13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

თუ როგორ დადგამდა თვის ყუმბარაში კომფორტაბელურ ტახტს. უეცრად ძილ-ბურანში მას საშინელი ხმაური შემოესმა. ვიღაცა რაღაც ხელსაწყოთი გამწარებითამტვრევდა კარს, დილაუთენია ამ არაჩვეულებრივ ბრახუნს თან ახლდა ხმამაღალიმუდარა.- გააღეთ! - ისმოდა დერეფნიდან ყვირილი. - თუ ღმერთი გწამთ, გააღეთ! -არდანს შეეძლო წაეყრუებინა, მაგრამ მაინც ადგა და კარი სწორედ იმ მომენტშიგააღო, როცა ის რახუნისაგან კინაღამ ჩამოვარდა ანჯამებიდან. ოთახში "საზარბაზნეკლუბის" მდივანი შემოიჭრა. მგონია ყუმბარაც არ შემოვარდებოდა ასემოურიდებლად.- გუშინ საღამოს მიტინგზე, - წამოიძახა მან ex obrupto 1 ; - ჩვენი პრეზიდენტისაჯაროდ შეურაცხყვეს! შეურაცხმყოფელი მან დუელში გამოიწვია და იგი ვიღაცაკაცი კი არაა, კაპიტანი ნიკოლი გახლავთ. ისინი ამ დილით ებრძვიან ერთმანეთსსკერსონის ტყეში. ყველაფერი ეს ბარბიკენისაგან გავიგე. თუ იგი მოკლეს, გათავდაჩვენი წამოწყების ამბავი! როგორმე ხელი უნდა შევუშალოთ ამ დუელს. მსოფლიოშიერთადერთ ადამიანს შეუძლია ბარბიკენის შეჩერება და ეს ადამიანი თქვენბრძანდებით. მიშელ არდან!არდანს არ შეუწყვეტინებია, არც არაფერი უკითხავს მასტონისათვის. სწრფადსტაცა ხელი თავის ფართო შარვალს და არ გასულა ორი წუთიც, რომ ბარიბკენისმეგობრები თავქუდმოგლეჯილნი გარბოდნენ ტამპას ქუჩებში ქალაქის კარიბჭისმიმართულებით.ამ სირბილის დროს მასტონმა მოასწრო გაეცნო არდანისათვის საქმის ვითარება.მან მოუთხრო ბარბიკენს და ნიკოლის ძველ მტრობაზე, რა მიზეზით წარმოიშვა იგიდა ორივეს სურვილის მიუხედავად, აქამდე რატომ ვერ შეხვდნენ ერთმანეთს.მასტონმა დასძინა, რომ საქმე მხოლოდ და მხოლოდ ყუმბარისა და ჯავშნისმეტოქეობას ეხება, მიტინგზე შეხლა-შემოხლა ნიკოლისათვის მხოლოდ საბაბი იყო,რათა ძველი ანგარიშები გაესწორებინა ბარბიკენისთვისო.ძნელია, მოიფიქრო ამერიკულ დუელზე უფრო საშინელი რამ; ამ დუელისდროს მოწინაარმდეგენი ერთმანეთის კვალს ეძებენ ბარდებში, უდარაჯებენერთიმეორეს ბუჩქებს ამოფარებულნი და ცდილობენ, ტყის ტევრში გარეული__________1 შესავლის გარეშე (ლათ.)ნადირივით მოკლან მოწინააღმდეგე. ამერიკულ დუელს სჭირდება პრერიისმობინადრე წითელკანიანთა არაჩვეულებრივი თვისებები: საზრიანობა, ეშმაკობა,მოხერხება, გამომგონებლობა და მტრის ადგილსამყოფელის კვალის მიგნების ალღო.სულ უმნიშვნელო შეცდომა, ჭოჭმანი, არასწორი ნაბიჯი შეიძლება სიცოცხლისფასად დაგიჯდეს. ამ ორთაბრძოლაში იანკებს ხშირად მეძებარი ძაღლებიც მიყავთხოლმე. თითოეული მოწინააღმდეგე ერთდროულად მოანდირეც არის და ნადირიც.საათობით ეძებენ ხოლმე მტრის კვალს.- თქვენ ხალხი კი არა, ეშმაკები ყოფილხართ. - წამოიძახა მიშელმა, როცამისტონმა მკაფიოდ დაუხატა მას ეს ველური ადათჩვეულება.- რაცა ვართ, ესა ვართ... - თავმდაბლურად უპასუხა მასტონმა. - ავჩქარდეთ.მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ჩქარობდნენ - გადაირბინეს ჯერ კიდევდაცვარული ველი. გადათელეს ბრინჯის პლანტაციები, გადაახტნენ წყაროებს - ტყესმაინც მხოლოდ ექვსის ნახევარზე მიაღწიეს. მაშასადამე, ბარბიკენი უკვე მთელინახევარი საათით იყო ტყეში.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!