13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

- ჩვენ აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ მთვარეზე ვილაპარაკოთ და არადედამიწაზე.- ცამდე მართალი ბრძანდებით, ბატონო ჩემო! - უპასუხა არდანმა. - კამათმაცოტა სხვა მიმართულება მიიღო. დავუბრუნდეთ მთვარეს.- მოწყალებო ხელმწიფევ, - განაგრძობდა უცნობი, - თქვენ ამტკიცებთ, რომდედამიწის თანამგზავრი დასახლებულია. დავუშვათ, რომ ეს მართლაც ასეა, მაგრამთუკი მთვარის ბინადარნი არსებობენ, ისინი არ სუნთქავენ, ვინაიდან, - გთხოვთ, ესმხედველობაში მიიღოთ თქვენსავე სასარგებლოდ, - მთვარის ზედაპირზე არ არისჰაერის თუნდაც ერთი მოლეკულა.მიშელ არდანმა თავისი ლომისებური ფაფარი შეარხია. მან მყისვე იგრძნო, რომძლიერ მოწინააღმდეგესთან ჰქონდა საქმე. თავით ფეხამდე გაზომა უცნობითვალებით და თქვა:- აი, თურმე რა! თქვენის აზრით, მთვარეზე ჰაერი არ არის, არა? ნება მიბოძეთ,შეგეკითხოთ: ვინ ამტკიცებს ამას?- მეცნიერები.- ნუთუ მართლა?- თქვენ წარმოიდგინეთ!- მოწყალეო ხელმწიფევ, - შეედავა არდანი, - გვეყოფა ხუმრობა. მე ძლიერპატივს ვცემ იმ მეცნიერებს, თავიანთი საქმე რომ გაეგებათ. და საშნლადმეზიზღებიან ისინი, რომელთაც არა იციან რა.- თქვენ იცნობთ ამგვარ მეცნიერებს?- ვინცობ საფრანგეთში, მაგალითად, არის ერთი "მეცნიერი", რომელიც"მათემატიკურ გამოანგარიშებითა" საფუძველზე ამტკიცებს, რომ ფრინველებს ფრენაარ შეუძლიათ; არის ისეთიც, თევზები წყალში ვერ ცხოვრობენო, რომ ამტკიცებს.- თქვენო ბრწყინვალებავ, მე ასეთ მეცნიერებს არ ვგულისხმობ. ჩემი სიტყვისდასტურად ისეთ მეცნიერებს დავასახელებ, რომელთა სახელებს თქვენ არ შეიძლებაარ იცნობდეთ.- ასეთ შემთხვაში, ბატონო ჩემო, თქვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებთისეთ უმეცარს, როგორიც მე ვარ. თუმცა, ყოველთვის მოხარული ვარ რიმე ახალიგავიგო!- თუკი არ გისწავლიათ, რატომღა ერევიტ მეცნიერული საკითხების განხილვაში? - საკმაოდ უხეშად ჰკითხა უცნობმა.- რატომ ვერევი? - მიუგო არდანმა, - მამაცი ისაა, ვისაც წარმოდგენა არა აქვსსიძნელეებზე. მე, მართალია, არაფერი გამეგება, სამაგიეროდ ეს სისუსტე ჩემიძლიერების წყაროა!- თქვენი სისუსტე ახლოსაა სიგიჟესთან- ბრაზნარევი ხმით შესძახა უცნობა.- მით უკეთესი, - შეეპასუხა ფრანგი, - თუკი ჩემი სიგიჟე მთვარემდე მიმიყვანს!ბარბიკენი და მისი ამხანაგები თვალებიტ ჭამდნენ დაუპატიჟებელ სტუმარს, ასერიხიანად რომ ედავებოდა მიშელ არდანს. არავინ იცნობდა მას და "საზარბაზნეკლუბის" პრეზიდენტი ასეთი კამათის გამო ცოტა არ იყოს დარცხვენილი,შეშფოთებით გადახედავდა ხოლმე თავის ახალ მეგობარს. ყველანი გაფაციცებითუსმენდნენ ამ დავას და გრძნობდნენ, რომ ახლა გამჟღავნდებოდა განზრახულიმოგზაურობის ყველა ხიფათი ან სულაც მისი განუხორციელებლობა.- მოწყალეო ხელმწიფევ, - კვლავ დაიწყო არდანის მოწინააღმდეგემ, - მრავალისაბუთი არსებობს იმისა, რომ მთვარეზე სრული უაჰაერობაა და ეს საბუთები აქამდეარავის გაუბათილებია. შემიძლია ვთქვა, მთვარეზე ოდესმე მაინც რომ ყოფილიყო

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!