13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

- რა მიაგენი?- საშუალებას.- რის საშუალებას?- ყუმბარის გამოვარდნის დროს ბიძგის შესუსტების საშუალებას.- ნუთუ მართლა? - ჰკითხა არდანმა და ამავე დროს ნიკოლს მოხედა.- დიახ, წყალი! წყალი ზამბარის როლს ითამაშებს... ოჰ, მასტონ! წამოიძახაბარბიკენმა. - თქვენც აქა ხართ!- სწორედ ის გახლავართ. - მიუგო მიშელ არდანმა. - ჰო, მართლა, ნება მიბოძე,წარმოგიდგინო პატივცემული კაპიტანო ნიკოლი.- ნიკოლი! - წამოიძახა ბარბიკენმა და ფეხზე წამოიჭრა. - მაპატიეთ კაპიტანო, -დაუმატა მან. - მე სრულიად გადამავიწყდა... ახლა მზად გახლავართ!არდანი წამსვე მათ შორის ჩადგა, რომ მოწინააღმდეგეებს საშუალება არმისცემოდათ, ერთმანეთს სცემოდნენ.- ეშმაკმა დალახვროს?! რა ბედნიერებაა, რომ თქვენ, ჩემო მეგობრებო, ადრა არშეხვდით ერთმანეთს, თორემ ახლა ერთ-ერთი თქვენგანი უნდა გვეგლოვა... მაგრამ,მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგადაა. აბა მითხარით, თუ ღმერთი გწამთ, რამედუელეები თქვენა მყავხართ: ერთი მექანიკის პრობლემების გადაჭრაში ჩაფლულადა ამქვეყნად ყველაფერი დავიწყებია, მეორეს კი, ობობასთან ბრძოლაში გართულს,მტერი აღარ ახსოვს.და მიშელ არდანი პრეზიდენტს მოუყვა, რა შეემთხვა ნიკოლს.- აბა, ერთხელ კიდევ გეკითხებით ორივეს, - განაგრძობდა არდანი, - ნუთუასეთი მშვენიერი ადამიანები იმისთვის გაჩდნენ, რომ ერთიმეორე დახოცონ?ყველაფერი ისე მოულოდნელი იყო, რომ ბარბიკენი და ნიკოლი დაიბნენ და არიცოდნენ, როგორ გამოსულიყვნენ ამ მდგომარეობიდან.მიშელ არდანმა სცადა მათი ამ სიტუაციიდან გამოყვანა.- მეგობრებო, - თქვა მან მომხიბლავი ღიმილით, - თქვენ შორის უბრალოგაუგებობას აქვს ადგილი, მეტს არაფერს. ორივემ დაამტკიცეთ, რომ სიკვდილის არგეშინაით. მოდით, ახლა ის დაამტკიცეთ, რომ ყველა ძველი ანგარიშის დავიწყებაშეგიძლიათ. მიიღეთ ჩემს მიერ შემოთავაზებული წინადადება.- ბრძანეთ, - უთხრა ნიკოლმა.- ჩემი მეგობარი ბარბიკენი დარწმუნებულია, რომ ყუმბარა მიაღწევსმთვარემდე, ხომ ასეა?- რასაკვირველია, მიაღწევს! - წამოიძახა ბარბიკენმა.- ჩემს მეგობარ ნიკოლს კი მიჩნია, რომ ყუმბარა უკანვე, დედამიწაზე დაეცემა.- მე ეს მტკიცედ მჯერა, - წამოიძახა კაპიტანმა.- კეთილი, - განაგრძობდა მიშელ არდანი, - არ შევეცდები, შეგარიგოთ.უბრალოდ აზრს აზრს გამოვთქვამ: მოდით, ყველანი ერთად გავფრინდეთ და. ვინცმართალია, იქ ვნახოთ.- ა? რაო? - წამოიძახა გაცხარებით მასტპონმა.ამის გაგონებაზე მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთს შეხედეს. ბარბიკენი პასუხისმოლოდინში დაჟინებით მიაჩერდა თვალებში კაპიტანს, ხოლო ნიკოლი გაიტრუნა,აბა, რას იტყვის ბარბიკენიო.- აბა, რას იტყვით? - განაგრძობდა მიშელ არდანი სასიამოვნო ხმით, - ბიძგი ხომსაშიშროებას აღარ წარმოადგენს...- თანახმა ვარ! - წამოიძახა ბარბიკენმა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!