, შენ გჯერა, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე მთვარესშეუძლია გავლენის მოხდენა?- არა, - მიუგო "საზარბაზნე კლუბის" პრეზიდენტმა.- მეც არა მწამს, მაგრამ ამ დარგში საოცარი ფაქტებია ცნობილი. ასე მაგალითად,1993 წელს, ძლიერი ეპიდემიის დროს ყველაზე ბევრი ხალხი დაიხოცა 21 იანვარს, ამდღეს კი მთვარის დაბნელება იყო. სახელგანთქმული ბეკონი როგორც კი მთვარისდაბნელება იწყებოდა, ყოველთვის გრძნობას კარგავდა და მხოლოდ დაბნელებისშემდეგ მოდიოდა გონს. მეფე კარლოს VI 1399 წელს ექვსჯერ შეიშალა დათითოეული შეტევა ემთხვეოდა ახალი მთვარის დადგომის ან მისი გავსების ჟამს.ზოგმა მედიკოსმა ეპილეფსიასა და მთვარის ფაზებს შორის კავშირი აღმოაჩინა.ასეთი კავშირი თითქოსდა შეიმჩნევა ზოგიერთი ნერვული დაავადების დროს.მაგალითად, მედს მოჰყავს ისეთი შემთხვევა, როცა ბავშვს მთვარის გავსებისასყოველთვის მოუვლიდა ხოლმე კრუნჩხვები. გალი ამტკიცებდა, რომ უხალისოადამიანები თვეში მხოლოდ ორჯერ გამოცოცხლდებიან ხოლმე, ახალი მთვარის დასავსე მთვარის დროს. მრავალი ამგვარი დაკვირვება ხდება ავთვისებიანია ციებ-ცხელების, თავბრუსხვევის, სომნაბულიზმის დროს და ბევრი აზრით, მთვარეიდუმალ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზეო.- კი მაგრამ, რანაირად? რატომ? - გაუკვირდა ბარბიკენს.- რატომ? - გაიმეორა არდანმა. - არ ვიცი. შემიძლია მხოლოდ გავიმეორო ის, რაცპირველად პლუტარქემ, ხოლო ცხრამტი საუკუნის შემდეგ არაგომ თქვა: "იქნებიმიტომ, რომ ეს მართალი არ არის"!ცნობილი ადამიანის მდგომარეობამ მიშელ არდანს ბევრი უსიამოვნებაცშეახვედრა, რაც ესოდენ გარდაუვალია ამ როლისათვის. მას გასაქანს არ აძლევდნენანტრეპრენიორები. ბარნუმმა მილიონი შესთააზა შეერთებულ შტატებში ტურნეზე.მას განზრახული ჰქონდა, ქალაქიდან ქალაქში ეთრია მიშელ არდანი და ხალხისთვისსაკვირველი ცხოველივით ეჩვენებინა. მაგრამ არდენმა იგი "სპილოებისწინამძღოლად" მონათლა და გარეთ გააგდო.საზოგადოებრივი ცნობისმოყვარეობა მიშელ არდენის პორტრეტებს უნდადაეკმაყოფილებინა: ისინი სწრაფად გავრცელდა მთელ ქვეყანაში და ყველა ოჯახისალბომი დაამშვენა. სურათები სხვადასხვა ზომისა იყო: ნატურალური სიდიდითდაწყებული და საფოსტო მარკის მინიატურებით დამთავრებული. ყველას შეეძლოდაენახა თავისი გმირი სხვადასხვა პოზაში გადაღებული: მარტო თავით, წელამდე,მთელი ტანით, პროფილში, სამი მეოთხედით, ანფასში და ზურგიდანაც კი. მიშელარდანის სურათების რიცხვმა მილიონ ხუთას ათას ეგზემპლარს მიაღწია. არდანსშესანიშნავი შემთხვევა ეძლეოდა, ევაჭრა რელიქვიებით: მის თმის თითო ღერზეალბათ თითო დოლარს და მეტსაც მისცემდნენ, ხოლო თუ მხედველობაში მივიღებთმის ლომის ფაფარს, უამრავ ქონებას დააგროვებდა. მაგრამ მან არ მოისურვა ამშემთხვევით ესარგებლა.ვერ ვიტყვიტ, რომ ეს პოპულარობა არ სიამოვნებდა. იგი ხალისიანად ამყარებდაურთიერთობას ადამიანებთა და მზად იყო, მიწერ-მოწერა დაეწყო მთელქვეყანათანაც კი. ყველგან იმეორებდნენ მის ნაკვესებს, ამავე დროს ხშირად

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!