13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მონადირეების სიტყვებით რომ ვთქვათ, ოცი წელიც რა გაივლის, რომ დედამიწისმცხოვრებთა ნახევარი მოინახულებს მთვარეს!- ვაშა! გაუმარჯოს მიშელ არდენს! - წამოიძახა ყველა,მ ნაკლებ მორწმუნემაც კი.- გაუმარჯოს ბარბიკენს! - დაიძახა საპასუხოდ თავმდაბალმა ორატორმა.ბარბიკენის ამსხურების ამ ხმამაღალმა აღიარებამ ხანგრძლივი დაერთსულოვანი ტაში გამოიწვია.- ახლა კი, ჩემო მეგობრებო, განაგრძობდა არდანი, - იქნება რაიმე შეკითხვაგაქვთ? - სიამოვნებით გაგცემთ პასუხს. როგორც უმეცარს, შეიძლება ცოტაგამიჭირდეს, მაგრამ მაინც მზად გახლავართ."საზარბაზნე კლუბის" პრეზიდენტი აქამდე ეტყობა, კმაყოფილი იყო საუბრისსაერთო მიმართულებით. არდანი ასე თუ ისე განყენებულ საკითხებზე მსჯელობდადა თვისი ნათელი წარმოსახვის წყალობით დიდებულად ართმევდა მათ თავს,მაგრამ საჭირო იყო არდანის და აგრთვე აუდიტორიის გადაცდენა წმინდა წყლისპრაქტიკული საკითხებიდან, ვინაიდან არდანს, რასაკვირველია, გაუჭირდებოდამათი გარკვევა. ამიტომ ბარბიკენმა სასწრაფოდ იხოვა სიტყვა და ტავის ახალმეგობარს ჰკითხა, როგორ ფიქრობთ, მთვარისა და საერთოდ მზის სისტემისპლანეტებზე არის თუ არა სიცოცხლეო.- ძნელ კითხვას მაძლევ, ჩემო ძვირფასო პრეზიდენტო! - უპასუხა ორატორმაღიმილით. - თუმცა მე რამდენადაც მახსოვს, ამ საკითხს დადებითად წყვეტდნენისეთი დიდი ჭკუის ადამიანები, როგორც პლუტარქე, სვედენბორგი, ბერნარდენ დესენ-პიერი და სხვებია. ბუნების ფილოსოფიის თვალსაზრისზე თუ დავდგები,იძულებული ვიქნები, გავიზიარო მათი შეხედულება და ვაღიარო, რომ ამ სამყაროშიარ შეიძლება უსარგებლო რაიმე არსებობდეს. შენს კითხვაზე, მეგობარო ბარბიკენ, მეასე ვუპასუხებ: თუ სამყაროები დასახლებულია, მაშასადამე, თითოეულ მათგანზეარის სიცოცხლე, ან ადრე იყო, ან მომავალში იქნება.- შესანიშნავია! - წამოიძახა პირველ რიგში მდგარმა მაყურებელმა, მთელშეკრებას ტონს რომ აძლევდნენ. მათი აზრი სხვებისათვის კანონი იყო.- ამაზე უფრო ლოგიკურად და დამაჯერებლად ძნელია პასუხი გასცე, -დაადასტურა "საზარბაზნე კლუბის" პრეზიდენტმა, - მაშასადამე, კითხვის მთელიდედააზრი შემდეგი გახლავთ: "დასახლებულია თუ არა სამყარო"? მე მაგალითად,მჯერა, რომ დასახლებულია.- მეც დარწმუნებული გახლავართ ამაში, - მიუგო არდანმა.- კი მაგრამ, - შენიშნა შეკრების ერთ-ერთმა მონაწილემ, - სამყაროთადასახლებულობაზე მეტად სერიოზული საწნააღმდეგო აზრები არსებობს. ყოველშემთხვევაში, პლანეტების უმრავლესობაზე დედამიწისაგან მნიშვნელოვნადგანსხვავებული ცხოვრების პირობებია. ასე რომ, მზისგან დაშორებულ პლანეტებზეცოცხალი არსება გაიყინებოდა, ხოლო მზესთან ახლოს მყოფ პლანეტებზე პირიქით,დაიწვებოდა.- სამწუხაროდ, არა მაქვს პატივი პირადად ვიცნბოდე ჩემს ღირსეულ ოპონენტს,- უპაუხა მიშელ არდანმა, - მაგრამ მაინც შევეცდები, პასუხი გავცე. მისი შენიშვნები,რასაკვირველია, საფუძველს არაა მოკლებული, მაგრამ, მე მგონია, მათი გაბათილებამაინც შეიძლება. მე რომ ფიზიკოსი ვიყო, ვეტყოდი: თუკი მზესთან ახლოს მყოფპლანეტებზე მაღალი ტემპერატურა ნელდება, რადგან პლანეტა შინაგან სითბოსუფრო მეტად გამოყოფს, პირიქით, შორს მყოფ პლანეტებზე ეს სითბო გამოიყოფაუფრო ძლიერად, - და ამრიგად, მათ ზედაპირზე შეიძლება შეიქმნას ისეთიტემპერატურა, სავსებით მოხერხებული რომ იყოს დედამიწის მცხოვრებთა მსგავს

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!