13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

- პრეზიდენტ ბარბიკენსა და მე ძველი მტრობა გვაქვს, -მრავალმნიშვნელოვანად თქვა კაპიტანმა, - მხოლოდ ერთი ჩვენგანის სიკვდილი...- ერთი ამას უყურეთ! გეყოფათ! - შეაწყვეტინა არდანმა. - ისეთ დიდებულადამიანებს, როგორც თქვენ და ბარბიკენი ხართ, შესაძლოა სძულდეთ ერთიმეორემაგრამ მოვალე ხართ, ერთმანეთს პატივის სცეთ. თქვენ არ იბრძოლებთ!- არა! მე ვიბრძოლებ, მოწყალეო ხელმწიფევ!- არა-მეთქი.- კაპიტანო, - მხურვალედ წამოიძახა მასტონმა, - მე ჩვენი პრეზიდენტისუახლოესი მეგობარი ვარ, მისი alter ego 1 გახლავართ. თუ თქვენთვის მაინცდამაინცაუცილებელია ვინმეს მოკვლა, მე მესროლეთ: სულ ერთი არ არის, ვის მოკლავთ?- მოწყალეო ხელმწიფევ! - წამოიძახა ნიკოლმა და აკანკალებული ხელი თოფსმოუჭირა, - ეს უადგილო ხუმრობაა.- ჩემს მეგობარს მასტონს ხუმრობისათვის სულაც არ სცხელა, - შეაწყვეტინა მასმიშელ არდანმა, - მე მესმის მისი, მას სურს, მოკვდეს საყვარელი ადამიანისათვის.მაგრამ არც ის და არც ბარბიკენი ნიკოლის ხელით არ დაიხოცებიან, იმიტომ რომთქვენ და ბარბიკენს ისეთი მომხიბვლელი წინადადებას შემოგთავაზებთ, რომსასწრაფოდ მიიღებთ მას.- რა წინადადებაა ამისთანა? - იკითხა ნიკოლმა უნდობლად.- მოთმინება იქონიეთ! - უპასუხა არდანმა. - მხოლო ბარბიკენის თანდასწრებითგაგაცნობთ მას.- თუ ასეა, მოდით, მოვძებნოთ იგი! - წამოიძახა კაპიტანმა.სამივემ გზა განაგრძო და წინ გაეშურა სწრაფი ნაბიჯებით.უშედეგო ძებნაში ნახევარმა საათმა გაიარა. მასტონს შავი ფიქრები მოსვენებასარ აძლევდა. იგი პირქუშად შეათვალიერებდა ხოლმე ნიკოლს და თავის თავსეკითხებოდა: იქნებ კაპიტანმა უკვე შური იძია და ბედუკუღმართი ბარბიკენი მისიტყვიით გულგანგმირული სადმე გდია სახლში მოთხვრილიო. მიშე არდანსაც, მგონი,ასეთივე ფიქრები აწუხებდა. ორივენი გამჭვალავი მზერით სეხედავდნენ ხოლმეკაპიტანს, თითქოს მისგან მოითხოვდნენ პასუხს. მასტონი შეჩერდა.ოც ნაბიჯზე გიგანტურ კატალპას მიყრდნობილი, წელამდე ბალახში ჩამჯდარიკაცი შენიშეს.________1 მეორე "მე" (ლათ.)- ის არის! - წამოიძახა მასტონმა.ბარბიკენი უძრავად იჯდა. მიშელ არდანი კაპიტნის სახეს დააკვირდა, მაგრამმას თვალიც არ დაუხამხამებია. არადანმა რამდენიმე ნაბიჯი წინ წადგა და დაიძახა:- ბარბიკენ! ბარბიკენ!არავითარი პასუხი. არდანი მივარდა თავის მეგობარს და მზად იყო, ხელშიჩაფრენოდა, მაგრამ უეცრად განცვიფრების შეძახილი აღმოხდა და შემდგა. ბარბიკენსუბის წიგნაკი გადაეშალა და იწერდა რაღაც ფორმულებს, ხაზავდა გემოეტრიულიფიგურებს. მის გვერდით, მიწაზე დაუტენავი თოფი ეგდო.მუშაობით გართულს სრულიად გადავიწყებოდა დუელი და შურისძიება;მეცნიერი ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა, ვერაფერს ხედავდა.მაგრამ, როცა მიშელ არდანმა მხარზე ხელი დაადო, გამოერკვა და გაოცებითახედა.- ოჰ! - წამოიძხა მან ბოლოს, - შენ ხარ; აქ რა გინდა? მე მივაგენი იცი, ჩემომეგობარო, მივაგენი!

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!