დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე დედამიწიდან მთვარემდე

geobestbooks.files.wordpress.com
from geobestbooks.files.wordpress.com More from this publisher
13.07.2015 Views

როგორც იქნა, დარბაზში საათმა რვაჯერ ჩამოჰკრა. უეცრად ბარბიკენი მთელიტანით წამოიმართა, გეგონებოდათ, ზამბარებმა აისხლიტესო. დარბაზი გაირინდა დაორატორმა საზეიმო კილოთი დაიწყო:- პატივცემულო კოლეგებო! ჩვენი სამყაროს უსაშველოდ გაჭიანურებულ,უნაყოფო მშვიდობას, კარგა ხანია, განწირული ჰყავს "საზარბაზნე კლუბის" წევრებიუსაქმურობისათვის, რამდენიმე წლის დიდებული გამოცოცხლების შემდეგიძულებული გავხდით, შეგვეწყვიტა ჩვენი საქმიანობა და შევჩერებულიყავითპროგრესის გზაზე. მე დღეს არ მეშინია ყველას გასაგონად განვაცხადო, რომ ჩვენთვისუკიდურესად საჭიროა ომი, ყველანაირი სახის ომი, რომელიც ხელში იარაღსაგვაღებინებს.- დიახ, ომი! აუცილებელია ომი! - წამოიძახა ანაზდად დაუდეგარმა ჯონმასტონმა.- მოუსმინეთ! მოუსმინეთ! - გაისმა ყოველი მხრიდან.- თუმცაღა ომი უაზროა ახლადელ ვითარებაში, - განაგრძო ბარბიკენმა, -როგორც არ უნდა სწყუროდეს იგი პატივცემულ ორატორს, რომელმაც ეს-ეს არისშემაწყვეტინა სიტყვა თავისი მგზნებარე წამოძახილით, კიდევ მრავალი წელიგაივლის, ვიდრე ჩვენი იარაღი საომარ ველზე დაიქუხებდეს. ამას უნდა შევურიგდეთდა სხვა გამოსავალი ვეძებოთ ჩვენი შემოქმედებითი წყურვილის დასაოკებლად.კრებამ იგრძნო, რომ პრეზიდენტს ახლა უნდა ეთქვა ყველაზე მთავარი.დარბაზი სმენად იქცა.- აი, უკვე რამდენიმე თვეა, პატივცემულო კლუბის წევრებო, - განაგრძობდაბარბიკენი, - რაც მე ჩემს თავს კითხვა დავუსვი: ნუთუ არ შეგვიძლია ჩვენ, ჩვენისპეციალობის ფარგლებში, თავი გამოვიჩინოთ, მეცხრამეტე საუკუნის შესაფერი,ღირსახსოვარი საქმით. და ხომ არ მოგვცემს ბალისტიკის დიდი მიღწევები მისიწარმატებით განხორციელების საშუალებას? მე დიდხანს ვფიქრობდი, ვწვალობდი,ვანგრიშობდი და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ვენ შევძლებთ ერტი საქმისხორცშესხმას, რომელიც ყველა სხვა სახელმწიფოში განუხორციელებლადმოეჩვენებოდათ. ჩაფიქრებული წამოწყების პროექტი გამოთვლებით მაქვსდამუშავებული, სწორედ ეს გახლავთ ჩემი მოხსენების თემაც. ეს საქმე თქვენი და"საზარბაზნე კლუბის" დიდებული წარსულის შესაფერისია და უეჭველია, დიდაურზაურს გამოიწვევს მთელ მსოფლიოში.- დიდ აურზაურს? - იკითხა ვიღაცამ.- დიახ, დიდ აურზაურს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, - უპასუხაბარბიკენმა.- ნუ აწყვეტინებთ! - გაისმა აქეთ-იქიდან.- პატივცემულო კოლეგებო! - განაგრძო ბარბიკენმა, - ახლა გთხოვთ, მთელიყურადღება მომაპყროთ.კრებას ნერვიულმა ჩურჩულმა გადაურბინა. ბარბიკენმა ცილინდრი შეისწორადა მშვიდი ხმით წარმოთქვა:- ყველა თქვენგანს, რასაკვირველია, არაერთხელ უნახავს მთვარე, ყოველშემთხვევაში, სმენია მასზე. ნუ გაგიკვირდებათ, რომ ღამის მნათობზე დავიწყელაპარაკი. ვინ იცის, იქნებ, ჩვენ ჯერ კიდევ უნახავი სამყაროს კოლუმბობა გვიწერია!გამიგონეთ, დამიჯერეთ - და მე თქვენ გაგიძღვებთ მთვარის დასაპყრობად. ჩვენ მისსახელს შევუერთებთ იმ ოცდათექვსმეტ შტატს. შეერთებული შტატების უძლეველსახელმწიფოს რომ ქმნიან.- გაუმარჯოს მთვარეს! - ერთხმად იღრიალეს "საზარბაზნე კლუბის" წევრებმა.

