13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

შედარებით, იუპიტერის დიდი უპირატესობაა, რომ არაფერი ვთქვათ მის გრძელწელიწადებზე, თითოეული მიწიერ 12 წელიწადს რომ უტოლდება! ამას გარდა, მესავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრების ამისთანა დიდებული პირობებისწყალობით ამ ბედნიერი "სამყაროს" ბინადარნი უმაღლესი რანგის არსებანია:მეცნიერი იქ უფრო განსწავლულია, მსახიობი უფრო ნიჭიერი, ავი ადამიანინაკლებად ბოროტია, ხოლო კეთილები ჩვენსაზე უფრო კეთილები არიან: და ვაგლახ,წარმოგიდგენიათ, რა აკლია ჩვენს დედამიწას, რომ ასეთ სრულყოფას მიაღწიოს: სულუბრალო რამ! მხოლოდ მოძრაობა ღერძისა და ორბიტის სიბრტყისადმი რომ ნაკლებდახრილი იყოს.- რა გვიშლის მერე ხელს? - გაისმა უეცრად მძვინვარე ხმა. - შევაერთოთ ჩვენიმონდომება, გამოვიგონოთ მანქანები და გავასწოროთ მიწის ღერძი.მქუხარე ტაშით შეხვდნენ ამ სიტყვებს, რომელიც შეიძლებოდა მხოლოდ ჯ. ტ.მასტონს წარმოეთქვა. მას ყოველთვის ჰქონდა მიდრეკილება ინჟინრობისადმი, დაფიცხელი წარმოსახვის წყალობით მუდამ წარმოუდგენელ რამეებს წაეპოტინებოდახოლმე. მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, რომ ბევრმა აღფრთოვანებული ყვირილითდაუჭირა მას მხარი. და ცხადია, ამერიკელებს რომ ჰქონოდათ საყრდენი წერტილი,რასაც ძველად არქიმედე მოითხოვდა, ისინი უეჭველად შექმნიდნენ სახელურს, რომმოებრუნებინათ დედამიწა და გაესწორებინათ მისი ღერძი. მაგრამ ვაი, რომ სწორედსაყრდენი წერტილი აკლდათ ამ მამაც მექანიკოსებს.ასე იყო თუ ისე, მასტონის "პრაქტიკულმა წინადადებამ" დიდი მოწონებადაიმსახურა. მან თითქმის 15 წუთით შეწყვიტა კამათი და ამ მიტინგის მერე კიდევდიდხანს მსჯელობდნენ შეერთებულ შტატებში "საზარბაზნე კლუბის" მუდმივიმდივნის თამამ პროექტზე.მეოცე თავიშეტევა და თავდაცვათითქოს ამით უნდა დამთავრებულიყო მიტინგი, და ამაზე უკეთესდაბოლოებას არავინ ელოდა.მაგრამ როცა ხმაური ბოლოს და ბოლოს მიწყდა, უცებ გაისმა მტკიცე, მკაცრიხმით წარმოთქმული შემდეგი სიტყვები:- ახლა, როცა ორატორმა ამდენი დრო დაუთმო ფანტაზიას, ხომ არ ინებებს იგი,დაუბრუნდეს ძირითად თემას? იქნებ სჯობია, ცოტა ნაკლები ყურადღება მიაქციოსთეორიულ საკითხებზე მსჯელობას და პირდაპირ მოგზაურობის ტექნიკური მხარისგანხილვას შეუდგეს?ყველამ მოლაპარაკეს მიაჩერდა, ეს იყო კაფანდარა, ხმელ-ხმელი, ენერგიულისახის მამაკაცი, მას წვერი ამერიკულად ჰქონდ გვერდებზე აჭრილი.მან ისარგებლა ხალხის მოძრაობით და ნელ-ნელა პირველი რიგის მსმენელთაშორის მოექცა. გულზე ხელი დაიკრიფა და ანთებული მზერა მიაპყრო გმირს.ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე უცნობი გაჩუმდა. როგორც ჩანს, სულაც არაშფოთებდა მისკენ მიმართული ათასი მზერა, არც გამკიცხავი რეპლიკები, დამსწრესაზოგადოება რომ ესროდა.რაკი პასუხი ვერ მიიღო, მან გაიმეორა თავისი კითხვა იმავე მკაცრი ხმით დადაუმატა:

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!