13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ტყის განაპირას ერთი მოხუცი შეშის მჭრელი დაინახეს, მასტონმა მიირბინა დაშესძახა.- არ დაგინახავთ, ტყეში შესული თოფიანი კაცი? პრეზიდენტი ბარბიკენი. ჩვენისაუკეთესო მეგობარი..."საზარბაზნე კლუბის" ღისრეულ მდივანს გულუბრყვილოდ ეგონა, ამერიკაშიყველა იცნობდა მის პრეზიდენტს. მაგრამ შეშისმჭრელს სხეზე ეტყობოდა, რომვერაფერი გაიგო.- მონადირე! - აუხსნა მაშინ არდანმა.- მონადირე? კი, მონადირე ვნახე, - მიუგო შეშისმჭრელმა.- დიდი ხანია;- ერთი საათი იქნება.- დავიგვიანეთ! - წამოიძახა მასტონმა.- სროლის ხმა ხომ არ გაგიგონიათ? - ჰკითხა არდანმა.- არა, არ გამიგონია.- არც ერთი გასროლა?- არც ერთი. დიდი ვერაფერი შვილი მონადირე უნდა იყოს.- რა ვნქნათ? - აღმოხდა მასტონს.- ტყეში უნდა შევიდეთ და ვეძებოთ და თანაც ყოველ წუთს სხვისთვისგამიზნული ტყვიის მოხვედრის მოლოდინში უნდა ვიყოთ.- ოხ, სჯობია, ათი ტყვია მე მომხვდეს თავში, ვიდრე ერთი ბარბიკენს! -წამოიძახა მასტონმა ისეთი კილოთი, რომ მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანაყოვლად შეუძლებელი იყო.- მაშ, გავწიოთ! - უთხრა არდანმა და მაგრად ჩამოართვა ამხანაგს ხელი.რამდენიმე წამში ისინი ხშირ ბარდებს შეეფარნენ. კედლებივითაღმართულიყვნენ გოლიათი კვიპაროსები, სიკომორები, ტიტები, ზეთისხილები,თამარინები, მუხები და მაგნოლიები. ხეებს ტოტები ერთმანეთში გადაეხლართათ დამათ მიღმა, რამდენიმე ნაბიჯზეც კი არაფერი ჩანდა. მიშელ არდანი და მასტონიგვერდიგვერდ მიდიოდნენ, მაღალ ბალახებში მიიწევდნენ, მსხვილ ლიანებშიმიიკაფავდნენ გზს, მახვილი თვალებით აკვირდებოდნენ ბუჩქებს და ტოტებისხლართულებს, ტყის ბნელ ტევრს და ყოველ ნაბიჯზე ელოდებოდნენ, საცაა თოფისგასროლის საშინელ ხმას გავიგონებთო.ინდიელი ალბათ შეძლებდა ბარბიკენის კვალის მოძებნას, მაგრამ არდანი დამასტონი ალალბედზე, ბრმად, გაჭირებით მიარღვევდენენ ტევრებს.უშედეგო ძებნაში ერთი საათი გავიდა. მეგობრები შედგნენ. შეშფოთება სულუფრო და უფრო მატულობდა.- ალბათ ყველაფერი გათავებულია! - წარმოთქვა თავგზააბნეულმა მასტონმა. -ბარბიკენისნაირი კაცი ეშმაკურ ხერხს არ მიმართავს ხოლმე, იგი არც ჩასაფრდება დაარც ხაფანგს დააგებს. მეტისმეტად გაბედული, მეტისმეტად პატიოსანი კაცია! იგიპირდაპირ გაემართა ხიფათის შესახვედრად და ალბათ ისე დაშორდა შეშიმჭრელს,რომ მან გასროლის ხმა ვერ გაიგონა.- კი მაგრამ, ჩვენ? მე და თქვენ? - შეეპასუხა არდანი. - ჩვენ რატომ ვერგავიგონეთ: აგერ მთელი ერთი საათია დავბორიალობთ ტყეში.- ვაი თუ დავიგვიანეთ? - სასოწარკვეთილი ხმით წამოიძახა მასტონმა.მიშელ არდანმა არ იცოდა, რა ეპასუხა. გზა განაგრძეს. დროდადრო ისინიხმამაღლა ეძახდნენ ბარბიკენსა და ნიკოლს, მაგრამ პასუხი არსაიდან ისმოდა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!