- მთვარე დაწვრილებითაა შესწავლილი, - განაგრძობდა ბარბიკენი, - უკვე კარგახანია, ზუსტადაა განსაზღვრული მისი მასა, სიმკვრივე, წონა, შედგენილობა,მოცულობა, მოძრაობა, დაშორება დედამიწიდან და საერთოდ მისი როლი მზისსისტემაში. მთვარის რუკა შედგენილია არანაკლები სიზუსტით, ვიდრე დედამიწისა.ფოტოგრაფიამ მოგვცა მთვარის პეიზაჟთა შეუდარებელი სილამაზის ანაბეჭდი. ერთისიტყვით, მთვარის შესახებ ჩვენთვის ყველაფერი ცნობილია, რაც კი შეიძლებაგვცოდნოდა მათემატიკის, ასტრონომიის, ფიზიკისა და გეოლოგიის საშუალებით,მაგრამ დღემდე მაინც არა გვაქვს .... პირდაპირი კავშირი მთვარესთან.ამ სიტყვებზე დარბაზში მყოფნი გაოცებისაგან შეკრთნენ.- ნება მიბოძეთ, - განაგრძობდა ბარბიკენი, - რამდენიმე სიტყვით მოვიხსენიოთის ფანტაზიორები, რომლებიც მხოლოდ თავიანთი წარმოდგენით მოგზაურობდნენმთვარეზე და ამტკიცებდნენ, თითქოსდა შეიჭრნენ დედამიწის თანამგზავრისიდუმალი სამყაროს საიდუმლოებებში. მეჩვიდმეტე საუკუნეში ვინმე დევიდფაბრიციუსი ამაყობდა, თითქოს საკუთარი თვალით ნახა მთვარის მცხოვრებნი. 1649წელს, ერთ-ერთმა ფრანგმა, ჟან ბოდუენმა გამოსცა წიგნი "ესპანელი ფათერაკებისმაძიებელი დომინიკო გონზალესის მოგზაურობა მთვარეზე". თითქმის იმავე დროსსირანო დე ბერჟერაკმა აღწერა მთვარეზე ექსპედიცია თავის წიგნში, რომელსაცსაფრანგეთში უდიდესი მოწონება ხვდა წილად. მოგვიანებით მეორე ფრანგმა, - უნდაითქვას, რომ ფრანგები ფრიად დაინტერესებულნი არიან მთვარით, - ცნობილმაფონტენელმა დაწერა თავისი საუკუნის ერთ-ერთი უბრწყინვალესი წიგნი "სამყაროსმრავალსახეობა". მაგრამ მეცნიერება წინ მიდის, უკან იტოვებს თვით მწერლებისფანტაზიასაც. 1835 წელს გამოჩნდა საინტერესო ბროშურა, იგი ამოღებული იყოჟურნალ "ნიუ-იორკ ამერიკენიდან". ბროშურაში მოთხრობილია, როგორ შექმნაგამოჩენილმა ასტრონომმა ჯონ ჰერშელმა კეთილი იმედის კონცხზე თავისიექსპედიციის დროს ისეთი სრულყოფილი ტელესკოპი, "თანაც შიდა განათებით",რომლის მეშვეობითაც შეძლო მთვარის დანახვა ოთხმოცი იარდის სიშორიდან.ჰერშელმა თითქოს ნათლად გაარჩია ბეჰემოთების საცხოვრებელი მღვიმეებიმთვარეზე. იხილა ჭალების ოქროს ვარაყით გარშემოვლებული მწვანე მთები,სპილოს ძვლისფერ-რქებიანი ცხვრები, თეთრი ძვლები და ადამიანის მსგავსიარსებები, ღამურასავით აპკიანი ფრთები რომ ჰქონდათ გამოსახული. ამერიკელილოკის მიერ დაწერილ ამ ბროშურას უდიდესი წარმატება ხვდა წილად. თუმცა ჩქარაგამოირკვა, რომ ეს იყო მეცნიერული მისტიფიკაცია და ფრანგებმა პირველებმააიგდეს იგი მასხრად.- როგორ, ამერიკელბს დასცინეს? - აღმოხდა მასტონს, - აი, ესეც თქვენი casusbelli 1 ...- დამშვიდდი, ჩემო ღირსეულო მეგობარო! ფრანგები სანამ სხვას დასცინებდნენ,თვით აღმოჩნდნენ გაბრიყვებულნი, რადგანაც თავდაპირველად დაუჯერეს ჩვენსთანამემამულეს. ამ მოკლე ისტორიული მიმოხილვის დასამთავრებლად მინდადავუმატო, რომ ვინმე როტერდამელმა ჰანს პფაალმა საჰაერო ბუშტი აავოსაზოტისაგან განთავისუფლებული გაზით, რომელიც ოცდაჩვიდმეტჯერ მსუბუქიაღმოჩნდა წყალბადზე, ავიდა ჰაერსი და მეცხრამეტე დღეს მიაღწია მთვარეს. ესმოგზაურობა, ისევე როგორც ყველა მისი წინამორბედი, რასაკვირველია,წარმოდგენითი გახლდათ, მაგრამ იგი შეთხზა ამერიკის ერთ-ერთმა საყვარელმამწერალმა, ამერიკის თავისბურმა ფანტასტიკურმა ტალანტმა. მე მხედველობაში მყავსედგარ პო.

