13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

- მაგრამ, დავუშვათ, რომ თქვენ ყველა ხიფათი დასძლიეთ და ყველაფერი ასეწამოუდგენლად იღბლიანად დამთავრდა, თქვენ საღ-სალამათი ჩაფრინდითმთვარეზე, - რანაირად ფიქრობთ უკან, დედამიწაზე დაბრუნებას?- სულაც არ დავბრუნდები!ამ პასუხმა, რომლის უბრალოება უფრო ხაზს უსვამდა მიშელ არდანისგმირობას, შეკრებილთ ენა ჩაუგდო. ეს დუმილი აღფრთოვანების ყვირილზე უფრომჭევრმეტყველებდა. უცნობმა ისარგებლა სიჩუმით, უნაკასკნელი პროტესტი რომგამოეთქვა.- კი მაგრამ, ეს უეჭველ სიკვდილს ნიშნავს თქვენთვის, - მთელი ხმით დაიყვირამან. - და ეს სიკვდილი გიჟის სიკვდილი იქნება. იგი არაფერს მისცემს მეცნიერებას!- განაგრძეთ, ჩემო დიდსულოვანო უცნობო მეგობარო, უნდა გამოგიტყდეთ, რომწინასწარმეტყველების საკმაოდ სასიამოვნო მანერა გაქვთ.- ო, ეს უკვე მეტისმეტია! - წამოიძახა მიშელ არდანის მოწინააღმდეგემ. - არვიცი, რატომ ვაგრძელებ ამ არასერიოზულ დავას. გაფრინდით, საცა გნებავთ. თქვენუბრალოდ გადარეული ხართ...- განაგრძეთ. ნუ გერიდებათ.- ამ გიჟური საქმის პასუხისმგებლობა თქვენ არ დაგეკისრებათ, არა!- აბა ვის? განაგრძეთ! - არდანის ხმა წამსვე მბრძანებლური გახდა.- იმ უმეცარ კაცს, ვინც მოიფიქრა ეს ველური, უაზრო წამოწყება.ნათელი იყო, ვის უმიზნებდა უცნობი. ბარბიკენი კაი ხანი იყო, თავს საშინელძალას ატანდა, - "იწვოდა და არ ანთებდა" - მემანქანეების სიტყვით რომ ვთქვათ, რომწონასწორობიდან არ გამოსულიყო. ასეთი შეურაცხყოფის შემდეგ კი წამოხტა დაგაექანა უცნობისაკენ, რომელიც პირდპირ ბრძოლაში იწვევდა მას. მაგრამ უეცრადმათ შორის დაბრკოლება აღიმართა.ხალხი ესტრადას მიაწყდა. ასობით ძლიერმა ხელმა აიტაცა იგი, მხრებზე შეიდგადა ბარბიკენი და მიშელ არდანი ასე საზიემოდ წაიყვანა. ტვირთი ძალიან მძიმე იყო,მაგრამ მტვირთავები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. დაობდნენ კიდეც, პატივირგებოდათ, ეს უცნაური ეტლი ეტარებინათ.უცნობმა არ მოისურვა, ესარგებლა ამ არევ-დარევით და მიმალულიყო. ესეც არიყოს, შეძლებდა კი ხალხის ამ მჭიდრო ტალღის გარღვევას? ცხადია, ვერ შეძლებდა.ყოველ შემთხვევაში, იგი ისევე ისე იდგა პირველ რიგში, გულზე ხელებდაკრეფილიდა თვალებით ბურღავდა პრეზიდენტ ბარბიკენს.ბარბიკენსაც მზერა არ მოუშორებია მისთვის. მათი თვალები სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩამბული ორი მოწინააღმდეგის ხმლის პირებივითელავდნენ.ამ საზეიმო მსვლელობის ჟამს არ შეწყვეტილა აღფრთოვანებული ხალხისყვირილი. მიშელ არდანს, როგორც ჩანდა, სიამოვნებდა ხალხის ეს აღფრთოვანება.სახე სიხარულისაგან გაბადრული ჰქონდა, ხანგამოშვებით ესტრადა აქეთ-იქიტირწეოდა ზღვის ტალღებზე მოქანავე გემივით. მაგრამ მიტინგის გმირებს ზღვისრწევის არ ეშინოდათ: მტკიცედ იდგნენ ფეხზე და მათმა გემმა უხიფათოდ მიაღწიატამპას ნავსადგურამდე.აქ უკვე მიშელ არდანმა შეძლო, თავი დაეღწია თავისი თაყვანისმცემლებისმძლავრი ხვევნა-კოცნისგან; სასტუმრომდე სირბილიტ მივიდა, თავის ნომერშიჩაიკეტა და მაშინვე ლოგინში შეწვა; მრავალათასიანი ხალხის ნაკადი და კიდევდიდხანს ბობოქრობდა მის ფანჯრებთან.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!