13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მიუხედავად იმისა, რომ ბარბიკენის ბაგეს სწრაფად მოწყდა ეს სიტყვები,კაპიტან ნიკოლასაც მაშინვე აღმოხდა იგივე სიტყვა.- ვაშა! ბრავო! ვივატ ჰიპ-ჰიპ! - წამოიძახა მიშველ არდანმა და ხელები გუწოდაამასწინანდელ მტრებს. - ახლა, რაკი საქმე მოგვარებულია, ნება მიბოძეთ, ჩემომეგობრებო. ფრანგული წესის თანახმად, გაგიმასპინძლდეთ! წამობრძანდითსასაუზმოდ!ოცდამეორე თავიშეერთებული შტატების ახალი მოქალაქეტელეგრაფმა იმავე დღეს მთელ შეერთებულ შტატებს მოსდო პრზიდენტბარბიკენის და კაპიტან ნიკოლის ორთაბრძოლის და მისი არაჩვეულებრივიდასასრულის ამბვი, რაშიც დიდი როლი ითამაშა კეთილშობილმა ევროპელმა. მისმამოულოდნელმა წინადადებამ, მოწინააღმდეგეთა თანხმობამ ამ წინადადებაზე -ყველა სიძნელე გააქარწყლა და კიდევ უფრო გაზარდა მიშელ არდანის პოპულარობა.ყველასათვის ცნობილია, როგორ იციან ამერიკელებმა იმ ადამიანის შეყვარება, ვინცმათი პატივისცემა დაიმსახურა. ადვილი წარმოსადგენია, აღტაცების რა ქარიშხალიდაატრიალა ამ ფრანგმა ქვეყანაში, სადაც ყველაზე წარჩინებული სახელმწიფომოღვაწეებიც კი, გატაცების ეშხში შესულნი, ხანდახან ბალერინას კარეტას შეებმებიანხოლმე და ტრიუმფით დაჰყავთ იგი ხალხმრავალ ქუჩებში. არდანის ცხენებს თუ არუსვებდნენ, მიზეზის გამო, რომ მას საერთოდ არ ჰყავდა ისინი, სამაგიეროდ,აღტაცებისა და თაყვანისცემის რა და რანაირი დამამტკიცებელ საბუთს არ იღებდაიგი. არც ერთი ამერიკელი არ იყო მის მიმართ გულგრილი. "Ex pluribus unum" 1 .ასეთია შეერთებული შტატების დევიზი.იმ დღიდან მოყოლებული მიშელ არდანს წამითაც არ მოუსევნია. ამერიკისყოველი კუთხიდან დილიდან საღამომდე მოიდოდა დეპუტაციები და იგიიძულებული იყო, უნდოდა თუ არა, მიეღო ყველა ვინ იცის, რამდენს ჩამოართვახელი და რამდენი მეგობრული ბრუდერშაფტი დაილია. მალე არაქათი გამოეცალა.სმისაგან ყელი ისე ჩაეხრინწა, რომ რაღაც დაუნაწევრებელ ბგერებს გამოსცემდა._________1 მრავალთა შორის ერთადერთი (ლათ.)ღვინომ, რომელი შეერთებული შტატების ყველა ოლქის საპატივცემულოდ დალია,კინაღამ კუჭის მწვავე კატარი გაუჩინა.პირველი დღიდანვე ასეთი არნახული წარმატება ყველას თავბრუს დაახვევდა,მაგრამ მიშელ არდენმა შეძლო, ზღვარისთვის არ გადაებიჯებინა და შეინარჩუნათავისი ჭკუამახვილობა და მომაჯადოებელი ხალისიანობა.იმ დეპუტაციის რიცხვვში, მიშელ არდანრ რომ გარს ეხვია, იყნენმთვარეულებიც. მათ მოვალედ ჩათვალეს თავი, მთვარის მომავალ დამპყრობსგასცნობოდნენ. ერთ მშვენიერ დღეს ამ უბედურებმა, რომლებიც საკმაოდ ბევრიარიან ამერიკაში, სთხოვეს არდანს წაეყვანა ისინიც მათ მთვარეულ სამშობლოში.ზოგი მათგანი ირწმუნებოდა, "მთვარის ენა" ვიციო და სთავაზობდა არდანს, თქვენცგასწავლით "სელენიტურად" ლაპარაკსო. მიშელ არდანმა თანაუგრძნო მათ დაპირობა მისცა, ყველა თქვენს პატარა დავალაბას მთვარეზე შევასრულებო.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!