როგორც იქნა, დარბაზში საათმა რვაჯერ ჩამოჰკრა. უეცრად ბარბიკენი მთელიტანით წამოიმართა, გეგონებოდათ, ზამბარებმა აისხლიტესო. დარბაზი გაირინდა დაორატორმა საზეიმო კილოთი დაიწყო:- პატივცემულო კოლეგებო! ჩვენი სამყაროს უსაშველოდ გაჭიანურებულ,უნაყოფო მშვიდობას, კარგა ხანია, განწირული ჰყავს "საზარბაზნე კლუბის" წევრებიუსაქმურობისათვის, რამდენიმე წლის დიდებული გამოცოცხლების შემდეგიძულებული გავხდით, შეგვეწყვიტა ჩვენი საქმიანობა და შევჩერებულიყავითპროგრესის გზაზე. მე დღეს არ მეშინია ყველას გასაგონად განვაცხადო, რომ ჩვენთვისუკიდურესად საჭიროა ომი, ყველანაირი სახის ომი, რომელიც ხელში იარაღსაგვაღებინებს.- დიახ, ომი! აუცილებელია ომი! - წამოიძახა ანაზდად დაუდეგარმა ჯონმასტონმა.- მოუსმინეთ! მოუსმინეთ! - გაისმა ყოველი მხრიდან.- თუმცაღა ომი უაზროა ახლადელ ვითარებაში, - განაგრძო ბარბიკენმა, -როგორც არ უნდა სწყუროდეს იგი პატივცემულ ორატორს, რომელმაც ეს-ეს არისშემაწყვეტინა სიტყვა თავისი მგზნებარე წამოძახილით, კიდევ მრავალი წელიგაივლის, ვიდრე ჩვენი იარაღი საომარ ველზე დაიქუხებდეს. ამას უნდა შევურიგდეთდა სხვა გამოსავალი ვეძებოთ ჩვენი შემოქმედებითი წყურვილის დასაოკებლად.კრებამ იგრძნო, რომ პრეზიდენტს ახლა უნდა ეთქვა ყველაზე მთავარი.დარბაზი სმენად იქცა.- აი, უკვე რამდენიმე თვეა, პატივცემულო კლუბის წევრებო, - განაგრძობდაბარბიკენი, - რაც მე ჩემს თავს კითხვა დავუსვი: ნუთუ არ შეგვიძლია ჩვენ, ჩვენისპეციალობის ფარგლებში, თავი გამოვიჩინოთ, მეცხრამეტე საუკუნის შესაფერი,ღირსახსოვარი საქმით. და ხომ არ მოგვცემს ბალისტიკის დიდი მიღწევები მისიწარმატებით განხორციელების საშუალებას? მე დიდხანს ვფიქრობდი, ვწვალობდი,ვანგრიშობდი და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ვენ შევძლებთ ერტი საქმისხორცშესხმას, რომელიც ყველა სხვა სახელმწიფოში განუხორციელებლადმოეჩვენებოდათ. ჩაფიქრებული წამოწყების პროექტი გამოთვლებით მაქვსდამუშავებული, სწორედ ეს გახლავთ ჩემი მოხსენების თემაც. ეს საქმე თქვენი და"საზარბაზნე კლუბის" დიდებული წარსულის შესაფერისია და უეჭველია, დიდაურზაურს გამოიწვევს მთელ მსოფლიოში.- დიდ აურზაურს? - იკითხა ვიღაცამ.- დიახ, დიდ აურზაურს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, - უპასუხაბარბიკენმა.- ნუ აწყვეტინებთ! - გაისმა აქეთ-იქიდან.- პატივცემულო კოლეგებო! - განაგრძო ბარბიკენმა, - ახლა გთხოვთ, მთელიყურადღება მომაპყროთ.კრებას ნერვიულმა ჩურჩულმა გადაურბინა. ბარბიკენმა ცილინდრი შეისწორადა მშვიდი ხმით წარმოთქვა:- ყველა თქვენგანს, რასაკვირველია, არაერთხელ უნახავს მთვარე, ყოველშემთხვევაში, სმენია მასზე. ნუ გაგიკვირდებათ, რომ ღამის მნათობზე დავიწყელაპარაკი. ვინ იცის, იქნებ, ჩვენ ჯერ კიდევ უნახავი სამყაროს კოლუმბობა გვიწერია!გამიგონეთ, დამიჯერეთ - და მე თქვენ გაგიძღვებთ მთვარის დასაპყრობად. ჩვენ მისსახელს შევუერთებთ იმ ოცდათექვსმეტ შტატს. შეერთებული შტატების უძლეველსახელმწიფოს რომ ქმნიან.- გაუმარჯოს მთვარეს! - ერთხმად იღრიალეს "საზარბაზნე კლუბის" წევრებმა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!