13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მოგზაურობა მესმის, მის საფასურს ვერც ერთი ადამიანი ვერ გადაიხდიდა, ერთკილომეტრზე ხუთი სუც რომ იყოს ნიხრი დაწესებული. ბარონ როტშილდსაც არეყოფოდა ბილეთზე თავისი მილიარდი - კიდევ ასორმოცდაშვიდი მილიონიდასჭირდებოდა სართად.მსჯელობის ეს ძალდაუტანებელი კილო, როგორც ჩანდა, მოსწონდაშეკრებილთ; ამასთან, სუბრის თემით გატაცებული მიშელ არდანი მგზნებარედ,დიდი აღტყინებით ლაპარაკობდა. იგი გრძნობდა, მაყურებელი ხარბად რომ იჭერდათითოეულ მის სიტყვას და მომხიბლავი დამაჯერებლობით განაგრძობდა.- ჩემო მეგობრებო, მაშ იცოდეთ, რომ ნეპტუნსა და მზეს შორის არსებულიმაძილი სულ უმნიშვნელოა, თუკი მას შევადარებთ ვარსკვლავთა სიშორეს. აქ უკვეარანაკლებ ცხრა ნულიანი ციფრის აღება დაგვჭირდებოდა, ხოლო ერთეულადმილიარდი უნდა ჩაგვეთვალა. მომიტევეთ, ასეთ წვრილმანებზე რომგელაპარაკებით, მაგრამ იგი ჩვენ ცხოველად გვაინტერესებს, ჯერ მოისმინეთ და მერეგანსაჯეთ. ვარსკვლავი ალფა კენტავრის თანავარსკვლავედში ჩვენგან ბილიონილიეთია დაშორებული: ვეგა და სირუსი - ორმოცდაათი ბილიონით; არქტური -ორმოცდათორმეტით, პოლარული ვარსკვლავი - ას ჩვიდმეტი ბილიონით, ამისშემდეგ რა სახსენებელია მზესა და პლანეტებს შორის არსებული მანძილი? თქვენდაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ასეთი მანძილები არ არსებობენ, შეცდომაა!ტყუილია! მოჩვენებაა! იცით, მე რას ვფიქრობ ამ სამყაროზე, ჩვენი სხივნათლიმნათობით რომ იწყება და ნეპტუნით მთავრდება? გინდათ გაგიმხილოთ ჩემითეორია? იგი სულ უბრალო რამაა! ჩემთვის მზის სამყარო მტკიცე და ერთგვაროვანისხეულია; მის შემადგენლობაში შემავალი პლანეტები ავიწროებენ, ეხებიანერთმანეთს, ლამის მიეწებონ კიდეც ერთმანეთს; მათ შორის მდებარე სივრცეც კი -შუალედებშია, რომლითაც დაშორებული არიან ერთმანეთისაგან ყველაზე მკვრივილითონების - ვერცხლის ანდა რკინის, ოქროს ანდა პლატინის მოლეკულები! ამიტომუფლება მაქვს, ვამტკიცო, და სრული რწმენით ვიმეორებს, რაც მჯერა, თქვენცგაიზიარებთ, რომ: "მანძილი" - ფუყე სიტყვაა, მანძილები, კაცმა რომ თქვას არცარსებობს!- კარგად არის ნათქვამი! ბრავო! ვაშა! - ერთხმად დაიძაა ორატორისდამაჯერებელი კილოთი, მისი ჟესტებით და იდეის სითამამით დამუხტულმამთელმა აუდიტორიამ.- სწორია! - ყველაზე ხმამაღლა მასტონი ღრიალებდა. - მანძილები არ არსებობს!მკვეთრი მოძრაობის დროს მან წონასწორობა დაკარგა და კინაღამ ესტრადიდანძირს გადმოეშვა, მაგრამ როგორღაც შეიმაგრა თავი, თორემ დარწმუნდებოდა, რომ"მანძილები" - არც ისე ხელწამოსაკრავი სიტყაა.ამასობაში მიშელ არდენი კვლავ გატაცებით განაგრძობდა:- ჩემო მეგობრებო, მე მიმაჩნია, რომ ეს საკითხი უკვე ამოწურულია. თუკი ყველავერ დავარწმუნე, მაშასადამე, მეტისმეტად მორიდებული ვყოფილვარ მტკიცებისას,არ მომიყვანია ყველაზე ძლიერი საბუთები, ეს კი ჩემი არასაკმარისი თეორიულიცოდნის ბრალია. როგორც არ უნდა იყოს, ვიმეორებ, რომ მანძილი მთვარესა დადედამიწას შორის უმნიშვნელოა და სერიოზული ადამიანის განსაკუთრებულიყურადღების ღირსი არცაა. შემიძლია განვაცხადო, გადაჭარბების სულაც არ მეშინია,რომ ახლო ხანებში განჩდება ყუმბარა-ვაგონებისაგან შემდგარი მთელი მატარებლები,რომლებშიც ძალიან მოხერხეულად, ხმაურის, ბიძგებისა და შეჯახებების გარეშეიმგზავრებს ადამიანი დედამიწიდან მთვარემდე. მატარებლები თავიანთიმიზნისაკენ ისარივით გაფრინდებიან, ანუ "ფუტკრების სიჩქარით", თქვენ

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!