13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

არსებებისათვის. ნატურალისტი რომ ვიყო, მე მას ვეტყოდი, რომ მთელი რიგი დიდიმეცნიერების მიერ დამკიცებულია მიწიერი ორგანიზმების შემგუებლობა ცხოვრებისსხვადასხვა პირობებისადმი. თევზები, მაგალითად, ისეთ გარემოში ცხოვრობენ, რაცსხვა ცხოველებისათვის მომაკვდინებელია. ამფიბიები კი ორმაგ ცხოვრებას ეწევიან,რაც ძნელად ასახსნელი მოვლენაა! - ზოგიერთი ზღვის ცხოველი ღრმა წყალშიცხოვრობს და ორმოცდაათ-სამოც ატმოსფერულ წნევას უძლებს. ზოგი უმდაბლესიორგანიზმი ყოვლად უგრძნობია ტემპერატურის მიმართ და როგორც ცხელწყაროებში, ასევე პოლარული ოკეანეების ყინულოვან უდაბნოებში გვხვდებიან!მაშასადამე, უნდა ვაღიაროთ, რომ ბუნება ცხოვრების ისეთ მრავალფეროვან,ხანდახან წამოუდგენელ პირობებს ქმნის, რომ იგი ყოვლისშემძლედ გვევლინება...ქიმიკოსი რომ ვიყო, ვეტყოდი, აეროლიტებში ანუ მიწის სფეროს მიღმა წარმოშობილსხეულებში, ანალიზის შედეგად აღმოჩენილია ნახშირბადის ნიშნები; ეს ნივთიერებაკი ორგანული წარმოშობისაა და როგორც რეიჰენბახის გამოკვლევები ადასტურებენ,ოდესღაც უეჭველად შედიოდა ცოცხალი სხეულების შემადგენლობაში. ბოლოს,თეოლოგი რომ ვიყო, მე მას ვეტყოდი, რომ პავლე მოციქულის თანახმად, ზეციურიგანწმენდა მარტო დედამიწაზე კი არა, სხვა ციურ სამყაროზე ვრცელდებოდა. მაგრამმე ქიმიკოსი არ გახლავართ, არც ბუნებისმეტყველი, არც ფიზიკოსი და თეოლოგი, მესრულიად უმეცარი პიროვნება ვარ. წარმოდგენა არა მაქვს იმ დიდ კანონებზე,სამყროს რომ მართავენ და ამიტომ ჩემი პასუხი ასეთია: არ ვიცი, დასახლებულია თუარა სხვა პლანეტები და მთვარზე სწორედ ამიტომ მინდა გავფრინდე, რომ ჩემისაკუთარი თვალებით ვიხილო ყველაფერი.მიშელ არდანის მოწინააღმდეგეს ჰქონდა თუ არა სხვა შენიშვნები, ეს არავინიცის, რადგან ხალხის აღფრთოვანებულმა შეძახილებმა ჩაახშო მისი ხმა. ბოლოს,როცა აუდიტორიის სულ უკანასკნელ რიგებშიც სიჩუმე დამკვიდრდა,გამარჯვებულმა ორატორმა შეძლო, გაეგრძელებინა თავისი სიტყვა.- ჩემო ღირსეულო იანკებო, თქვენ მშვენივრად გესმით, რომ ეს საკითხი ღრმადარ განვიხილე, მე აქ ამ მრვალფეროვან თემაზე საჯარო ლექციების საკითხავად კი არჩამოვსულვარ! სამყაროთა დასახლებულობის სასარგებლოდ კიდევ შეიძლებამოიყვანო მთლი რიგი საბუთები, მაგრამ ამჯერად არ შევეხები მათ და ნება მიბოძეთ,მხოლოდ ერთ მათგანზე შევჩერდე. იმ ადამიანებს, პლანეტების დაუსახლებლობასრომ ამტკიცებენ, მინდა ვუთხრა: თქვენ შეიძლება მართალიც ყოფილიყავით, იმისდამტკიცება რომ შეძლოთ დედამიწა საუკეთესოა სხვა პლანეტებს შორისო. მაგრამრაც არ უნდა ილაპარაკოს ვოლტერმა, ეს ამბავი დამტკიცებული როდი გახლავთ.დედამიწას მხოლოდ ერთი თანამგზავრი ჰყავს; იუპიტერს, ურანს, სატურნსა დანეპტუნს კი - რამდენიმე; ეს ამბავი კი ერტგვარ უპირატესობას აძლევს მათ, რისიგულუებელყოფაც არ შეიძლება. განსაკუთრებული უხერხულობა კი ის გახლავთ,რომ დედამიწის ღერძი დახრილია ორბიტისაკენ. აქედან წარმოსდგება დღეებისა დაღამაეებსი არათანაბრობა, ამის გამო წელიწადის დროთა გულსატკენი სხვადასხვაობა.ჩვენს ბედდამწვარ ბურთზე ყოველთვის ან ძალიან ცხელა, ან ძალიან ცივა; ზამთარშივიყინებით, ზაფხულში კი ვიხრუკებით. დედამიწა სურდოს, ფილტვების ანთებისადა ყოველნაირი გაცივების პლანეტაა! ახლა ვიკითხოთ უპიტერის ამბავი, რომლისღერძი თითქმის პერპენდიკულარია მისი ორბიტისა სიბრტყისადმი. იქ ერტსა დაიმავე ადგილზე ტემპერატურა არ იცვლება. იუპიტერზე მუდმივი გაზაფხულის,ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის ზონები არსებობს. თითოეულ იუპიტერელსშეუძლია კლიმატი თავისი გემოვნების მიხედვით შეარჩიოს, და არასოდეს არშეეშინდეს ამინდის ცვალებადობისა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს დედამიწასთან

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!